Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

25 მაისი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

12(ახ.25) მაისი


მოწამე ბაგრატი ფრიგიელი (+304); ღირსი ეპიფანე, კვიპრელი ეპისკოპოსი (+403); ღირსი საბინე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V); ღირსი პოლუბიოს რინოკირელი ეპისკოპოსი (V); ღირსი გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+740).

მოწამე ბაგრატი წარმოშობით ფრიგიელი იყო. თოთხმეტი წლის ყრმა მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს აღსარებისათვის 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. წმიდანი დასაფლავებულია რომში, მისივე სახელობის ტაძარში.

წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპო



წმიდა ეპიფანე, კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ ბერმა ლუკიანემ, თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. ბერის გულკეთილობით და გაკვირვებულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, წმიდანი სპარიდრიონის უდაბნოში განმარტოვდა. იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. წმიდანმა თავისი მადლმოსილი სიტყვით ერთ_ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაათავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გამოჰყვა. წმიდა აპიფანემ ის მონასტერში მიიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. წმიდა ეპიფანეს მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი გავრცელდა ხალხში, ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად _ იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმიდანს, ზოგი იქვე რჩებოდა... ასე დაარსდა ახალი სავანე.

რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ეპიფანემ და იოანემ იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტეს წმიდა ადგილთა მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლიბიოსი გაგზავნეს წმიდა ეპიფანესთან და სთხოვეს, ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა _ ეგვიპტის უდაბნოში წავიდა წმიდა ილარიონთათ (ხს. 21 ოქტომბერს), ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმიდა ილარიონმა წმიდა ეპიფანე ქალაქ სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოსს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე. წმიდანი მოძებნეს. წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანე იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმიდა ეპიფანემ 367 წელს. წმიდა ცხოვრებისათვის ეპიფანემ მიიღO ლიტურგიის შესრულებისას წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმიდა საიდუმლოს შესრულებისას წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ_ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: `გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არ ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას~.

წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინოპოლში, საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 14 სექტემბერს და 13 ნოემბერს). წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინოპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და მისი ნეშტი 403 წლის 12 მაისს პატივით დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ტაძარში.

VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმიდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა.

წმიდა საბინე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V) დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა გაიგო ღირსი ეპიფანე კვიპრელის მოღვაწეობის შესახებ, საბინე მასთან გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ის ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა უდაბნოში წმიდა ეპიფანესთან ერთად, შემდეგ კი აღწერა მისი ცხოვრება. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბინეს მღვდლად დაასხა ხელი. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბინე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმიდანი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან.

წმიდა პოლუბიოს რინოკირელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო. იგი სულ თან დაყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.

წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინოპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა, მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: `წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე~. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა გარდამოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებლობაში.

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი


წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ_ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668_685) ბრძანებით. ყრმა გერმანე მონასტერში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბრძოლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელთაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717_741) ედგა სათავეში. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა, თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინოპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო