Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

8 მაისი

Email Print PDF

25(ახ.8.05) აპრილი


მოციქული და მახარებელი მარკოზი (I); წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი.

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული, მოციქული და მახარებელი მარკოზი


მოციქული და მახარებელი მარკოზი (რომელსაც იოანესაც უწოდებენ) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო სამოცდაათ მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) დისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით< მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებლად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12,12).



წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე. ქალაქ პაფოსში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი (საქმე 13, 6-12).


წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი წავიდა ეგვიპტეში.

წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დაარსა. წმიდა პატრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც სულიერ შვილს (1 პეტ. 5,13). როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შAეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან (ხს. 4 იანვარს), შემდეგ მასთან ჩავიდა რომში და აქ დაწერა სახარება (დაახლ. 62_63 წლებში). რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა. ალექსანდრიაში მან დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი და შეადგინა ლიტურგიის წესი ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის. შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები. ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისაგან ეუწყა, წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, სცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა.

წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ერთი ცნობით ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს, სხვა წყაროთა მოწმობით კი _ დაახლოებით 68 ან 75 წელს. 310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი 496_511 წლებში მართავდა კონსტანტინოპოლის სამწყსოს. ევტიქის ერესის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იმპერატორმა ანასტასი I_მა (491_518) წმიდანი პაფლაგონიაშI გადაასახლა, სადაც 516 წელს გარდაიცვალა. წესის აგებისას გარდაცვლილმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა. (დაკრძალულია კონსტანტინოპოლში, წმიდა კალინიკეს ეკლესიაში).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო