Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სავედრებელი ლოცვა მღვდელმოწამისა კვიპრიანე კართაგენელისა მიმართ, ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სავედრებელი ლოცვა მღუდელმოწამისა კვიპრიანე კართაგენელისა მიმართ,
ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ


ჰოი წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაჲ, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაჲ, და მოგვანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩუენისათვის აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაჲ შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაჲ და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაჲ მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა, და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლად-წმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო