Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

12 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

30(ახ.12.02) იანვარი


წმიდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი (IV); მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი (III); ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე (V); მოწამე თეოფილე ახალი (+784).


კრება მსოფლიო მოძღვართა და მღვდელმთავართა:
ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა
და იოანე ოქროპირისა



კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინოპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი _ გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი _ იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოებმერს). ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს, მათ განაცხადეს: `ჩვენ თანასწორი ვართ უფლის წინაშე, შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება~.

წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კონსტანტინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი მოწამენი III საუკუნეში ეწამნენ.

წმიდა კენსორინე რომაელი იმპერატორის, კლავდიუს II-ის (268-270) უახოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა ოცმა მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის მათ კენსორინესთან ერთად თავები მოკვეთეს. ამავე ხანებში მიიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს. წმიდა საბინე სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარტვილმა ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ქრისიასთან ერთად ეწამნენ: ფილილე, მაქსიმე, ჰერკულინე, ვენერიუსი, სტირაკინი, მინა, კომოდი, ერმი, მავროსი, ევსები, რუსტიკე, მონაგრეოსი, ამანდინე, ოლიმპიუსი, კვირპოსი, თეოდორე ტრიბუნი, მაქსიმე ხუცესი, არქელაოს დიაკონი და კვირინე ეპისკოპოსი. წმიდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და ეღმერთობაში ამხილა იგი. გამძვინვარებულმა, მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად ტანჯა, ბოლოს კი, ხელფეხშეკრული, ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს.


 ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირადღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას სენაკში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმიდა ზენონი განსაკუთრებული სიყვაულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვრისთვის მისულებს მიჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V საუკუნის დასაწყისში.

მოწამე თეოფილე ახალი, კონსტანტინოპოლელი, ბერძეთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო