Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

კანონი 19

ელფოსტა ბეჭდვა PDF

კანონი მეცხრამეტე


ალილუია, 134


1. აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა, 2. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 3. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; 4. რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად. 5. რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა; 6. ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; 7. აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა, 8. რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე; 9. გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა; 10. რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი; 11. სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი; 12. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა. 13. უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე. 14. რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. 15. კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი. 16. პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ, 17. ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. 18. ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ. 19. სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა, 20. მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. 21. კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.


ალილუია, 135


1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 2. აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 3. აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4. რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 5. რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 6. რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 7. რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 8. მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 9. მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 10. რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 11. და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 12. ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 13. რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 14. და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 15. და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 16. რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 17. რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 18. და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 19. სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 20. და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 21. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 22. სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 23. რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 24. და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 25. რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 26. აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.


ფსალმუნი დავითისი, იერემიასგან, 136


1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი. 2. ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი. 3. რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა, გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. 4. ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა. 5. უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი. 6. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. 7. მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაი, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. 8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ. 9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაი.


ფსალმუნი დავითისი, ზაქარიასი და ანგიასი, 137


1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი. 2. და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაი შენი. 3. რომელსა დღესა გხადოდე შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა. 4. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი, 5. და გიგალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს დიდებაი უფლისაი. 6. რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. 7. ვიდოდი-ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ხელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან. 8. უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.


დასასრულსა, დავითის ფსალმუნი ზაქარიასთვის, განთესვასა, 138


1. უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი ჩემი, 2. შენ გულისხმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; 3. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაისწარ იხილენ; 4. რამეთუ არა არს ზაკუვაი ენასა ჩემსა; 5. აჰა უფალო, შენ სცან ყოველი უკანასკნელი და დასაბამისაი, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი. 6. საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. 7. ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? 8. აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; 9. აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, 10. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. 11. და ვსთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. 12. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. 13. რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. 14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინლად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. 15. არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა. 16. რომელ-იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაი მათ შორის. 17. ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. 18. აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლდენ; განვიღვიძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. 19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. 20. რამეთუ მხდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი. 21. ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? 22. სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე. 23. განმცადე მე, ღმერთო, და ჰსცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ჰყვენ ალაგნი ჩემნი. 24. და იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.


დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, 139


1. განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუისაგან მიხსენ მე, 2. რომელთა ზრახეს უჰსჯულოებაი გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა; 3. აღილესეს ენაი მათი ვითარცა გუელისაი, და გესლი ასპიტთაი ბაგეთა მათთა. 4. მიცევ მე, უფალო, ხელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიხსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაი სლვათა ჩემთაი; 5. დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა ჩემთათვის, 6. და გარემოის ალაგთა საცთური დამიდგეს მე. 7. ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ხმაი ლოცვისა ჩემისაი. 8. უფალო, უფალო, ძალო ცხოურებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა. 9. ნუ მიმცემ მე, უფალო, გულის-თქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთვის ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ. 10. თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი. 11. დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაამხუნე იგინი გლახაკებითა, და ვერ დაუთმონ. 12. კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა, კაცი ცრუი ძვირმან მოინადიროს განსახრწნელად. 13. უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაი და სამართალი დავრდომილთაი. 14. ხოლო მართალთა აუარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკვიდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდებაი.


ფსალმუნი დავითისი, 140


1. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. 2. წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ. 3. დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა. 4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. 5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა. 6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან. 7. ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა. 8. რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა. 9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?


გულის-ხმის-ყოფისათვის დავითისა, ოდეს იყო ქუაბსა შინა და ილოცვიდა, 141


1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. 2. განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. 3. მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. 4. ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. 5. ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 6. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. 7. გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.


ფსალმუნი დავითისი, ოდეს დევნულ იყო ძისაგან თვისისა აბესალომისა, 142


1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ. დიდებაი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო