Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

21 მარტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

8(ახ.21) მარტი


მოციქული ერმი (I); ღირსი დომენტი (+363); მღვდელმოწამე თეოდორიტე, ანტიოქიელი ხუცესი (+361-363); ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელი, ნიკომიდიელი მთავარეპისკოპოსი (+842-845).

მოციქული ერმი (I), დილიპოპოლისის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა I საუკუნის დასასრულს. რომელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივით მოპყრობოდნენ მოციქულ ერმის (რომ. 16,14).

ღირს დომენტის, რომელსაც 8 მარტს იხსენიებს წმიდა ეკლესია, აიგივებენ ღირსმოწამე დომენტი სპარსთან (იხ. 7 აგვისტოს საკითხავი).



მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიის საკათედრო ტაძრის ხუცესი იყო. ეს ტაძარი მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციუსმა ააგეს. კონსტანციუსის (337-361) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361-363) გადაწყვიტა კერპთაყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილობაში.

მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო, მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.

ხუცესისსიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტეს, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს (+361-363).

სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა _ გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპეარტორი იულიანე კი სპარსელებთან ომში მოკლეს.



ღირსი თეოფილაქტე, ნიკომიდიელი


ღირსი თეოფილაქტე ნიკომიდიელი ხატმბრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775_780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი (ხს. 25 თებერვალს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმ. ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონსტრები, აღდგა სულიერი ცხოვრება.
წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე, წმიდა თEოფილაქტე, პატრიარქის კურთხევით წმიდა მიქაელთან (ხს. 23 მაისს) ერთად შავი ზღვის ნაპირას მდებარე ერთ მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელიწყალი არ მოჰკლებიათ. მონასტერში რამდენიმ წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიქაელი _ სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი _ ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა.

ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღვწოდა თავისი სამწყსოსთვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფარებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს. როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმბრძოლი ლეონ V სომეხი (813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმიდა ნიკიფორემ (ხს. 2 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილაქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში (მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე, ოცდაათი წლის განმავლობაში; აღესრულა დაახლოებით 842-845 წლებს შორის. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ (847 წ.), წმიდა თEოდორასა (ხს. 11 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის მეფობის დროს, წმიდა ეპისკოპოსის, თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო