Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა ნიკოლოზისა,

მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა


(პარაკლისში გამოყენებულია ხუთშაბათის მე-2 ხმის საცისკრო კანონი „გალობანი“ - იხ. „რვა-ხმათა“ ანუ „პარაკლიტონი“)

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუე ნ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი დ. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი, ჴმაჲ 4.


კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშჳდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლჱ და სიგლახაკითა სიმდიდრჱ, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშჳდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლჱ და სიგლახაკითა სიმდიდრჱ, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2


ძლისპირი: ზღჳსა ღელვათა მძჳნვარეთა წიაღ-ჴდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად ძლიერებითა მარჯუენითა ღმრთისაჲთა, და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგჳპტელნი, და საფლავ ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გჳრგჳნოსანი, ქრისტჱს ღმრთისა საყდართა წინაშე, ჰსდგა შენ, ნეტარო, განბრწყინვებული ზეცისა ძალთა თანა; აწ განსდევნე ბნელი გონებისა ჩემისაჲ, რაჲთა შევასხმიდე ჴსენებასა შენსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქრისტემან ღმერთმან, მადიდებელთა თჳსთა მადიდებელმან, გადიდა შენ, წმიდაო, საკჳრველებითა ცხორებასაცა და შემდგომად სიკუდილისა, და შემწედ ჭირთა შინა და ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან გამოგაჩინა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოლტოლვილთა საფარველისა ქუეშე შენისა მოსცემ კურნებასა, ჵ, ძლევისა თანა მოსახელეო, წმიდაო ნიკოლოზ, აწ ჩუენცა ნუ დამიტევებ შეუწევნელად და განმათავისუფლე სალმობათა და ცოდვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სწორებაჲ ღმრთისაჲ მაოცნა უბადრუკსა გუელმან ბოროტმან და ტყუე მყო მე ღმრთისაგან, ხოლო შენ მიერ განვთავისუფლდი, სძალო, და ჭეშმარიტად ღმერთ-ვიქმენ, უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმაღმრთობელი ჩემი.


გალობაჲ 3, განძლიერდასა


ძლისპირი: განჴსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ჴსნილნი მჴეცთა შუვა მძჳნვარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთაჲთა სიტყუასა ღმერთსა სიტყჳთა ჴმეანითა სარწმუნოებით და ქებით ვადიდებთ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ყოვლად ნეტარო ნიკოლოზ, და აცხოვნებ მათ, რომელნი მოილტვიან შენდა მჴურვალედ და იჴსნი ყოვლისაგან ბოროტისა და ძვირისხილვისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელი ეგე ცხებულ იქმენ მიროელთა პირველ მღვდელთმთავრად ქრისტჱს მიერ და სამწყსოჲ შენი კეთილსუნელებითა საკჳრველებათათა განასუნნელე, აწ საცნობელნი ჩემნი სულიერნი განახვენ, ღირსო, და სუნმყრალობაჲ ვნებათა ჩემთაჲ განაქარვენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძალითა საღმრთოჲთა, წმიდაო ნიკოლოზ, შეუძლე წარწყმედაჲ უხილავისა მტერისაჲ, რომლისა ბოროტისა ვნებისაგან გჳჴსნენ ჩუენ მეოხებითა შენითა, ღმერთშემოსილო მამაო, და დაგვიცვენ უვნებელად მძლავრებისაგან მისისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დააცხრუე აღძრვაჲ ვნებათა ამათ ჩემთაჲ, ღირსო ღმრთისა დედაო, და დააყუდე ღელვაჲ გულის სიტყუათა ჩემთა შეგინებულთა, ყოვლად წმიდაო, და წარმართე კეთილად ცხორებაჲ ჩემი, ცხორებისა მშობელო.


გჳხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო მთავარეპისკოპოსო მირონლუკიისაო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღუდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღუდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


წარდგომაჲ, ჴმაჲ 8.


აღხედ სიმაღლესა სათნოებათასა და საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა განბრწყინდი, ღმრთივგონიერო, და ხილვათა საღმრთოთა ღირს-იქმენ ხილვად და ჭეშმარიტად გამოჩნდი მწყემსად საკჳრველად და განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებული, თვალუხუავ, ვინაჲცა ახოვნებით მტერსა მძლე ექმენ და საცთური განსდევნე და კაცნი განარინენ სიკუდილისაგან, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი ვესავთ მეოხებასა შენსა.


გალობაჲ 4, უფალო მესმასა


ძლისპირი: საქმენი შენნი, ვითარცა განიცადნა, ღაღად-ყო ჴმითა წინაჲსწარმეტყუელმან, დღეს მესმა მე სმენაჲ კაცთა განახლებისაჲ და დამიკჳრდა შენი სიმდაბლით მოსლვაჲ, რაჲთა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მჴდომისაჲ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სამწყსოსა, რომელი გერწმუნა, წმიდაო, მშჳდითა და მდაბალითა სულითა დამწყსიდი და ქრისტჱს მსგავსად ყოველთა ასწავებდი, რაჲთა განუყონ სიმდიდრე გლახაკთა და დააპურონ ნაკლულევანნი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დააყუდენ, ბრძენო, ნაკადულითა ენისა შენისა წმიდისაჲთა ნაკადულნი გმობილნი არიოზისნი, ეგრეთვე მწუხარებაჲცა ჩუენი შესცვალე სიხარულად და დაამჴუე ამპარტავნებაჲ მწვალებელთანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მწყემსსა დიდსა და მობაძავსა ყოველთა მწყემსმთავრისა ქრისტჱსსა, შევრდომით გევედრებით: ყოველთა ურვათაგან გამოგჳჴსენ, ნეტარო, ქრისტჱს მსახურო, და გარე წარგუხადენ განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთა ჴორცთა შესხმად, ღმრთისმშობელო დედოფალო, და მოწყალებით მაცხოვნა მე, ყოვლითურთ შეცოდებული კაცი, ამისთჳს ვიტყვი: გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო სძალო.


გალობაჲ 5, ღამითგანსა


ძლისპირი: განვიბანენით ჴორცითა სულთა თანა მწინკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართებით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიძღუანებს ცხორებასა განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, სანატრელო, და საღმრთოჲთა ძალითა კურნებასა მოჰმადლებ სულთა და ჴორცთასა, რომელნიცა სარწმუნოებით აქებენ ჴსენებასა შენსა, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალთა კეთილთა საქმეთასა, მღდელთმთავარო ქრისტჱს ღმრთისაო, და ვითარცა ლამპარი განანათლებ გულთა ჩუენთა, ამისთჳსცა გევედრები: ნათელ-შემოსილითა ლოცვითა შენითა ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა იჴსნენ სამნი ჭაბუკნი სიკუდიდ გულვებადნი, რომელნი შენ მიერ ევედრებოდეს ღმერთსა, ეგრეთცა გჳჴსნენ ჩუენ განსაცდელთა მათგან, წმიდაო ნიკოლოზ, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რაჲთა აცხოვნო დაბადებულნი შენნი დაფლული ვნებათა შინა მრავალსახეთა, საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოხედ და იშევ ქალწულისაგან და დაჴსნენ სალმობანი სიკუდილისანი.


გალობაჲ 6, ღაღადყავსა


ძლისპირი: წინაჲსწარმეტყუელმან მუცლისა სიმჴურვალჱ ზღჳსა მჴეცისაჲ სამ დღე თავს იდვა, მოასწავა მეორედ შობაჲ კაცთაჲ ჴსნისათჳს ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელიცა მოკლა მჴსნელმან.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რიტორმან საღმრთომან, ჵ, ნიკოლოზ, თანა არსად მამისა ჰქადაგე ძჱ და შეჰმუსრე რაჲ არიოზისა უგუნურებაჲ, მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და წარწყმედისაგან იჴსნენ მრავალი მართლმადიდებელი ერი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გამომზრდელ ქურივთაჲ და მამაჲ ობოლთაჲ, შემწჱ ჭირთა შინა მყოფთა, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელ, მწყემს და მძღუან გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, ნეტარო ნიკოლოზ, და ყოველთა ჭირვეულთა მოჰმადლებ ღმრთისა მიერ ლხინებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირს, წრფელ და მშჳდ, მყუდრო და მდაბალ იქმენ შენ, ნიკოლოზ სანატრელო, და ყოვლადდიდებულითა მღდელობითა, მაღლისა მიმართ აღტაცებული, აწ მეცა შემიწყალე, მამაო ყოვლად ბრძენო, და განანათლე სული ჩემი, რაჲთა ვიხილო ნათლისა მომცემელი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენდამი სასოებაჲ ჩემი დამიძს, ქალწულო, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხორებისა ჩემისაჲ და ზღუდჱ სიმტკიცისაჲ, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტეანეთაო.


გჳხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო მთავარეპისკოპოსო მირონლუკიისაო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.


კონდაკი, ჴმაჲ 3


მირონთ გამო, წმიდაო, მსხუერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტჱს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთჳს შენისა, და იჴსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთჳსცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლჱ მადლისა ღმრთისაჲ.


მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნჱ.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.


სახარებაჲ მათესი


ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაჲ. ვერ ჴელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავარისა ნიკოლოზისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.


გერი: შენ დიდსა მაგას მზესა, სიმაღლესა ზედა ქრისტეს ეკლესიისასა მდებარესა, მჴურვალედ გევედრებით: სამ-გზის სანატრელო ნიკოლოზ, ნათელ შემოსილითა ელვარებითა ნათლისაჲთა, განსდევდე სულთაგან ჩუენთა ღრმაჲ იგი ბნელი ცოდვისაჲ, რაჲთა უგალობდე საკჳრველთმოქმედებასა შენსა, ყოვლად სამღდელოო.


მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეჱსა და მარინეჱსითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა; და წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


გალობაჲ 7, კურთხეულარსა


ძლისპირი: რომელმან პირველ ალი საჴუმილისაჲ მის მძლავრი დაშრიტა და ღირსნი ყრმანი იჴსნნა, აქა დღეს საშოჲ ქალწულისაჲ დაიცვა შობასა მისსა შეუწუელად, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბარძიმსა სიბრძნისა საიდუმლოჲსასა მიაახლენ ბაგენი შენნი, ღირსად საკჳრველო ნიკოლოზ, და ცუარნი მწვიმარენი აღმოივსენ უფროჲს თაფლისა და გოლეულისა და ერთა უბრძანე გალობად: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ბრწყინვალებითა ღმრთეებისათა ჰნათობ, სამ-გზის სანატრელო, მწუხარებათა ბნელითა შეპყრობილნი და ჭირვეულნი გჳჴსნენ და განგუანათლენ მღაღადებელნი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იჴსენ პირველ ოდესმე მჴედართმთძღუანნი სიკუდილისაგან და აღადგინენ იგინი გალობად მაცხოვრისა ქრისტჱსა, სარწმუნოებითა მჴურვალითა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ევედრე, სძალო, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა განფრდილნი ესე ცოდვათაგან, გჳჴსნნეს წყალობით სისხლითა მით საღმრთოჲთა, საფრჴეთა მათგან გუელისა გულარძნილისაჲთა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ ყოვლისა სოფლისა.


გალობაჲ 8, აკურთხევდითსა


ძლისპირი: დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად, და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაჲ მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აყუავილნა მიზეზი წარმართთა ჴსნისაჲ, სასოწარკვეთილი დღეს.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა ტკბილმან და მოწყალემან მამამან, იჴსენ სამნი ქალწულნი ცოდვით დანთქმისაგან და დაიფარენ მწარისაგან სირცხჳლისა, ეგრეთცა მოწყალე ჰყავ მეუფჱ, ღმრთივბრწყინვალეო ნიკოლოზ, რაჲთა მოგუანიჭოს დახსნაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა გამოზარდე ქალაქი შენი სიყმილისა მიერ მოუძლურებული, მწყემსო კეთილო და სულიერო, ეგრეთცა გამოჰზარდე სული ჩემი პურითა გულისჴმისყოფისაჲთა, მამაო ნიკოლოზ, და წარმიძეღუ ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემმუსრველსა წარსაწყმედელთა საკერპოთასა შენ, სათნოსა ქრისტჱსსა, გევედრებით: აღჴოცენ გონებისა ჩემისა კერპნი მძვინვარენი, წმიდაო, და დაჴსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ჴორცთა სალმობანი უკურნებელნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიჴსნების უბადრუკი გონებაჲ ჩემი, ვნებათა მათგან აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ ჵ, ქალწულო, განჰკურნე იგი და მიჴსენ ხრწნილებისაგან.


გალობაჲ 9, ადიდებდითსა


ძლისპირი: უზეშთაეს არს გონებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდებაჲ შენი და ქებაჲ ჯერისაებრ. ხოლო ჩუენ, წადიერნი, არა დავდუმნეთ, მსგავსად ძალისა ჩუენისა, ქებად შენდა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სრბისა შენისა სრულ-მყოფელმან ღირსად ქრისტჱს მიერ წარმართენ გზანი ჩუენნი მისსა მიმართ, ნიკოლოზ ყოვლად ბრწყინვალეო, რაჲთა განლტოლვილნი უგზოჲსაგან ცთომისა, მივიწივნეთ საცხოვრებელისა მიმართ სრულებისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ юმდინარე მირონისაჲ აღმოგვიცენე, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ, და წყაროჲ სურნელებისაჲ მოგუფინე, ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მირონ ქალაქსა შინა სამარხოჲ შენი მირონ-მწრთოლვარჱ სარწმუნოებითა მილტოლვილთა მისცემდა კურნებასა, არამედ აწ იქადის ქალაქი ბარავისაჲ, სადა იგი დაუნჯებულ არს ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ და გჳწყაროებს მირონსა საკჳრველებათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიბრძნჱ და ძალი და სიტყუაჲ გუამოვანი, სწორი მამისაჲ და სულისა წმიდისაჲ, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ქერუბიმთაო ქალწულო, შემსხმელთა შენთა ოხად ნუ დაიდუმებ.


ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს


ჵ, საქმე განსაკრთომელი, რომელიცა საღმრთომან ცხორებამან შენმან მოგმადლა, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველსა ქუეყანასა და განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა.

ზეცათა შინა იშუებ სასუფეველსა და მარადის განიცდი სიკეთესა, გამოუთქმელსა ქრისტჱსსა, აწ განჴსნაჲ მრავალთაგან ცოდვათა და განსაცდელთაგან ყოველთა ზედა მოსრულთა გჳთხოვე ჩუენ, ნიკოლოზ სამღდელოო, და დაგჳფარე მერმეთა მათ სატანჯველთაგან.

განანათლა სოფელი ქადაგებამან ღუაწლთა შენთამან, ბრძენო ნიკოლოზ, და შეამკო ეკლესიაჲ შეწყნარებამან ყოვლად-წმიდათა ნაწილთა შენთამან, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით თაყუანისმცემელნი მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და გავთავისუფლდებით ვნებათაგან.

ვითარცა ძუელადვე იქმოდი სასწაულთა ყოვლად-დიდებულთა, ეგრეთვე აწ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა, ნეტარო, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები წყალობით ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, მომწოდებელთა შენთა.

განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებულ, საკჳრველთმოქმედო მამაო ნიკოლოზ, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწცა დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტჱსითა.

შენ, რომელსა გაქუს შუა-მდგომელობაჲ მოწყალისა მიმართ, მჴნეო შორის მოღუაწეთა, მოხედე მწუხარებათა, ზედა გარე-მოდგომილთა ჩუენდა, და დამიფარე ჴელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაჲთა, ტყუენვისაგან წარმართთასა და გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

მტკიცესა მას შენსა შეწევნასა მარადის შევრდომილნი, ჵ, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი შევამკობთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.


მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა. რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მაჴჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარადღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: ამინ.


სავედრებელი ლოცვა


ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! კაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყჳერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ მომწოდებელთა შენთაო.

ჵ, ქრისტჱს სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსოს საღმრთოჲთა მღჳძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი _ საქართველო _ პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონ-ლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მჴურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მღდელმან: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ.. აწდა... უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

გვაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა...

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

განტევებისა შემდგომ საგალობელი

აწ კუალად მოგეახლებით მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა, ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და ლმობიერად ვითხოვთ შენგან, ღირსად საკჳრველო ნიკოლოზ, გვიოხე აწ წინაშე ღმრთისა, რაჲთა ჴორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს და გჳჴსნნეს ჩუენ ჴელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაჲთა და ყოვლისაგან ვნებისა კაცთა ბოროტთასა.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა ნიკოლოზისაჲთა, ღირს მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო