Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი სავედრებელი წმიდათა დიდთა მოწამეთა საქართველოჲსათა, არგვეთის მთავართა დავითისი და კონსტანტინესი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი სავედრებელი
წმიდათა დიდთა მოწამეთა საქართველოჲსათა,
არგვეთის მთავართა დავითისი და კონსტანტინესი


მღდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველმან: ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ, აწდა.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ, აწდა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ, აწდა.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი ჴმაჲ დ.


მგალობელთა: მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თჳსთა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისაჲ შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მგალობელთა: მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თჳსთა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისაჲ შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

არასადა დავსდუმნეთ, ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა მიხსნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა მიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად. არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩვენთა ყოველთაგან განსაცდელთა.


მკითხველმან: მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


უგალობდითსა
ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

გონებისა ყოვლად იწროებასა, ხოლო უძლურებასა ენისა ჩემისასა, გონებისა ზესთა ღმერთთასა, სიტყუაო, მომეც მადლი ღირსებით შესხმად მოწამეთა შენთა.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ადამანტთა მტკიცეთა, სიტყვერთა გოდოლთა შეუძრველთა და ძეგლთა ურყეველთა დავითს კონსტანტინეთურთ უგალობს ეკლესიაჲ დღეს ძნობითა საღმრთოჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოდსა რჩეულსა, სიონის საფუძუელსა, ზედა დამტკიცებულთა, სუეტთა სიონისათა სისხლთა მიერ პორფირად ღებილთა დავითს კონსტანტინეთურთ შევასხმიდეთ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ორთა შინა ცნობილთა არსებათა ერთი ქრისტე შემდგომად შეერთებისა, სძალო, ორთა მნებებელი და მოქმედი არსებით იშვა შენგან ცხორებად წარწყმედულთა.


განძლიერდასა

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაა და გადიდებს სული ჩემი.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ბრწყინვალებამან ღუაწლისა თქუენისამან, მარტჳლნო, განანათლნა კიდენი, რამეთუ სრბაი სრულ-ჰყავთ სანატრელი, რომლითა ვნებათა ქრისტესთა ეზიარენით, ღუაწლით შემოსილნო.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ადიდენით რაჲ, წმიდანნო, ასოთა თქუენთა მიერ ღუაწლისა დამდებელი, გადიდნა საკჳრველთა ნიშთა მიერ, ვითარცა საკუთარნი და სარწმუნონი თჳსნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულნი, მჴნეთა, - სულისა წილ და ცხორებაჲ - ცხორებისა დადვნეს მხიარულებით ქრისტეს მოწამეთა, ხოლო მოფარდულებისა უაზნაურესისა გონიერ გამოჩნდეს.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

აჰა, ქალწული, რომელი ჰქადაგა ესაია, მუცლადმღებელი და მშობელი ძისა ემმანუილისა, რომელ არს ღმერთი ჩუენთანა, ამას თაყუანის-ვსცემდეთ სარწმუნოებით.


მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. (მრჩობლი კუერექსი).


წარდგომაჲ. ხმაჲ ა


ორთა ყოვლადქებულთა უძლეველთა მოწამეთა, საცთური მრავალღმრთეებისაჲ და წყვდიადნი კერპთანი უჩინო-ყვნეს და სიხარულით იღუაწეს და ღმერთსა სათნო-ეყვნეს, ნეტარი დავით და ახოვანი კონსტანტინე, ამათსა სახსენებელსა დღეს სარწმუნოებით ვდღესასწაულობდეთ, რაითა გვითხოონ ქრისტესგან დიდი წყალობაჲ ჩუენთვის.


მესმასა


ძლისპირი: მესმა, უფალო განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

აღასუბუქებდა სიმძიმესა ნივთთასა, სიმძიმე ქრისტეს მოწამეთა ლოდთაჲ და ნივთნი მდინარისანი სისხლთა თანა წმიდათა ბანით განსწმედდა და უნივთოთა თანა შეაერთებდა.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ხუროთმოძღუარმან მან, ცხოველ-შემოქმედმან, თქუენ, ქუანი ეგე პატიოსანნი, ქუათა დამოკიდებით, მოხელოვნებითა გამოუთქმელითა სუეტად ეკლესიისა დაგამტკიცნა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვერცა ამაოდ ლიქნამან, ვერცა ქადებამან მძჳნვარეთა სატანჯველთამან, სიმტკიცე გონებისა შენისაჲ, დავით უძლეველო, არასადა შეძრა კლდისაგან სარწმუნოებისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ლმობამან წყევითმან ევასმან არასადა გჰოვა შენ ქუემდებარედ, ქალწულო, და ვერცა დედობრივმან შჯულმან ხრწნილებათამან, მარიამ, რამეთუ შენ უზეშთაეს გამოჩნდი შჯულთა ბუნებისათა.


ღამითგანსა


ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

სულისა აზნაურებაჲ თავისუფალ-ჰყავ ვნებათაგან, დავით, ხოლო სამთავროსა გონებისასა შეაერთე ხედვათა მათ მაღალთა, ნეტარო, მოგება მთავრებრივად.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ადამატისა უმტკიცეს გონებაი შენი ჰპოვა ღმერთმან, კონსტანტინე, რამეთუ კუეთებამან უღმრთოებითთა ქართამან ვერ უძლო შერყევად, რომლითაცა დიდსახელ იქმენ, მხნეო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მადლთაგან პირად-პირადთა და ყოველთაგან კეთილთა სავსებაი მოიგე შენ, ტრედმან, ზესთა ღმრთისასა სოლომონისმან, მარიამ, მხოლოო კურთხეულო.


ღაღადყავსა


ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა წმიდათაჲთა.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

თქუეს გულსა შინა თჳსსა სიბრძნით, სიბრძნე მოგებად დავით და სიმართლე სიწმიდით, ხოლო რწმუნებაჲ მხიარულებით და სურვილით ჭურსა შინა კეცისასა და საქმესა კეთილსა, ხედვაჲ შეაერთე, ბრძენო.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვენახისა საღმრთოჲსა ნაყოფიერი ტევანი საწნეხელსა წამებისასა იწნიხე, კონსტანტინე და ღჳნოჲ სიხარულისაჲ მოუგე ეკლესიასა ქრისტესსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ასპარეზსა ვნებისასა მხედარნი გამოცდილნი განცხადნეს სრულიად მხედრად, ხოლო ძლევისა მისაგებელად ღუაწლის-დამდგბელისა მიერ მიიღეს უხრწნელებაჲ გჳრგჳნითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

რაოდენ აღემატე სერაბინთა სიწმიდითა, გამოუთქმელ არს, სძალო, რამეთუ რომელსაცა იგინი მიხედვად ვერ-მკადრე არიან, შენ იგი მუცლად-იღე და ჰშევ უაღრეს გონებისა.


მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. (მცირე კუერექსი).


კონდაკი. ხმაჲ ვ


მგალობელთა: სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვლთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვს, ღმრთისმშობელო.


დიაკონმან: სიბრძნით, მოხედეთ.

მღდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

მგალობელთა: სულისაცა შენისა თანა.

დიაკონმან: წარდგომაჲ ფსალმუნი დავითისი:

წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.

მუხლი: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.

(გუნდი სათანადო წესით იმეორებს წარდგომას)

დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალითა მისისაჲთა.

(გუნდი სათანადო წესით იმეორებს წარდგომას)

დიაკონმან: ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

მგალობელთა: უფალო შეგჳწყალენ (3 - გზის).

დიაკონმან: სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მღდელმან: მშვდობაჲ ყოველთა.

მგალობელთა: და სულისაცა შენისათანა.

დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიაკონმან: მოხედეთ.

მღდელი: - (კითხულობს სახარებას).


სახარებაჲ ლუკაჲსი


ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ხელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაითა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყვს-გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა. რამეთუ მიეცნეთ თქვენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. და თმაჲ თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი.

მგალობელთა: დიდებაჲ შენდა უფალო, დიდებაჲ შენდა.

მკითხველმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდათა დიდთა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეჲსითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დადითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

და ზედა ესე:

ვითარცა ელვაჲ და ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და მთოვარისაჲ, განანათლებს ხსენებაჲ თქუენი, წმიდანო, ყოველსა სოფელსა, რამეთუ საღმრთოჲსა მის ნათლისა სამკჳდრებელ იქმნენით, დავით და კონსტანტინე, და ბნელსა ვნებათასა აოტებთ ყოველთა მორწმუნეთაგან. (ლოცვა მღდლისა მიერ სათქუმელი)


კურთხეულარსა


ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

თუალნი უფლისანი მართალთა ზედა, იტყჳს, რამეთუ სასყიდელი და ზრუნვაჲ მათი არს მის მიერ, რომელთა სიმხნისა ტრფიალთა იხილა რაჲ, თანამდგომარემან უძლეველ-ყვნა იგინი.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ვიცი, სახმილსა შინა სახელისათჳს შენისა შესრულთა გუამთა შეუწუველად დაცვაჲ და კუალად ლომთა შუა განრომაჲ და წყალთა შეკდიმებაჲ მოწამეთაგან შენთა, რომლისათჳს გაკურთხევთ, მაღალო, ღუაწლისმდებელსა მათსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არს, კონსტანტინე, სისხლი შენი მითუალულ უფროის სისხლთა კრავთა უბიწოთასა, ნეტარო, ხოლო წყლულნი შენნი, დავით სანატრელო, უფროის კინამოჲსთა და გუნდრუკისთა საბაჲსის.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად, ქალწულო, აღმომიბრწყინვე ერსა, მავალსა ბნელსა შინა, რომლითა განმეშორა სიბნელე ღამისა უხილავისა და შეწყალებულ ვიქმნენით შეუწყალებელნი.


აკურთხევდითსა

ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

მთიებად საჩინოდ აღმოიცისკრე, დავით, განმდევნელად ბნელსა უღმრთოებისასა, ხოლო საცთურისა ზამთრისაჲსა წარმხდელად, არედ საღმრთოდ, კონსტანტინე, ბრწყინვალებაჲ ღუაწლთა შენთა.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ორობა ღმრთივშუენიერი სახელისათჳს შენისა, ქრისტე, ვნებად მისრულთა, მათ, ძმათა სანატრელთა, რომელთათჳს შორის შჳდრიცხვედთა ოდესმე ვნებაჲ მიიღეს აწ ორთა დაცვისათჳს შჯულისა შენისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წყლულნი ნაგუემნი სიმრთელედ და სიკუდილი ცხორებად მითუალულ არს ჩუენ მიერ შენთჳს, სიტყუაო ღმრთისაო, ხმობდეს ღუაწლსა შინა ახოვანნი მხედარნი, მომლოდნენი გჳრგჳნთა და მოსაგებელთა ძლევისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

აღირაცხვის თჳთებაჲ სამობისაგანი ღმრთეებისაჲ ერთი, ჭეშმარიტებით ერთად ჩუენგანად შენ მიერ დამცველი უცვალებელად თჳსისა და ჩემისა, რამეთუ ერთი არს მრჩობლთა შინა ქრისტე.


ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

მარტჳლთა ყოვლად ქებულთა დღესასწაული გამობრწყინდა, ვითარცა მზე, განმდევნელად ღამისა, რომელი ხადილ-ყოფს მედღესასწაულეთა ერთად შეკრებად, შესხმად წინამდებარისა დღეს საქმისა.

წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ეჰა, კეთილსა ღუაწლსა თქუენსა მოწამენო, ვაშა, ძლევის-მოყუარებასა თქუენსა, ახოვანნო, რამეთუ ქრისტე წმიდათა მიერ შრომათა თქუენთა იდიდების უკუნითი უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუენ სარწმუნოებისა მიერ წმიდისა შებმა-უყავთ, მხედარნო, მთავარსა ბნელისასა, ხოლო შემმუსრველთა თავისა ამპარტავანისათა, მოიღეთ დიდებულებაჲ გჳრგჳნითა ძლევისაჲთა, მოწამენო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ანგელოზთა და კაცთა სიხარულო, ქალწულო, ზეცისა და ქუეყანისათა შემაერთებელო შენ შორის, შეზავებითა მარტივისაჲთა, ღმრთივმიმადლებულო, გიხაროდენ, ყოვლადკურთხეულო ღმრთისმშობელო.


მგალობელთა: ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა - სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

მკითხველმან: ვითარცა უძლეველთა მხედართა დიდისა მეუფისათა დაამხეთ ამპარტავნებაჲ მაცთურისა და სამძალითა ძლევისათა შეიმოსენით, ამისთჳს შეგასხამთ თქუენ, ვითარცა ახოვანთა ჭურვილთადა, სარწმუნოებით აღვასრულებთ საკჳრველსა ამას სახსენებელსა თქუენსა, დავით და კონსტანტინე, რომელსა შინა მეოხ-გუეყვენით, მრავალმოღუაწენო, რაითა ვიხსნნეთ ყოვლისაგან ჭირისა და ვპოოთ ქრისტესგან დიდი წყალობაჲ.

ვარსკულავნი ყოვლადბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლადქებულნო, და ღმრთისმსახურებისა ნათლითა ყოველსა სოფელსა განანათლებთ ჭეშმარიტად და უღმრთოებისა ბნელსა აოტებთ მორწმუნეთაგან და ვნებათა ალმურსა განაბნევთ მადლითა. ამისთჳს განათლებულსა და პატიოსანსა ხსენებასა თქუენსა, ქრისტესა ვადიდებთ და თაყუანის-ვსცემთ, რომელმან-იგი გადიდნა თქუენ და ერთხმობით გიღაღადებთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ხსენებასა თქუენსა.

შინებასა და ლიქნასა მძლავრთასა ახოვნითა და მტკიცითა გულის-სიტყჳთა, უძლეველნო მოწამენო, არა შეირყიენით, არამედ მდგომარენი სტადიონსა შინა გალობდით სიტყუასა კაცთა მომართ დაგებისასა, რომელთაცა ტკივილნი დაითმინენით და ჭირნი თავს-ისხენით და უჭირველისა მის მიმართ ცხორებისა სიხარულით მიიცვალენით, ამისთჳს უკუე პატივს-გცემთ თქუენ, ღუაწლისა მძლენო, ყოვლადქებულნო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სარწმუნოებით ვდღესასწაულობთ ხსენებასა თქუენსა.

წყარო არს ნიჭთა კურნებათაჲსა ნაწილნი თქუენნი, ყოვლადბრწყინვალენი, მარტჳლნო, ხოლო მდინარე ნიჭთა საკჳრველთა ლაკანი ძუალთა თქუენთა წმიდათა. ვნატრი ძმობასა შეერთებულსა სულისა მიერ წმიდისა და უგალობ ღუაწლთა ზიარებასა ქრისტჱს მიერ, ვაქებ სიმხნესა ყოვლად სახელოვანსა და შევასხამ სპარაზენობასა დიდებულსა, ჰოი, დავით, დიდო მნათობო სოფლისაო, და კონსტანტინე, მაგალითო საღმრთოისა მის სასურვოისა მხედრობისაო, ნუ დამივიწყებთ სურვილით მგალობელთა თქუენთა.


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ, აწდა.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვს-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და მიხსნენ ჩუენ სამართლად რისხვსაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შეგვწყალენ ჩუენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოწყალების კარი განგვღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორება ნათესავისა ქრისტეანეთასა.

(მცირე (მრჩობლი) კვერექსი)

დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მგალობელთა: უფალო შეგვწყალენ.


ლოცვა მუხლთ-მოდრეკით სათქუმელი


ჰოჲ, ყოვლადდიდებულნო ღმრთივგჳრგჳნოსანნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ანგელოზთა თანა შეერთებულნო, მოციქულთა თანა პატივცემულნო, მოწამეთა სრულებანო, მამათა დიდებანო, ქალწულთა შუენიერებანო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო, თხოვათა აღმასრულებელნო და წყალობათა მომნიჭებელნო;

ჰოი, ყოვლადბრწყინვალენო ქრისტეს მოწამენო დავით და კონსტანტინე, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა თქენისათა განაბრწყინვენით ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლადგანათლებულითა ლოცვთა თქუენითა განანათლეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ ქრისტესმოყუარენი და სამხედრო განწესებაჲ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი ადიდეთ; ევედრენით, წმიდანო მოწამენო ქრისტესნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მომანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი;

ჰოი, ყოვლადქებულნო და პატივცემულნო წმიდანო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ღმრთივდიდებულითა საკჳრველებითა და ნიშებსასწაულებითა თქუენითა განათავისუფლენით ტყუენი, განჰკურნენით უძლურნი, გამოიხსნენით განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენით ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენით ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა თქეენისანი ადიდენით და აღამაღლენით სულითა და ხორცითა, რაჲთა სასუფევლისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და თქუენ თანა გჳრგჳინოსანნი ვაკურხევდეთ თქუენსა გჳრგჳინოსანმყოფელსა მამასა, თქუენსა განმაძლიერებელსა ძესა და თქუენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.

დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

სახელითა უფლისაჲთა, გუაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა თჳსისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

მგალობელთა: ამინ. უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო