Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

26 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

13(ახ.26) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი


მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (+284-305); მოწამე ლუკია (+304); ღირსი არსენი (VII-IX).

მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და, რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან _ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ.


ქალაქ სატალიონში სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს. სასამართლოს დღეს ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული და მდიდარი მოხელე _ ევსტრატი მივიდა დათავისი რაზმით და ტყვე ქრისტიანბი სამსჯავროზე მოედანზე გამოიყვანა. თავად ევსტრატი ქრისტეს მიმდევარი იყო, მაგამ მანამდე თავის სარწმუნოებას ფარულად ინახავდა. ახლა ნეტარმა შესაფერი ჟამი ჰპოვა და მტარვალ ლისიუსის წინაშე აშკარად აღიარა მაცხოვარი. მსაჯულმა ბრძანა, დაუყონებლივ აეყარათ მისთვის სამხედრო წარჩინების ნიშნები და საწამებლად გადაეცათ. წმიდა ევსტრატი სასტიკად გვემეს, მაგრამ იგი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს. მოწამემ მადლობა უთხრა ჯალათს: `სატანჯველებით სული ცოდვებისაგან გამიწმინდე და მარადიულობისათვის განმამზადებინეო~. ჯალათმა უპასუხა, შენს ღმერთს შენთვის უკვდავების მონიჭება რომ შეძლებოდა, წყულებისგანაც განგკურნავდაო. ამის თქმა და ევსტრატის განკურნება ერთი იყო. ამ სასწაულის ბევრმა მხილველმა ადიდა უფალი, ხალხში მდგარმა ევსტრატის მეგობარმა და მისი რაზმის მეომრებმა, ევგენიმ კი ხმამაღლა შესძახა: `ლისიუს! მეც ქრისტიანი ვარ, როგორც ჩემი ბატონი ევსტრატი!~ მაშინ ევსტრატისა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც შეიპყრეს. მეორე დღეს ლისიუსმა, რომელიც ნიკოპოლში მიემგზავრებოდა, ბრძანა, ტყვე ქრისტიანებიც თან გაეყოლებინათ. ევსტრატის ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს, ასე რომ, მთელი გზა მისთვის საშინელი წამება იყო.

ორი დღის შემდეგ ჩააღწიეს ევგენისა და ევსტრატის მშობლიურ ქალაქ არავრაკში. უამრავი ხალხი გამოეფინა ქუჩებში, მათ სურადთ, მიახლოებოდნენ ევსტრატის, რომელიც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მაგრამ დასჯის შიშით ამას ვერ ბედავდნენ; ერთმა ღარიბმა ქრისტიანმა, მარდარიმ კი გასაუცარი საღვთო შური გამოავლინა. მას ახალი სახლი აეშენებინა და მის გადახურვაზე მუშაობდა. როცა ტყვეები და, მათ შორის, ევსტრატიც შენიშნა, წმიდანი საჩქაროდ ჩამოვიდა სახურავიდან და მეუღლეს მიმართა: `ხედავ ამ დიდებულ კაცს?! ის არც ხარისხს დაერიდა, არც სიმდიდრეს, ყველაფერი დაუტევა და უფალს შეეწირა მსხვერპლად! ნეტარ ხარ, ევსტრატი _ ამქვეყნადაც სახელოვანი იყავი და იმქვეყნადაც გამოუთქმელ სიხარუსლ მიემთხვევი!~ ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა ქალმა უპასუხა: `შენ რა გიშლის რომიმავე გზას დაადგე?~ მარდარი სწორედ ამაზე ფიქრობდა. მან მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა: `მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ~ (ეს ლოცვა ეკლესიაში დღესაც იკითხევა მესამე ჟამნის ბოლოს და შეუაღამიანზე). ამის შემდეგ წმიდანი გამოემშვიდობა ღვთისმოშიშ მეუღლეს, გადაკოცნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილები და ხმამაღლა შესძახა: `მეც ქრისტიანი ვარ!~ ეს რომესმათ, იგი დაუყონებლივ შეიპყრეს და სხვა ტუსაღებთან ერთად საპყრობილეში გამოკეტეს.


 დილით მსჯავრდებულები გასასამართლებლად გაიყვანეს. პირველად ავქსენტის გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და თავი მოჰკვეთეს. არავრაკელმა მღვდლებმა ღამით ფარულად გადაასვენეს წმიდანის ცხედარი და პატივით დაკრძალეს. შემდეგ მარდარის წამება დაიწყეს. უსჯულოებმა მას ფეხები დაუხვრიტეს, შეიგ ბაწრები გაუყარეს, თავდაყირა დაკიდეს და გახურებული ლურსმნებით ჩხვლეტა დაუწყეს. დიდხანს გასტანა ნეტარის წამებამ. ბოლოს წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს: `უფალო! გმადლობ, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსი გამხადე... მშვიდობით შეივედრე სული ჩემი!~ _ და აღესრულა.

შემდეგ ევგენი წარდგა სამსჯავროს წინაშე. მას ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ ხელ-ფეხი დააჭრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

ლისიუსმა ევსტრატის დასჯა დროებით გადადო და ქალაქში განლაგებული ჯარის ნაწილების დასათვალიერებლად გაეშურა. მისი ყურადღება მიიქცია მხედარმა ორესტიმ, რომელიც თავისი პირმშვენიერებით, ტანადობითა და სიმარჯვით მეტად გამოირჩეოდა სხვა მეომრებისგან.

უღმრთო მხედართმთავარმა მას უბრძანა, წინ გამოსულიყო და შუბი ეტყორცნა მიზანში. მეომარმა იარაღი აიღო. ის-ის იყო, ბრძანება უნდა შეესრულებინა, რომ მკერდზე დაკიდებული ჯვარი გამოუჩნდა. ლისიუსმა რისხვით იკითხა: `რა არის ეს? გნა შენ იმათგანი ხარ, ვინც ჯვარცმულს სცემს თაყვანს?!~ `მე ჩემი ჯვარცმული მეუფისა და ღვთის მონა ვარ და ჯვარს ყოველგვარი ბოროტისაგან თავის დასაცავად ვატარებ!~ _ უპასუხა ორესტიმ. მაშინ ისიც შეიპყრეს და სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოამწყვდიეს. ორესტის მიბაძვით მისი რაზმის ბევრმა სხვა მეომარმაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ლისიუსმა ყველა ციხეში ჩაყარა. შემდეგ მტარვალმა მოსალოდნელი სახალხო მღელვარების შიშით ბრძანა, ევსტრატი და ორესტი სებასტიაში გაეგზავნათ, სომხეთის მმართველ აგრიკოლასთან.

აგრიკოლა მართლმორწმუნეთა მიმართ სასტიკი და დაუნდობელი იყო, მაგრამ ევსტრატის ბრძნულმა და დამაჯერებელმა საუბარმა უფალზე და მის გამოუთქმელ სახიერებაზე, გული მოულბო. მრისხანე მსაჯული დამწუხრდა და მთელი ღამე არ უძინია. მან განიზრახა, ევსტრატი გადაერჩინა და თხოვდა, მოჩვენებით, სხვათა დასანახად მაინც ეცა კერპებისთვის თაყვანი, თან პატივსა და ძღვენს აღუთქვამდა; მაგრამ წმიდა მოწამე უდრეკი დარჩა.

მოთმინებადაკარგულმა აგრიკოლამ ბრძანა, ორესტი გახურებულ რკინის სარეცელზე დაეწვინათ. წმიდანი გაბედულად ავიდა სარეცელზე, ილოცა: `უფალო იესო ქრისტე! ხელთა შენთა შევედრე სული ჩემი!~ _ და აღესრულა. ღამით ევსტრატი სებასტიელმა ეპისკოპოსმა, ვლასიმ მოინახულა საპყრობილეში და ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლა და ხორცს აზიარა. ამასთან, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა საკანი და ზეგარდამო გაისმა: `ევსტრატი! კეთილი ღვაწლი განასრულე; აწ მოვედ ზეცად და დაიმკვიდრე შენთვის განმზადებული გვირგვინი!~ დილით აგრიკოლამ უფლის რჩეულს დაწვა მიუსაჯა. სანამ ჯალათები განაცენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, წმიდანმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც შემდგომ შაბათის შუაღამიანის საკითხავებში ჩართეს: `დიდებით გადიდებთ შენ, უფალო რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან... და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პირსა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოსნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი~... ამის შემდეგ ნეტარი მარტვილი თავად შევიდა გახურებულ ღუმელში და სული უფალს შეჰვედრა.

ეპისკოპოსმა ვლასიმ ცეცხლში უვნებლად დარჩენილი მისი პატიოსანი ცხედარი ორესტისა და სხვა მოწამეების წმიდა გვამებთან ერთად პატივით დაკრძალა. შემდგომში კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში წმიდა მოწამეთა: ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარისა და ორესტის სახელობის ტაძარი აიგო.

მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა _ სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან _ ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლიკიამ ევსტიქიას უთხრა: `დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე ,ოს საფ;ავს და გამოლირმები~.

ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დედა და შვილი მოწამის ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს ლუკიას ჩასთვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმიდა აღათია წარდგა მის წინაშე და უთხრა: `დაო ჩემო ლუკია, სძალო ღვთისაო! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს, და ის უკვე განიკურნა. და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, შენით სირაკუზა განდიდდება, რამეთუ შენი სიწმიდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!~ ამის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერეგიბინა.

სასიძომ ქალაქის თავთან დაასმინა ნეტარი. ამ დროს იმპერიას მაქიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისთვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს: `მე უფალ იესო ქრისტეს ვევედრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშსაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა~. მაში ერთმა წარმართმა მოწამეს ხორცში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველთა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა.

მარტვილის წმიდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ წმიდა სამების სახელობის ტაძარი აიგო.

ღირსი არსენი კონსტანტიპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ წმიდა არსენი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა. ამგვარი ღვაწლით სულიერად ახოვანქმნილმა მოსაგრემ მცირე აზიაში მდებარე ლატრის მთას მიაშურა და ლოცვითა და ჯვრის ნიშით მოკლა მავნე ასპიტი. შემდეგ წმიდანი მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელიბორის მონასტერში დამკვიდრდა და აქ იღუმენად იქნა დადგენილი.

კიდევ უფრო მკაცრი მოღვაწეობისაკენ მოსწრაფე მამამ გარკვეული ხნის შემდეგ დატოდა სავანე, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. თანდათან მის ირგვლივ საძმო შეიკრიბა. ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს ღებულობდა ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს.

ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა, ძმებით გარემოცული. ვარაუდობენ, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში მოღვაწეობდა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო