Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

29 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

16(ახ.29) დეკემბერი


წინასწარმეტყველი ანგია (500წ. ქრისტეს შობამდე); მოწამე მარინი (III); ნეტარი დედოფალი თეოფანია (+893-894).

წინასწარმეტყველი ანგია ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ლევიტელთა ტომიდან იშვა და სპარსეთის მეფის, დარიოსის ზეობისას (ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ) მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე მთელი თოთხმეტი წლით შეეწყვიტათ. უფალმა თავისი რჩეული ერტი ანგია წინასწარმეტყველის პირით გაამხნევა და გამოუცხადა მათ, მეორე ტაძარი დიდებული იქნებოდა (ანგია,2).


მოწამე მარინი რომში ეწამა დაახლოებით 283 წელს (სხვა ცნობებით _ 217-218 წლებში). წმიდანმა უარი განაცხადა წარმართული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და ლოცვის ძალით შემუსრა ისინი, რისთვისაც უსჯულოებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ნეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგაროვან მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ეგედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს. თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით, ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) იგი თავისი მემკვიდრის _ ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912) მეუღლედ გამოარჩია.

ჯვრისწერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილის ამცნეს, შენი ძე შენს მოკვლას და ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებსო. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკვარ ცილისმწამებლებს და თავისი ძე მეუღლიღურთ დაუყონებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფინია სამ წელიწადზე მეტ ხანს იტანჯებოდნენ პყრობილებაში, მაგრამ, უფლის გულმოწყალებას მინდობილნი, მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა, მიხვდა თავის შეცდომას და ტუსაღები გაათავისუფლა.

ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა, მაგრამ ნეარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამსოფლიური დიდებითა და პატივით: კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს, მდიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ მჩხვლეტავი ჯვალო ემოსა, ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშ ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებასა და ძვირფასეულონას წმიდა თეოფანია ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა, მონა-მხევლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელ და-ძმებს. იმპერატორი ლეონ ბრძენი, ხედავდა რა თეოფანიას სიწმიდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა მას არა მარტო როგორც მეუღლესა და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეოხს უფლის წინაშე.

წმიდა დედოფალმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო