Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სავედრებელი ლოცვა ღირსისა მამისა სერაფიმე საროველისადმი


ჰოი, დიდად სათნომყოფო უფლისა, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე! მოიხილე საყდრითა დიდებისათა ჩვენ უძლურთა და უღირსთა მრავალთა ცოდვათა გამო ტვირთმძიმეთა, შენისა ლოცვისა და ნუგეშინისცემისა მთხოვნელთა ზედა, შეგვიტკბე ჩვენ გულმოწყალებისა შენისათვის და შეგვეწიე, რაჲთა ქრისტეს მცნებანი უმანკოდ დავიცვად, სარწმუნოება მართლმადიდებლობისა მტკიცედ ვიპყრათ, სინანული ცოდვათა ჩვენთათვის უფალსა გულწრფელად მივართვათ და ღმრთისმსახურებასა შინა წარვემატებოდეთ, რაჲთა ღირსნი ვიქმნეთ ლოცვათა შენითა წინაშე ღმრთისა ჩვენთვის შეწირულისა.

ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შეისმინე ჩვენი, შენდამი სიყვარულითა და სარწმუნოებითა ლოცვათა შემწირველთა და ნუ მომიძაგებ, ჩვენ, რომელნი ვითხოვთ შეწევნასა შენსა: აწ და ჟამსა აღსსრულებისასა შეგვეწიე ჩვენ და გარე შეგვზღუდე ლოცვითა შენითა მზაკვართა ეშმაკთა ზედა დასხმისაგან, რაჲთა არა გვეუფლნენ წინააღმდგომნი სულნი ბოროტნი, არამედ ღირს ვიქმნეთ მეოხებითა შენითა დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. შენზედა დაგვიძს სასოებაჲ ჩვენი მამაო მოწყალეო, გვექმენ ჩვენ მმართებლად გზასა ზედა ხსნისასა, რაჲთა წინამძღოლობითა შენითა მივიწივნეთ დაუღამებელსა ნათელისა საყდარსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, რომელსა ვუგალობთ და ვადიდებთ ყოველთა წმიდათა თანა, ყოვლად თაყვანისსაცემსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰოი უსაკვირველესო მამაო სერაფიმე, საროვოს დიდო სასწაულთმოქმედო, სწრაფლშემსმენო შენდა მოლტოლვილთაო! ჟამსა ამას სოფელში მოღვაწებისასა არავინ არს წარსულ შენგან უნუგეშოდ და სევდიან, არამედ ყოველთათვის საამო იყო ხილვა სახისა შენისა და კეთილ მითვალულ ხმა ბაგეთა შენთა, ნიჭი კურნებისა მჭვრეტელობისა, უმწეოთა სულთა წამლობისა უხვად არს შენში, ყოვლად ნეტარო, ოდეს უფალმა მოგიწოდა შენ, ღირსო მამაო სერაფიმე ზეციურ განსვენებისათვის, სიყვარული შენი არა დაუტევე ჩვენგან, არამედ აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი და ურიცხვ ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, ღირსო მამაო, საკვირველმოქმედო სერაფიმე, სასოებით გიღაღადებთ: უწყნარესო და მშვიდო წმიდაო ღმრთისაო, უფლისადმი შემმართებელო მლოცველო, შენდა შევრდომილნი შეწევნასა შენსა ვითხოვთ: მიართვ მადლმოსილი ლოცვაჲ შენი ჩვენ ცოდვილთათვის უფალსა ყოვლისა მპყრობელსა, რაჲთა აცხოვნოს სულნი ჩვენნი, განამტკიცოს სამშობლო ჩვენი,მოგვანიჭოს ყოველი კეთილი ამა ცხოვრებასა შინა და უმჯობესი სულისა ჩვენისა, დაგვიფაროს ცოდვით დაცემისაგან და მოგვმადლოს ნიჭი ჭეშმარიტი სინანულისა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივიწივნეთ სამარადისოსა სასუფეველსა ცათასა, სადაცა დაუსრულებელ არს წარუვალი ნათელი დიდებისა მისისა და ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა შევასხმიდეთ გალობასა, პატივსა და თაყვანისცემასა, ყოვლადწმიდასა ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო