Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი სავედრებელი ცხოველს მყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი სავედრებელი
ცხოველს მყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმა 4.


აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქვეშე შენსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობა 1. სძლის-პირი


წინათვე გამოსახა დიდმან ღუთიs-მხილველმან მოსე ჯუარი შენ მაცხოვარ, რაჟამს განაპნა წყალნი და წიაღ იყვანნა ისრაელთა ერნი და ბრწყინვალითა ხმითა მათ თანა გიგალობდა შენ.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ამაღლდი რა ჯუარსა ზედა იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უჩინო ჰყვენ მთავარნი ბნელისანი, აღგუადგინენ ჩუენცა დაცემულნი ესე გევედრებით.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ბუნებითა კაცობრივითა სიკუდილისა გემო იხილე, ჯუარსა ზედა მეუფეო, ბაგითა და გულითა გევედრებით, ტკბილო იესო, ბრალთაგან განგვათავისუფლენ კაცთ-მოყუარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვერდისა შენისაგან გარდამოხდა ცხოვრებისა მომცემელი სისხლი და წყალი, რომლითა განჰსმიდე ცხოველს-მყოფელი ჯუარი, გევედრებით თაყუანის-მცემელნი ჯუარისანი განგვწმიდენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედობრივნი ნაწლივნი გელმოდეს დედაო ღუთისაო, ჰსდეგ რა წინაშე ჯუარისა საყუარელისა ძისა შენისასა, დავრდომით გევედრებით: მეოხ გვეყავ ამბორის-მყოფელთა ჯუარისათა.


გალობა 3. სძლის-პირი


სარწმუნოებისა კლდესა ზედა დამამტკიცე ჯუარითა შენითა ქრისტე ღმერთო, რათა არა შევიძრა მტერისა მიერ ბოროტისა, მხოლოო კაცთმოყუარე.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ეკლისა გვირგვინი რა დაიდგ მგუფეო, ეკლესია განაშვენე პატიოსნითა ჯუარითა შენითა. ერთობით ყოველნი შეგვიწყალენ შვილნი ეკლესიისანი გევედრებით.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ვადიდებთ სახიერებასა შენსა იესო ტკბილო და ვევედრებით კაცთმოყვარებასა შენსა, დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი წმიდისა ჯუარისა შენისანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზე ჰაერთა შინა ამაღლდი ჯუარსა ზედა შემსჭუალული ზეცათა მეუფეო, ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთენ, რათა ერთობით უგალობდეთ ჯუარსა შენსა დიდებულსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰე გევედრებით ქალწულო მარიამ სიყუარულისათვის ჯუარცმულისა ძისა შენისა, შეგვიწყალენ მორწმუნენი შენნი დედოფალო ყოვლად-წმიდაო.



გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.


წარდგომა. ხმა 4.


ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგვანიჭე ჩუენ ცოდვილთა უფალო, შენდა შევსწირავთ მეოხებად. დაიცევ ერი ჩუენი და სამწყსო შენი, რომელნი გევედრებიან ღუთის-მშობელისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა.


გალობა 4. სძლის-პირი


ჯუარსა ზედა დამსჭუალული გიხილა მზემან, ყოვლად-ძლიერო, ძრწოლამან შეიპყრა და ბნელად გარდაიქცა, და ყოველნი ქმნილნი შიშითა აქებენ წყალობათა შენთა მხსნელო, რამეთუ აღივსნეს დიდებითა შენითა.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლად-წმიდითა თაყუანის-მცემელნი სარწმუნოებით ჯუარისანი, შეგვიწყალენ სახიერო უფალო.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

იესო ტკბილო, ინებე რა ჩუენისა ცხოვრებისათვის ჯუარცმაჲ, იხილე გემო სიკუდილისა მწარისა, და მიხსენ მორწმუნენი მწარისა ჯოჯოხეთისაგან. ისმინე ვედრება ჩუენი და შეგვიწყალენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო ჯუარცმასა შენსა უფალო, კლდენი განჰსქდეს და საფლავნი აღეხუნეს, გევედრებით ჩუენცა განგვიხვენ კარნი წყალობისანი კაცთ-მოყუარეო იესო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლახურითა განგმერილი იხილე საყუარელი ძე შენი დედაო ღუთისაო, და ლახუარმან მწუხარებისამან განვლო სულსა შენსა. აწ ჩუენცა ლმობიერად გევედრებით, ლოცვითა შენითა ლხინება ჰყავ ჩუენთვის.


გალობა 5. სძლის-პირი


აღვიმსთობთ და გიგალობთ შენ ქრისტე ღმერთო, რამეთუ ვჰპოებთ ჯვარითა შენითა მშვიდობასა და ცხოვრებასა, რომლითა განგვანათლენ და წარგვიძეღუ ნათელად წარუვალად.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

მზე და მთოვარე დაბნელდეს ჯუარცმასა მენსა მეუფეო, და მთანი შეშფოთნეს მრავლითა შიშითა, ხოლო ჩუენ მვედრებელთა მოგვფინე მადლით შარავანდედი სიწმიდისა.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ნაღვლისა გემო იხილე იესო ტკბილო, ნებსით ჯუარი და სიკვდილი დაითმინე ჩუენთვის, ნათელსა შენსა წარგვიძეღუ ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, და თუალთ-შეუდგამო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰინდონი ეშმაკნი იოტნა ძალმან ჯუარისამან ყოვლად-ძლიერო, ჰინდნი და პართნი მოქცეულნი თაყუანის-ჰსცემენ ჰიაკინთ შეუნიერად მეწამულ-ქმნილსა ჯუარსა შენსა პატიოსანსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოდეს იხილე ჯუარცმული ძე შენი საყუარელო ქალწულო მარიამ, ოხვრით და სულთქმით ჰსცრემლეოდი გვიოხე ჩუენცა, რათა მოგვიხსენოს ოდეს მოვიდეს სუფევითა თვისითა.


გალობა 6. სძლის-პირი


ჯუარისა სამღთოსა ნიში გამოსახა იონა განპყრობითა ხელთათა, მუცელსა შინა ვეშაპისასა მხსნელო, და წარმოიგდო უვნებელად დაცული შეწევნითა შენითა.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

პირველითგანვე მასწავე ჯუარცმა შენი უფალო პირითა წინასწარ-მეტყუელთათა. აწ პირითა და გულითა ამბორს-უყოფთ პატიოსანსა ჯუარსა შენსა, და გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ჟამსა მეექუსესა ჯუარსა დაგსჭუალეს ჰურიათა ქველის-მოქმედი უფალი და ჟამსა მეცხრესა სული მამასა შეჰვედრე, გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენცა ჟამსა სულთ-ბრძოლისა ჩუენისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან ჯუარცმა და ტანჯუა დაითმინე ჩუენისა ცხოურებისათვის, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოურება, ღირსმყუენ სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყუარეთა. შენთა უფალო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სალმობიერი სულთ ითქვემდი უსულოდ, რა იხილე ძე შენი საყუარელი ქალწულო, სულნიცა ჩუენნი შეიწყალენ სახიერისა ღუთისა - დედაო მარიამ გევედრებით.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


კონდაკი, ხმა 4.


რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა კეთილ-მორწმუნესა ერსა ჩუენსა, და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა უძლეველი, საძლეველი ჯუარი შენი ყოვლად-ძლიერი.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.


წარდგომა სახარებისა...


აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

მუხლი: თაყუანის-ვჰსცემთ ადგილსა მას, სადა დაჰსდგენ ფერხნი მისნი.

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.


სახარება იოანესი


მას ჟამსა შინა, ჰურიათა მათ წარიყუანეს იესო, და ეკიდა თვით ჯუარი თვისი. და განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა. და მუნ ჯაურს აცუეს იგი. და დაჰსწერა პილატე ფიცარი და დაჰსდუა ჯუარსა მას ზედა, და იყო წერილი ესრეთ, იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა. ხოლო ჰსდგეს ჯუარსა მასთანა იესოსა, დედა მისი, და დაი დედისა მისისა მარიამ კლეოპასი, და მარიამ მაგდალინელი. ხოლო იესო ვითარცა იხილა დედა თვისი, და მოწაფე იგი, რომელი უყვარდა წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძე შენი. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედა შენი. ამისა შემდგომად იხილა იესო, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, მოიდრიკა თავი და განუტევა სული.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძლიერებითა პატიოსნისა ჯუარისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გიხაროდენ ჯუარო მფარველო ყოვლასა სოფლისაო. გიხაროდენ ჯუარო შვენიერებაო ეკკლესიათაო. გიხაროდენ ჯუარო სიმტკიცეო მეფეთაო. გიხაროდენ ჯუარო შემწეო მორწმუნეთაო. გიხაროდენ ჯუარო დიდებაო ანგელოსთაო, და შემმუსრველო ეშმაკთაო.

მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.


გალობა 7. სძლის-პირი


რომელმან შეუწველად დაიცუენ მაყუალნი, განჰკაცენ რა უფალო კაცთა ხსნისათვის, და ჯუარცმა ნებსით თავს-იდევ და ცხოურება მოგუმადლე ყოვლად ძლიერო, რომელი ხარ კურთხეულ მამათა ჩუენთა ღმერთო აწდა უკუნისამდე.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ტარიგი უმანკო ცოდვათა სოფლითა ამღებელო, ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგვარე ჯვარსა ზედა ტკბილო იესო. ნებსით ტანჯვითა შენითა, ტანჯვათაგან ჯოჯოხეთისათა გვიხსენ კაცთ-მოყვარე.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

უვნებელო ღუთაებითა და ვნებულო კაცებითა ქრისტე, უგალობთ და ვადიდებთ ჯუარცმასა შენსა სახიერ, და უფროსად გევედრებით შეგვიწყალენ უფალო მამათა ჩუენთაო, ვითარცა ხარ კაცთმოყუარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფიცარი დაწერილი დაჰსდვეს ჯუარსა შენსა ზედა უფალო, რამეთუ არა დაიცვეს ფიცარსა ზედა ღუთივ-წერილი ჰსჯული შენი, ხოლო ჩუენ ფრიად გევედრებით, მოგვიხსენე ვითარცა ავაზაკი სასუფეველსა შენსა მოწყალე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქლამიდით შემოსილი რა იხილე ქრისტე მეუფე, ქალწულო მარიამ, ქუეყანასა ცრემლით დაალტობდი, აწ მეოხ გვეყავ რათა გვიხსნეს ქუესკნელისაგან ჯოჯოხეთისა და შეგვიწყალნეს, ვითარცა ქანანელი იგი მვედრებელი.


გალობა 8. სძლის-პირი.


ჯურღმულსა მას შინა ლომთასა, დანიილ ჯუარის სახედ ხელნი რა განიპყრნა, შეუხებლად იხსნა იგი მათგან, და აღვირ-ასხნა მძვინვარებასა მათსა, და აკურთხევდა იგი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ღმერთმან სახიერმან კაცთ-მოყუარებისათვის სიმდაბლე შეიმოსე, და ჯუარსა ზედა შემსჭუალულმან ღრუბლითა ბრმისა და ნაღვლისა გემო იხილე, გევედრებით ღირს-მყუენ ღრუბლითა აღტაცებად ჰაერთა ზედა.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ყოვლად-ტკბილო იესო და ყოვლად-მოწყალეო უფალო, ჯუარსა ზედა რა ამაღლდი, ყოველნი შენდა მოიზიდენ, გევედრებით ყოველნი: ყურად-იხვენ ვედრება ჩუენი, და ყოველნი თანა მართალთა შეგვიწყალენ ჩუენცა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუენიერება შენი უფროს ძეთა კაცთასა, შეურაცხად იხილვა ჯუარსა ზედა დამოკიდებული ქრისტე, ჩუენ შევრდომით თაყუანის-მცემელნი ჯუარისანი, გევედრებით შეგვინდუენ შეცოდებანი ჩუენნი მოწყალე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენისა ცხოურებისათვის ჯუარცმული იესო, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე დედაო საყუარელო, გარნა შენ გოდებით ჰხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები ძეო ჩემო საყუარელო.


გალობა 9. სძლის-პირი.


ჰოი დედაო და ქალწულო ღუთის-მშობელო, რომელმან ჰშევ უხრწნელად ქრისტე მეუფე ჩუენი და ჯუარითა ივნო ჩუენთვის, შენ ყოველნი მორწმუნენი ძისა შენისა თანა გადიდებთ.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ცრემლით და სულთქმით მდგომარე იყო, წინაშე ჯუარისა დედა შენი ქრისტე, და ჰხმობდა ცათა და ქუეყანისა შემოქმედო ძეო ჩემო სახიერო, შეიწყალე ადამიანნი ცთომისა მიერ დამონებულნი.

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ძრწოდეს ცა და ქუეყანა განუტევე რა სული შენი უფალო, ხოლო დედა საყუარელი ჰსცრემლეოდა და იტყოდა, შეიწყალენ დაბადებულნი შენნი, რომელნი თაყუანის-ჰსცემენ ჯუარსა შენსა ყოვლად-ძლიერსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წარვედ, წარვედ, გეტყოდა დედა შენი ძეო ჩემო საყუარელო, და აღმოიყუანენ წინასწარ-მეტყუელნი, და მართალნი, ხოლო მორწმუნენი ჯუარისა შენისანი წმიდასა წმიდათასა აღამაღლენ, და წიაღთა აბრაამისათა განუსვენე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღუთის-მშობელო ქალწულო მარიამ, ჭუვილი ევასი დაიხსნა ჯუარცმითა ძისა შენისათა, ჩუენცა გევედრებით საუკუნისა ჭირისაგან განგუათავისუფლენ ვნებათა მიერ ჭირვეულნი.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

ხისა მისგან ურჩებისა ადამ დაეცა, ხოლო შენ მეორემან ადამ ხესა ცხოურებისა ძელსა ჯუარისასა დამსჭუალვითა აღადგინე იგი, აწ ჩუენცა გევედრებით: ხსნილნი საუკუნოსა პატიჟთაგან, დაუსრულებელსა სიხარულსა ღირს-მყუენ, სახიერო უფალო.

ხელნი და ფერხნი შენნი დამჰსჭუალეს ჯუარსა ზედა იესო, ხოლო შენ ხმა-ჰყავ: მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, აწ ჩუენცა გევედრებით: ხელთა შენთა შეივედრე სულნი ჩუენნი ქრისტე და ხელთაგან ჰაერის-მცუელთასა გვიხსენ, რათა არა ხელით და ფეხით შეკრულნი მივეცნეთ ბნელსა გარესკნელსა.

ჯუარს გაცუეს ჰურიათა უფალო, საფლავსა დაგდვეს მორწმუნეთა, ხოლო ჩუენ ქრისტიანენი თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა შენსა ყოვლად-შუენიერსა, და გევედრებით: ჯუარითა შენითა ხსნილნი ჯოჯოხეთისაგან გვიზიარენ უოხჭნოსა დიდებასა შენსა მეუფეო.

ჰურიათა მიერ ჯუარცმულო იესო, ხელმწიფებით აღდგომილო, ანგელოსთაგან ღაღადებით ამაღლებულო, საყდართა ქერუბიმთასა განსვენებულო, და განჰსჯად სოფლისა მომავალო, გევედრებით მარჯუენით ნაწილსა ღირს მყუენ ჯუარისა შენისა თაყუანის მცემელნი.

ჰოი, ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო მარიამ, ჯუარცმასა ძისა შენისასა გელმოდა და აღდგომასა მისსა გიხაროდა, შენცა უზესთაეს სერაფიმთა აღგამაღლა ქრისტემან, და გევედრებით მეოხ გვეყავ, რათა ღირს-ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდების-მეტყუელებასა ღუთისასა დაუსრულებელად.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.


ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი


ჰოი ყოვლად სახიერო მეუფეო ქრისტე, რომელმან ჯუარსა დიდებად შენდა სახელ-ჰსდევ ჯუარითა ანგელოსნი განამხიარულენ, ჯუარითა ეშმაკნი დაჰსთრგუნენ, ჯუარითა ჯოჯოხეთი შემუსრენ, ჯუარითა სასუფეველი განგვიხვენ, ჯუარითა ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთენ, თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა შენსა ყოვლად პატიოსანსა, და შენ გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

ჰოი ყოვლად ტკბილო იესო, რომელმან ღვთივ-შუენიერითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე. ადიდე და აღამაღლე ღვთივ დაცული ერი ჩუენი. ჯუარითა შენითა ღუთივ-ბრწყინვალითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსანი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონოზნო წესნი. ჯუარითა შენითა ყოვლად ძლიერითა განაძლიერებენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გევედრებით მაცხოვარო, დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოვლადპატიოსნითა და ცხოველს-მყოფელითა ჯუარითა შენითა უძლეველითა.

ჰოი ყოვლად-ძლიერო და ყოვლისა-შემძლებელო უფალო, ჯუარისა შენისა ყოვლად-პატიოსნისა გამომსახველნი შუბლსა და პირსა ზედა ჩუენსა, დაგვიფარენ ყოვლისაგან ვნებისა და მწუხარებისა, სულიერისა და ხორციელისა, და მოჰმადლე ეკლესიათა შუენიერება, ქრისტიანეთა განათლება, სათნოებით წარმატება, ზიარებით განბრწყინვება, და მშვიდობით მიცვალება და ანგელოსთა წინამძღურებითა მართალთა-თანა სავანეობა. ხოლო მეორედ მოსლვასა შენსა დიდებით, რაჟამს ღუთივ-შუენიერი ჯუარი ბრწყინვიდეს, სახილველად ურწმუნოთა, მაშინ ჩუენ მორწმუნენი და მოსავნი ჯუარისა შენისანი, ღირს-მყუენ ღრუბლითა აღტაცებად, სასუფეველსა დამკვიდრებად, და ანგელოსთა თანადიდებად, გალობად, და თაყუანისცემად შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე.



ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.


პატიოსნისა ჯუარისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:


ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა წინამძღვრად, და ყოვლისა საქმისა ჩუენისა ბეჭედად მოგვიგიეს ჯუარი შენი პატიოსანი, ყოვლადსახიერო მეუფეო, ვინაცა სარწმუნოებით თაყუანის-ვჰსცემთ და სურვილით ამბორს უყოფთ ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა კაცთ-მოყუარე, და გევედრებით მის შორის დამკვიდრებულითა მადლითა შენითა, დაგვიფარენ ყოველთაგან საბრხეთა და განსაცდელთაგან სულიერთა და ხორციელთა, სასოებით მოყუარენი ყოვლადდიდებულისა ჯუარისა შენისანი.

მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, საფარველითა დედოფლისა ჩუენისა ღუთის-მშობელისათა, დაგვიფარენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან, თაყუანის-მცემელნი და გამომსახუელნი ჯუარისა შენისანი, რომელი კურთხეულ-ხარ ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო