Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ლოცვა წმიდა წერილის წაკითხვის წინ და შემდგომ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ლოცვა იოანე ოქროპირისა წმიდათა წერილთა ხელად მიღებისათვის


ოდეს გენებოს კითხვა ანუ სმენა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყუელმან:


უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა. მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოჲსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, ღმერთო ჩემო, რაჲთა განმინათლო გონებაჲ ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რაჲთა არა დასასჯელად თავისა თჳსისა წმიდათა ცხორებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წმიდა წერილის შემდგომ საკითხავი ლოცვა


ჰოი უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუჱნო, მეუფეო სახიერო და კაცთ-მოყვარეო, ნუ განმეშორები ჩუჱნგან, ნუცა დამიტევებ და ნუცა დაგვაგდებ ჩუჱნ, არამედ ჩუჱნთანა ჯერ იჩინე მარადის ყოფად და შენ სუფევდე ჩუჱნ ზედა. აღხოცენ ხელით-წერილნი ცოდვათა ჩუჱნთანი. გვიხსენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩუჱნ მუშაკ წმიდათა მცნებათა შენთა, წარმიძეღვ ქმნად ყოვლად წმიდისა ნებისა შენისა და ღირს გვყვენ ყოველნი მარჯვენით შენსა დგომად დღესა მას სასჯელისასა და ღრუბლითა აღტაცებად, რაჲთა მივემთხვივნეთ კეთილთა მათ მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ზეცისა სასუფეველისასა. რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ და შენდა შვენის ყოველი პატივი, მადლობაჲ და თაყვანისცემაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო