Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

უფლის ამაღლება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

უფლის ამაღლება


და, აჰა, მე თქუენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა

აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ორმოცი დღის მანძილზე მიწაზე იმყოფებოდა და მოწაფეებს ათჯერ გამოეცხადა. ამ ქვეყნად ხილული ყოფნის უკანასკნელ დღეს მან მოციქულებსა და მოწაფეებს უბრძანა, იერუსალიმს არ განშორებოდნენ. ელეონის მთაზე გაუძღვა მათ, იქ უქადაგა და სასწაულებრივი ძალის მოვლინება აღუთქვა: „მიიღოთ სული წმიდაჲ“. ელეონის მთაზე ხელი დაასხა ყველას, აკურთხა და მათ თვალწინ ცად ამაღლდა. ამაღლების დროს იქ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. ეკლესია ამგვარად უგალობს ამ სასწაულებრივ მოვლენას:

„სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩვენი და ზეცისათა შეაერთნენ ქვეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არასადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყვარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ-არს ვნებად თქვენდა“.

ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა. ჯვარცმული იესო ქრისტე მჯდომარეა მარჯვენით მამისა. იგი ამაღლდა, რათა მოავლინოს სული ნუგეშინისმცემელი, მან თვით უქადაგა მოციქულებს, რომ სულიწმიდის გარდამოსვლას დალოდებოდნენ. უფლის ამაღლებასთან დაკავშირებით ეკლესიამ დააწესა დღესასწაული, რომელსაც აღდგომიდან მეექვსე კვირის ხუთშაბათს ყოველწლიურად აღასრულებს. ძველ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია:

„შედგება იმ დღეს ფეხი მისი ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით“.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო