Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

2 თებერვალი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

20(ახ.2.02) იანვარი


ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944); ღირსი ექვთიმე დიდი (+473); მოწამენი: ინა, პინა და რიმა (I-II); წმიდა მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე (+303).

წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)



ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სუფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონონიკური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ _ თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემდწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაზე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დაარსეს უფასო საღმრთო წიგნთ-საკითხავი, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. საღმრთო წიგნთსაკითხავს სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).

ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქარტველთა სავანეში იყო განსწავლული.

1890_იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას ბერების სტამბას, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.

1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიდზეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.

XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალოვაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირების გზა და საშუალება, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმდგენმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.

1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისათვის აუნაზღაურებული დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია _ მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ, ქონების ჩამონათვალში უზვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა, რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში მოხვდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.

ესტატე კერესელიძემ მალე ჟურნალ შინაური საქმეების~ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის, დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო, მათი თანამშრომლობა ვერ მოხერხდა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ფურცლები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან. მალევე, ბახმაროში ყოფნისას, გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი _ ათეულობით ხელნაწერი _ ექვთიმეს პასუხისმგებლობაში დარჩა. მხოლოდ მანიცოდა ამ საგანძურის ნამდვილი ფასი. ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისთვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.

1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილის კურთხევით ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმიდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება მამა ექვთიმეს ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვთიმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალოგლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს _ ხელნაწერი ნოტების მოწესტიგებასა და გადათეთრებას.

1917 წელს ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოს გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის _ კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, 1918 წელს მამა ექვთიმემ დასტამბა.

1921 წელს ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვტიმე დააპატიმრეს, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობელთა კრებულებზე მუშაობს. მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!... მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ! _ ამბობდა წმიდა მამა.

1923 წელს მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. მონასტრის წინამძღვრს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს, მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა ბერებს დაეტოვებინათ მონასტერი. მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.

1924 წელს კომკავშირელებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის, სახელობის საკათედრო ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერი პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.

მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა. ამ რეპიოდიდან მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარცენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით, მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.

1929 წლიდან ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა იქ აიტანა ქართული გალობის ხენლაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა. თბილისის მეტეხის მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბეთანიის ბერებთან _ არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტრისკენ გაეშურა.

შეიქმნა კომისია, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშნველობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვთიმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე სასიკვდილოდ დასნეულებული დახვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან.

ღირსი ექვთიმე დიდი


ღირსი ექვთიმე დიდის მშობლებს _ მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდამო ხილვით ეხარათ: `იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძე და სახელი მისი _ სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვსთა~. მართლაც, მალე მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე _ სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.

სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაიცვალა. დედამ იგი ძმას _ ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში: წარემატა ყოველთაი ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყვარულითა ღმრთისაითა. იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: `სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ხორცთაითა ცხონდებოდა და Hამისწირვაი ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანტელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაი და მოწყალებაი. საღვთო შურით ანთებული მოღვაწე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს. დაყუდებისმოყვარე ბერი დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს, ოცდაათ წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში დაეყუდა. წმიდანს `ერთი ხოლო ზრუნვაი აქუნდა, რაითამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა. იგი თვალს კალათების წვნით ირჩენდა და მოწყალებასაც გასცემდა. იქვე, მახლობლად ღირსი თეოქტისტე მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთამანეთი და იყვნეს ორნივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ~. ჩვეულებრივ, ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ ისინი უდაბნოში გადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში. ერთხელ მათ აქ პოვეს ხევი საშინელი ფრიად ღრმაი, ყოვლადვე მიუვალი ცისგანვე და... ჩრდილოით კერძო ხებისა მის ქუაბი დიდი~, ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი და აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ. მალე, ღვთის ნებით, ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა... ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოქტისტე იქნა დადგენილი. ექვთიმემ კი საძმოს სულიერი მოძღვრობა იტვირთა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა: ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევების სოფელი, რაითა არა ჰყოფდეს ნებასა თვსსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლე და მორჩილებაი და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა და უყუარდეს მას დიდებაი იგი სასუფეველისა ცათაისაი~. იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბერებმა, ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები: ღამე და დღე ვშურებოდე ხელითა ჩემითა, რაითა არავის დაუმძიმო~. ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს ა ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ბერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრების სურვილს გამოთქვამდნენ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზემიერად მიეღოთ საზრდელი.

ამ წლებში ღირსმა ექვთიმემ მრავალი არაბი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარი ასპევეტი და მისი შვილი ტერებონი , რომელიც წმიდანმა სასწაულებრივად განკურნა. ასპევეტს ნათლისღებისას პეტრე დაერქვა და შემდგომში ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

საკვირველთმოქმედ მამას სახელი გაუვარდა და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს~. ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შესთვისა ექვთიმე, დატოვა იქაურობა და მოწაფესთან, დომენსტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა. განმარტოების მაძიებელი მამა უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ჰპოვა გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავითი, და აქ მონასტერი დაარსა. იმ ხენებში მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა წმიდანმა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული აღასრულა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.

მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოქტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ გზად ერთი ადგილი მოეწონა _ განკრძალული, უდაბური, მიუვალი, `ჰაერითა კეთილ ფრიად~, და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად.

როცა წმიდა თეოქტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო, მსწრაფლ აღმოვიდა მისა~, კურთხევა ითხოვა და ევედრა წმიდანს, მათთან დაბრუნებულიყო, სავანეში. მეუდაბნოემ არა ინება მის თანა წარსვლად, მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩავიდოდა ჟამისწირვაზე. ექვთიმეს არ სურდა, მის ირგვლივ მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, მაგრამ ღმერთმა ამცნო: `ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხოვრებაი. კვლავ შემოიკრიბნენ მოძღვრის ირგვლივ სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა. თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ღირსი მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას ოთხასი მგზავრი მიადგა. ექვთიმემ ბრძანა, დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვითო და ზეთი ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარისი მარაგი დარჩათ.

ერთხელ ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერთი გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: მე შევთხოვ ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან, მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა: `შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი. ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი ეშმაკმა შეიპყრო და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დამორჩილდა მოძღვარს. `ღმერთსა სთნავს მორჩილებაი უფროის მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაი სიკუდიდ მიიყვანებს, _ თქვა წმიდა ექვთიმემ.

ერთხელ ორმა ძმამ მონსტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრებდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, ხე, რომელი ადგილითი-ადგილად იცვალებინ, არა გამოიღოს ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს უნდეს კაცსა კეთილსა საქმედ ადგილსა თვსსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნმ თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი.

431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლრი სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიეხმო.

451 წელს ქალკედონში გამოართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა. ღირსმა ექვთიმემ მიიღო ქალკედონის კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერმონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნდა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.

საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს დიდი უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა _ ძმები ცხადად ხედავდნენ, თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი ზეციური ცეცხლით მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას. როცა ექვთიმე ოთხმოცდაორი წლის იყო, მასთან მივიდა ყმაწვილი საბა (შემდგომში _ საბა განმწმედილი, ხს. 5 დეკემბერს), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; ოთხმოცდაათ წელს მიღწეულმა წმიდანმა პატივით მიაბარა მიწას ერთგული თანამოღვაწე _ თეოქტისტე, შემდეგ კი ღმერთმა განუცხადა, რომ მისი აღსასრულის ჟამიც მოახლოებული იყო.

ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა: ესე ღამისთევაი დასასრული არს ღამისთებისა ჩემისაი თქუენ თანა ხორცითა~ და სთხოვა, გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმიდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები: უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაი ჩემი, დაწყებაი და დასასრული საქმეთა კეთილთაი, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაი... თვინიერ სიყუარულისა ვერ შემძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაისამე. ყოველი საქმე კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლე აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან; ძმებს ახალი წინაძღვარი დაუდგინა და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდანის მოწაფე დომენტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს. მეშვიდე დღეს, გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა, `ბრწყინვალებითა თვისითა და უთხრა: `მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთვს, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთვს, რაითა იყო ჩემ თანა~. გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და მიიცვალა.

მოწამენი: ინა, პინა და რიმა ანდრია მოციქულის მოწაფეები იყვნენ, წარმოშობით სლავები, სამხრეთ სკვითიიდან. ისინი სახარებას ქადაგებდნენ ბარბაროსთა შორის, მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამისთვის ადგილობრივმა მთავარმა წმიდანები შეიპყრო და მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. აღმსარებლებმა მხნედ აღიარეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყო მოყინული, რომ მასზე საზიდრებიან ცხენებსაც შეეძლოთ გადასვლა. მთავარმა ბრძანა, ყინულჭრილში გრძელი ძელები ჩაეწყოთ, წმიდანები მათზე მიაბათ და ნელ-ნელა ჩაეშვათ გათოშილ წყალში. როცა ყინულმა მოწამეთა კისრებს უწია, საშინელი ყინვით გატანჯულებმა მარტვილებმა სული უფალს შეჰვედრეს (იხ. 20 იანვრის საკითხავი).

მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) კარისკაცები იყვნენ: ისინი შეესწრნენ თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის (ხს. 5 იანვარს) წამებას, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. ამისთვის წმიდანები სასტიკად აწამეს და დახოცეს: ვასე წელამდე მიწაში ჩამარხეს და გადახერხეს, წმიდა ევსები თავდაღმა დაკიდეს და შუაზე გააპეს, წმიდა ევტიქი ხელებითა და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმიდა ბასილიდეს მუცელი დანით გამოუფატრეს. ეს მოხდა 303 წელს (ხს. 7 თებერვ.).


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო