Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ტროპარები და კონდაკები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ტროპარ-კონდაკები


ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი


ტროპარი: სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელსჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა. არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნეობით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე ექმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთა ღვთისმშობელო.



ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარისა


ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

სხვა ტროპარი: ჯვარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო, ჯვარო შვენიერებაო ეკლესიათაო, ჯვარო სიმტკიცეო მეფეთაო, ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო, ჯვარო დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო.


წმიდა იოანე ნათლისმცემელი


ტროპარი: წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

კონდაკი: ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მჴომარესა და იადონსა ხმა შუენიერსა, ნათლის-მცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუვრდეთ მორწმუნენო, რათა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევება ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.




დღესასწაულთა ტროპარ-კონდაკები
კვირა დღის ტროპარები ხმების მიხედვით
დიდმარხვის ტროპარ-კონდაკები
ვნების შვიდეულის ტროპარ-კონდაკები
ზატიკის ტროპარ-კონდაკები
ხატების ტროპარ-კონდაკები
სადიდებელ-სავედრებელნი


წმინდანთა სავედრებელი ტროპარ-კონდაკები
თარიღის მიხედვით

იანვარი
მაისი
სექტემბერი
თებერვალი
ივნისი
ოქტომბერი
მარტი
ივლისი
ნოემბერი
აპრილი
აგვისტო
დეკემბერი


გარდამავალი





ანბანის მიხედვით 


































 


საზოგადო ტროპარ-კონდაკები


წმიდათა მთავარანგელოზთა


ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი: მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.


წმიდათა წინასწარმეტყველთა


ტროპარი: წინასწარ-მეტყველისა შენისა (სახელი), უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, და იქმენ წინასწარ-მეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, ამისთვისცა პატივს-გცემთ შენ წინასწარ-მეტყუელო (სახელი) დიდებულო.


წმიდათა მოციქულთა


ტროპარი: მოციქულნო წმიდანო ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი, ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.


წმიდათა მოწამეთა


ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო (სახელი) ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნი სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყვარე, გევედრებით.

კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო (სახელი), სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.


წმიდათა მღუდელ-მთავართა


ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.

კონდაკი: საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღვდელმთავარო (სახელი), ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.


ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა


ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო (სახელი), მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).

ტროპარი: ცრემლთა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულიდ შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო (სახელი), სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტროპარი: ღმერთო მამათაო ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისაშენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენი.


მიცვალებულთა ხსენების დღეს


ტროპარი: რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაი შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყუარისა ღმრთისა.

კონდაკი: წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო