Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

31 იანვარი

Email Print PDF

18(ახ.31) იანვარი


ღირსი ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი (+1101); ღირსი ალექსი მღვდელ-მონაზონი (შუშანია) (+1923); წმიდანი ალექსანდრიელნი მთავარეპისკოპოსნი ათანასე (+373) და კირილე (+444); ღირსი მარკიანე კვირელი (+დაახლ. 388).

ღირსი ეფრემ მცირე




ღირსი ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი. XI საუკუნის დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის და ფილოსოფოსის ეფრემ მცირის ცხოვრება, სამწუხაროდ, უცნობია, მაგრამ მისი მოსახსენებელი~ და სხვა წყაროები საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპები.

1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან არყის მიზეზი იყო საქართველოს და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი ზემო ქვეყანათა, ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.

აზნაურთა შორის იყვნენ ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე~.მკვლევარები მიიჩვენენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩე კარიჭის ძისა. ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო ბერძნული განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდგომ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცამდე ქართული ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის მოსახსენებელში~ ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მტვრთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებითა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვისა სწავლაი იღუაწა ჩემთვს ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სვმეონ საკვრველთმოქმედისაი. როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან... განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა. გაბრიელ მღვდელი არჩედა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად. ეფრემის სათარგმნელად. ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს.

განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს: 1. თხზულება უნდა ითარგმებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნალ 2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება; 3. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.




 დედნის აზრის შესაგნებლად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა `მცირედ სასუენად, ორწერტილსგანსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა~.

ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის `ასკეტიკონი~, ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები,იოანე დამასკელის `წყარო ცოდნისა~ და უამრავი სხვა.

ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა უწყებაი მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოხსენიების~. XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ ცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანთა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა საქართელოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფელბის დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს წმიდა ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეგრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლის მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერისთაგან~ ერთად შეკრიბა, დაიცვა და დაასაბუთა ქართული ეკლეიის ავტოკეფალია.

ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს. ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103წ.). აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.

საქართველოს ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოღვაეობისათვის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეფრემი წმიდანად შერაცხა.

ღირსი ალექსი (შუშანია)


წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნაქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა,მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.

ალესქის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინა მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელ-მონაზონი თექვსმეტი წლისა იყო. ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა. შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შეშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და, ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად და ღვთისმოსავი. ბიძასთან ყოფნის Hჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.

ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისკენ. ასეთ ბრძოლაშI გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს? ალექსიმ მიუგო: ღმერთი! კვლავ გაისმა ხმა: მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი სამქე და იგი გაარიგებს~. ამის შემდეგ ალექსი ანდევი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.

ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინოპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ. შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი. ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერული მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი ოცი წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.

განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც (შუათანა და. სოფიო, ღვთის განგებით, ალექსიზე ადრე აღიკვეცა მონაზვნად თეკლათის დედათა მონასტერში). ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად აკურთხეს და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით. დაახლოებით 1885 წელს ალექსი დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი _ მღვდელ-მონაზვნად.

1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.

ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გაუმჯობესდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს _ ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამე კი დავრდომილთა და გლახაკთათვის.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხორება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა. მიუხედავად მკაცრი ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლობს. ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქიმმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქიმოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ. ქრისტესმოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის (შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი) ლოცვა-კურთხევით ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და დაკრძაეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად. 2001 წელს წმიდა ალექსი ბერის საფლავზე პატარა ეკლესია აიგო.

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი


წმიდა ათანასესა და კირილეს, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხნსენებას დედა ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ხშირად პატივისცემისა და მადლიერებისა იმ დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად.

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმიდანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა, წმიდა ალექსანდრემ (ხს. 29 მაისს).

ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს, მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა ეპისკოპოსად~ აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შესსაბამებოდა, ნათლობა აღსრულებულად ჩათვალა აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა.

პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ წიგნისმკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკნვადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: წარმართთა წინააღმდეგ და განხორციელებისათვის~. 325 წელს წმიდა ათანასე დიაკვნის ხარისხში პატრიარქ ალექსანდრეს I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: ერთარსი მამისა. ეს სიტყბა მოიწონეს კრების მართლმადიდებლებმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კი მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა პატრიარქის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა _ ოცდარვა წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასზეს ხელი. ორმოცდაშვიდი წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე გაასახლეს ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; ოცი წელი იდევნებოდა წმიდანი: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა `მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად, არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი~, მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი _ ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტად სარწმუნოებას.

არიანელ ეპისკოპოსთა ცრუკრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანებისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრლი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: შენ გაიმარჯვე, გალილეველო! იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე შვიდი წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს, სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში. ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება. წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენებს ორჯერ: 2 მაისს და 18 იანვარს.

წმიდა კირილე ალექსანდრიელი წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ ყველაზე მეტად წმიდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტების შეცნობას ესწრაფოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნეტრიის მთებში მდებარე წმიდა მაკარის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნოვაციანეს ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარ ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.

უფრო საშიში მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენდნენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტიანთა მხეცური მკვლელობების თანხლებით. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი _ ნესტორიანობა. ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს (408-450) კი _ ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.

ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა ოარი ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. კრების მამებმა წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე მოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ, იმპერატორის ბრძანებით, მღვდელმთავრები _ კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.

მალე კირილე და მემნონი გაათავისუფლეს და სხდმები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა: ღვთისმშობლის მაგინებელი მისი ენა მატლებმა დაჭამეს.

მღვდელმთავარი კირილე ოცდათორმეტი წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან. წმიდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში.

ნეტარმა კირილემ შესძლო, დაეძლია არასწორი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინაამღმდეგე იყო და თავჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყრმიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე.

ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (+დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ; ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში _ თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა წმიდა იოანე ოქროპირს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე, როცა შენიშნა, რომ ექროპირი ყოყმანობდა, დაამატა: შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მოიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის. მაშინ იოანემ თქვა: ყოვლადწმიდაო დედაფალო, შევუნდობ შენი მეოხებით, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა მღვდელმთავარი. კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.

ღირსი მარკიანე კვირიელი უდაბნოში მოსაგრეობდა ქალაქ კვიროსის მახლობლად. ის პატარა ქოხში დამკვიდრდა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალოვასა და სათვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, ძალიან ცოტას ჭამდა. ხმა ღირსი მამის წმიდა ცხოვრების შესახებ შორს გავარდა და სულიერი მოღვაწეობის მსურველები მიიზიდა მისკენ. წმიდანმა ძმებისთვის სავანე დაარსა. ღირსმა მარკიანემ უფლისგან საკვირველთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა სენაკში შემოსულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა შემუსრა; ღამით, როცა წმიდანი კითხულობდა, მას ზეციური ალი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა ღირსი მამა. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 388 წელს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო