Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

6 თებერვალი

Email Print PDF

24(ახ.6.02) იანვარი


მოწამე ბაბილა სიცილიელი და მოწაფენი მისნი ტიმოთე და აღაპი (III); მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი (III); ღირსი მაკედონიოსი _ სირიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 420); ღირსი ქსენია (V); ღირსი ფილონი, კოპლასტიელი ეპისკოპოსი (V).

მოწამენი: ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები, ტიმოთე და აღაპია III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეუპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მათას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეობდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.



მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ ეგვიპტეში.

ღირსი მაკედონიოსი, სირიელი მეუდაბნოე, თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ოცდახუთი წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოში ერთი ღრმა ღირს მაკედონიოსთან მრავალი ადამიანი მიდიოდა სულიერი დამოძღვის მოსასმენად.

მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს `კრიტოფაგი~ _ ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა. უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონიოსი გარდაიცვალა სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში (+420).

ღირსი ქსენია (ერობაში _ ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე ღვთის სიყვარულით აღიზარდა. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. იგი საუცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზედ ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა.

ღირსი ფილონი კოპლასტიელი (კუნძული კვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა V საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და ქება ქებათას  განმარტოებას.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო