Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი სავედრებელი წმიდათა მღუდელ-მთავართა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი სავედრებელი წმიდათა მღუდელ-მთავართა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმა 4.


კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისად და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობა 1. სძლის-პირი


ღმერთსა, რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო ძლევისა გალობითა მას უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ-არს.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმერთმან მამამან გამოგირჩია მღუდელ-მთავრად წმიდაო ღუთისაო (სახელი), მამისაგან სახიერისა გვითხოვე განათლება გონებისა ჩუენისა.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

თვით მწყემსმან კეთილმან იესო ტკბილმან მწყემსად ჭიშმარიტად გიჩინა, ჭეშმარიტსა მას სიტყვასა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა მადლი სიტყვისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იქმენ სადგურ სულისა წმიდისა, რომელი იტყოდა პირით შენით ჰსწავლასა ცხოურებისასა მისგან გვითხოვე ცხოვრება სულთა ჩუენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვარსკულავი ღუთივ-ბრწყინვალე მომფენელი მზისა სიმართლისა მარიამ, ღუთის-მშობლად ჰქადაგე წმიდაო მღუდელ-მთავარო. მას ევედრე შეწყალებად ჩუენდა.


გალობა 3. სძლის-პირი


განძლიერდა დღეს სარწმუნოებით ეკლესია ქრისტეს მიერ, და გალობით ესრეთ ღაღადებს, წმიდა ხარ შენ უფალო სულთა ჩუენთა მაცხოვარო.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვადიდებთ ყოვლად-დიდებულსა ბრწყინვალებასა შენსა ღმერთშემოსილო მამაო (სახელი) და ვევედრებით ლოცუასა შენსა განაბრწყინვე სულნი ჩუენნი.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გვირგვინი ღუთივ-შუენიერი დაგადგა უფალმან თავსა შენსა წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), გვირგვინი სათნოებისა მოგუმადლე მაქებელთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებს სული შენი უფლისა მიმართ ეგევითარითა ბრწყინვალებითა წმიდაო ღუთისაო (სახელი), ევედრე იესო ტკბილსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რაბამ მშუენიერ ხარ ქალწულო და ბიწი არა არს შენთანა, და რაბამ ტკბილ არიან სიტყვანი შენნი მარიამ, ყოვლად-ტკბილსა იესოს ევედრე შეწყალებად ჩუენდა.


გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.


წარდგომა. ხმა 4.


მცხინვარებითა წმიდისა სამებისათა განათლებული ჰგალობ სამწმიდაარსობით სერაფიმთა თანა სანატრელო მამაო (სახელი), მეოხ-გვეყავ შვილთა ეკლესიისათა, რომელთა შეგვიწყნარებიეს ყოვლად-ტკბილნი ჰსწავლანი შენნი, რათა ჩუენცა უგალობდეთ უფალსა და ვიტყოდეთ ალლილუია.


გალობა 4. სძლის-პირი


სმენა მესმა ღუთისა გამოჩინებისა ქუეყანასა ზედა მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა მისთა და ვღაღადებთ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გუნდსა თანა ანგელოსთასა უგალობ ყოვლად-წმიდასა სამებასა წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), გლახაკნი ესე გევედრებით მოგუმაღლე სიწმიდე გულისა.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა წმიდაო ღუთისაო (სახელი), და ვითხოვთ წყალობასა, მოგუანიჭე საუკუნო სიყუარული ლოცვითა შენითა წმიდითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხილე დიდება ღუთისა, რომლისათვის გსუროდა, და იხარებს სული შენი წინაშე მისა, ითხოვე ჩუენთვისცა, რათა ვიხილოთ დიდება იგი სანატრელი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნათელი ბრწყინვალე, მთავარი მშვიდობისა იესო იშუა შენგან ქალწულო, მისგან გვითხოვე ღირსყოფა ჩუენი ნათელსა მას თუალთშეუდგამსა.


გალობა 5. სძლის-პირი


ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქრისტე მორწმუნეთა ნათელ ჰყოფს სიტყვათა შენთა მადლითა, ამისთვის ჩუენცა შენდა აღვიმსთობთ და ღვთაებასა შენსა ვადიდებთ.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოხრვიდა სული წმიდა შენ შორის მდიდრად ქადაგებითა, და განანათლენ მოძღურებითა კიდენი სოფლისანი, ჩუენცა განგვანათლენ ჰსწავლითა შენითა წმიდაო ღუთისაო.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სული წმიდა იტყოდა პირით შენით სიტყვათა მათ მადლისათა ღმერთშემოსილო მამაო (სახელი), სულისაგან წმიდისა გვითხოვე განწმედა სულითა ჩუენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ანგელოსებრივ ჰსცხოვრებდი წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), და ანგელოსთა შორის იხარებს სული შენი, ჩუენცა ანგელოსებრივი მოქალაქობა მოგუანიჭე გევედრებით.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნამდვილ ჭეშმარიტად ღუთის-მშობლად გქადაგეს მარიამ, წმიდათა მღუდელ-მთავართა, და ჩუენცა აღგიარებთ ქალწულად, და გევედრებით, ლოცვითა მათითა შეგვიწყალენ უბიწოო.


გალობა 6. სძლის-პირი


იონასებრ ვეშაპისა მისგან მიხსენ მე გევედრები, სახიერო უფალო, რომელსა ჰშთანთქა ჰნებავს ჩემი უწყალოებით, განმარინე მე.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნეკტარი სამღთოსა ბრწყინვალებისა მოგეფინების წმიდაო მღუდელმთავარო (სახელი), ნაკადული მადლისა შენისა მოგუფინე ჩუენცა გევედრებით.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ისმენ ანგელოსთა გალობასა წინაშე ღუთისა განბრწყინვებული და იშვებ სულითა, ისმინე გალობა ჩუენი და ლოცვითა მოგვიხსენე ჩუენცა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლითა სამღთოითა ღუთივ-შუენიერად განათლებულ ხარ მამაო წმიდაო (სახელი), მადლი ლოცვისა შენისა მოგუფინე მვედრებელთა შენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღუთის მშობელო მარიამ მღუდელ-მთავართა ბრწყინვალე მწყობრი გევედრების, შეგვიწყალენ მათ მიერ დამწყსილნი მორწმუნენი შენნი.


გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.



და კონდაკი მის მღუდელ-მთავრისა ანუ ესე საზოგადო კონდაკი
ხმა 4.


სამღთოსა ქუხილისა საყვირო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღუდელ-მთავარო (სახელი), ანგელოსთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.


წარდგომა სახარებისა...


მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე.

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.
სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დაჰსდგიან ქუეშე ხვიმირსა არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მეოხებითა წმიდისა მღუდელ-მთავრისა (სახელი), მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ნათელო ყოვლად ბრწყინვალეო, სასანთლესა ვითარცა ხარისხსა ზედა ამაღლებულო, ეგე ვითარითა ღუთივ-შუენიერითა ბრწყინვალებითა განანათლე ეკლესიათა სავსება, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), რათა ყოველნი ერთბამად უგალობდეთ საკვირველ-მოქმედებასა შენსა ყოვლად-სამღვდელოო.

მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.


გალობა 7. სძლის-პირი


ქერუბიმთა ზედა მჯდომარეო მაცხოვარო, რომელმან ყრმანი იხსენ სახმილისაგან, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უფალმან ღმერთმან განგანათლა წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), და უმაღლესსა ხარისხსა ზედა დაგადგინა სანთელი ბრწყინვალე, განგვანათლენ ქრისტიანენი გევედრებით.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდებითა მრავლითა ჰბრწყინავ წინაშე ანგელოსთა და კაცთა წმიდაო ღვთისაო (სახელი), დიდებასა ღუთისასა ღირს-გვიჩინე ლოცვითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეგრეთ ჰბრწყინავდი ნათელი თქუენი, სთქუა უფალმან, ნათლითა ელვარებისა შენისათა განგვანათლენ დაბნელებულნი ესე მვედრებელნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლამპარო ღუთივ-ბრწყინეალეო მარიამ, ლოცვითა წმიდათა მღუდელ-მთავართათა განგუანათღუნ ლმობიერად მვედრებელნი ყოვლად უბიწოო.


გალობა 8. სძლის-პირი


ქრისტესა, რომელიცა ღმერთი არს და უფალი ყოველთა ბუნებათა აღვამაღლებთ მას ქებით აწდა უკუნისამდე.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მადლით შემოსილო წმიდაო ღუთისაო (სახელი), მაღლით მოგუფინე მადლი მეოხებისა შენისა, და მოგვიხსენე წინაშე ღუთისა.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

თანა ზიარ-იქმენ მოციქულთა ქადაგებისა და საყდარსა მათსა ჰსუფევი, თანა ზიარად სუფევისა შენისა გვიჩინე ჩვენცა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ანგელოსთა თანა მოდასე იქმენ და მათ თანა უგალობთ უფალსა, მოგვიხსენენ ჩუენცა წინაშე ღუთისა გევედრებით მამაო სანატრელო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარ საყუარელ-არს ხსენება შენი მარიამ უბიწოო, რამეთუ განანათლებს გონებასა სახელი შენი წმიდა, გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.


გალობა 9. სძლის-პირი


შენგან ქალწულო უთესლოდ ღმერთი იშვა უქცეველად ხორცითა, ამისთვის ღუთის-მშობელო ჩუენ ყოველნი დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ამაღლდი რა ხარისხითა ხარისხად, ანგელოსთა და მიიწიე დიდებითი დიდებად, ამისთვის გევედრებით მოგვიხსენე წინაშე ღუთისა სანატრელო მამაო.

წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელსა გერწმუნა ეკლესია ქრისტესი, ღუთივ-შუენიერად განაბრწყინვე, და სულნი კაცთანი ღმერთსა შეჰსწირენ, გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენცა მამაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნათლითა თუალთ-შეუდგამითა განბრწყინვებული იდიდები წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), მეოხ-გვეყავ რათა ვიხილოთ ნათილი ბრწყინვალე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იდიდები ღირსად ყოველთა წმიდათაგან ყოვლად-წმიდაო ქალწულო და იხარებ ძისა შენისა თანა, ითხოვე ჩუენთვისცა სიხარული საუკუნო სასუფეველსა.


ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

უფალსა უფლებათასა უგალობ ანგელოსთა თანა შეერთებული, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), გევედრებით ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე უფლასა საბაოთისა, უსანატრელესო მამაო.

მწყემსად ჭეშმარიტად დაგადგინა სიტყვამან ჭეშმარიტებისამან, ხოლო მღუდელ-შუენიერებითა შენითა განათლებულნი გევედრებით, მწყემსსა კეთილსა შეგვაწყნარე, რათა ვადიდებდეთ მას.

სულმან საღმრთომან განგაბრძნო ღმერთ-შემოსილო მამაო (სახელი), რათა სულნი ჩუენნი განწმედილნი შესწირო მამასა ზეცათასა, გევედრებით წარგუადგინენ წინაშე მისა უბიწონი.

სამებამან სათნო იყო სათნოება შენი სამ-ნეტარო მამაო და გვირგვინითა შემკობილი სამ-წმიდა-არსობით უგალობ სერაფამთა თანა, სარწმუნოებით გევედრებით მოგვიხსენე ჩუენცა.

ღუთის-მშობელო მარიამ, ლოცვითა წმიდათა მღუდელ-მთავართათა, ღირსმყუენ ზეცისა დიდებასა ყოველნი მართლმადიდებელნი, რათა მათ თანა ვჰგალობდეთ სამ-წმიდა-არსობით.


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.


ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი


ჰოი, ყოვლად სანატრელო წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა განბრძნობილო, ანგელოსთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღუაწეო, მღუდელ-მთავართა შვენიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლ-მორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლად დიდებულო წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო, შენ შორის დამკვიდრებულითა საღმრთოთა მადლითა ადიდე და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, მღუდელ-შუენიერებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო დასნი, წმიდითა ლოცვითა შენითა დაიფარენ სამხედრო განწესება, და ყოველნი მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე მამაო შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგუმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.

ჰოი, ყოვლად საწადელო წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ყოვლად წმიდისა სამებისა მიერ ღუთივ-შუენიერად განათლებულო, და მრავალთა სათნოებათა შენთათვის ყოვლად ბრწყინვალითა გვირგვინითა პატივცემულო, მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რათა მოგუანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება, და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, და მარადის უგალობდეთ შენსა მადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.


ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.


ხოლო ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:


ყოვლისა მორწმუნისა ლოცუათა მსმენელო და თხოვათა აღმსრულებელო, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ყოვლად მოწყალისა ღუთისაგან გვითხოვე, რათა ყოველნი ღუთივ-სულიერნი შვილნი შენნი შეგვიწყალნეს, რომელნი ესე პატივისცემით ვადიდებთ წმიდასა ხსენებასა შენსა, და სურვილით ამბორს-უყოფთ ხატსა სიწმიდისა შენისასა და შენთანა ვიხარებდეთ საუკუნოდ.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდათა მღუდელ-მთავართათა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო