Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის


უფალო, შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განსწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთათა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.

უფალო, განუხსენ მას ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, მოანიჭე სიბრძნეჲ, სიყუარული და აღამაღლე სულითა და ჴორცითა და მომმადლე ლოცვითა მისითა შენდობაჲ ცოდვათა ჩემთა და უხვად გარდამოავლინე მას ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, შეეწიე და მიეც მას ცხორებაჲ წრფელი და დაიცევ ხილულ და უხილავ მტერთაგან, დაიფარე ცილისწამებისაგან კაცთათა, მოჰმადლე სამწყსოსა მისსა სინანული, რათა დაიმკჳდრონ სასუფეველი ღმრთისა.

უფალო, მოიჴსენე სულიერი მამა და მასწავლელი ჩემი (სახელი), დაიცევ და დაიფარე მრავალჟამიერ, ამინ.

ჵ, ყოვლად სახიერო და სანატრელო იესუ ტკბილო, განსწმიდე მადლითა შენითა სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), განამართლე სიმართლითა შენითა და დაიცევ მრავალმოწყალებითა შენითა და ნუ გამოგვაკლებ საბრძანებელსა შენსა, რათა ერთობით დავიმკჳდროთ სასუფეველი ცათაჲ. მოგვმადლე სულიერთა შვილთა მისთა შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დედაო ღმრთისაო, არა დაგეფარვის შენ შრომაჲ და სალმობაჲ სულიერისა მამისა და მოძღვრისა ჩემისა (სახელი). შენ უწყი ყოველი საიდუმლოჲ ზრახვისა მისისაჲ. აღუპყარ ჴელი შეწევნისა შენისა და დაიცევ ბოროტისაგან კაცთასა და საფარველითა შენთა დაიცევ იგი ყოვლისაგან ტანჯვისა და იწროებისა, აკურთხე საქმენი მისნი და ლოცვითა მისითა მოგვმადლე მოთმინებაჲ, მორჩილებაჲ, მდუმარებაჲ, სასოებაჲ, თავმდაბლობაჲ, სიმტკიცეჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო