Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

14 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

1(ახ.14) თებერვალი


მოწამენი პერპეტუა, სატირი, რევოკატი, სატორნილე, სეკუნდოსი და ფელიციტატა (+202-203); მოწამე ტრიფონი (+250); ღირსი პეტრე გალატიელი (+429); ღირსი ვენდიმიანე, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 512);

მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან _ ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდიოსთან ერთად, რომლებიც ქრისტიანობის მისაღება ემზადებოდნენ (+203).

წმიდა მოწამე ტრიფონი



მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადის პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნალ ამ დროს რომში მეფობდა გორდიანე, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: `ვერავინ განმდევნის, ტრიფონის გარდა. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!~ _ და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანემ სთხოვა წმიდანს, ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი, რომელიც მის ასულს სტანჯავდა. ტრიფონმა დემონს უბრძანა: ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!~ იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათა; წმიდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.

როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი (249-251) ავოდა, წმიდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავის მოკვეთა მიუსაჯეს.

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა მანამ შეჰვედრა სული უფალს, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში 250 წელს. წმიდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა ტილოში შეგრაგნეს და სურდათ, იგი ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავისი მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ. შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.

პეტრე გალატიელი ცხრა წლის იყო. როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.

ღირსი ვენდიმიანე მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტისმიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის სენაკში, კლდის ერთ ნაპრალში მოსაგრეობდა ორმოცდაორი წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანე გარდაიცვალა 512 წელს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო