Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

13 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

31(ახ.13.02) იანვარი


მოწამენი: ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, დიოდორე, კლავდიუსი, სერაპიონი და პაპიუსი (+251); წმიდანი უვერცხლონი კვიროს და იოანე, მათ თანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი: თეოდოტია, თეოქტისტა და ევდოქსია (+311); ზაქარია იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (VI); მოწამე ტრიფენე კვიზიკელი.

მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაპიონ და პაპიუსი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩააგდეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვებით მოკლეს. წმიდა კლავდიუსი ხელ-ფეხ მოკვეთილი მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპიუსი კი ზღვაში დაახრჩვეს.

 

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვერცხლონი კვიროს და იოანე



წმიდა უვერცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ამასთანავე წმიდანი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელი დევნისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისაგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა.

ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმიდა კვიროსის შესახებ შეიტყო, ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაგნო და მისი ერთგული მოწაფე შეიქნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან _ თეოქტისთასთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმიდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა და ათანასიას და მისი ასულების თვაწლინ სასტიკად აწამა. წმიდა მკურნალები ახოვნად აღიარებდნენ ქრისტეს. როცა მმართველი დარწმუნდა, რომ მათი მოდრეკა შეუძლებელი იყო, ათანასიას, თეოდოტიას, თეოქტისტას და ევდოქსიას ტანჯვა დაიწყო. როცა უსჯულომ მათი სარწმუნოების შერყევაც ვერ მოახერხა, ბრძანა, თავები მოეკვეთათ წმიდა აღმსარებლებისთვის. ათანასიას და მისი ასულების შემდეგ კვიროსი და იოანეც სიკვდილით დასაჯეს (+311).

ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე.

614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო დაესხა თავს იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, ოთხმოცდაათიათასამდე ქრისტიანი დახოცა და მრავალიც ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო წმიდა ზაქარიაც. შემდგომში ხოსრო იძულებული გახდა, ბიზანტიელი იმპერატორის, ჰერაკლესთვის (610-641) ზავი ეთხოვა და უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან დაებრუნებინა. განთავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქიც. იგი მშვიდობით მიიცვალა 633 წელს.

მოწამე ტრიფენე ქალაქ კვიზიკიდან იყო. ქრისტიანთა დევნის დროს, წმიდანი თვითონ გამოცხადდა წარმართთა სამსჯავროზე და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა. მრავალგვარი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმიდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო