Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

29 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

16(ახ.29) იანვარი


თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა მოციქულისა პეტრესი; მოწამენი: სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, დიდედა მათი ლეონილა და მათ თანა ნეონი, ტურვონი და იოვილა (+161-180); მოწამე დანაქტი წიგნისმკითხველი (II).

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი 


 

წმიდა პეტრე მოციქულის ბორკილები
(რომი, იტალია)



თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა მოციქულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს ჰეროდე აგრიპას ბრძანებით პეტრე მოციქული შეიპყრეს და, ჯაჭვით შეკრული, საკანში გამოკეტეს. ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვს~. მოხდა სასწაული: ანგელოზი უფლისაი ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესა, და განაღვძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე და დასდასცხვეს ჯაჭუნი იგი ხელთაგან მისთა~. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,1-11). ქრისტიანებმა მოიპოვეს ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის (408-450) მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინოპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდოქსიას გაუგზავნა. ევდოქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავად მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვამისცემად.

მოწამენი: სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, დიდედა მათი ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის (161-180) დროინდელი დევნისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით _ კაბადოკიაში). ლეონილა უკვე ხანში შესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირნელის ერთი მოწაფის ხელით. შემდეგ მან თავისი შვილიშვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღძრულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები. მტარვალებმა ჯალათის კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს, შვილიშვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით, შემდეგ კი ცეცხლში ჩაყარეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს.

მათთან ერთად ეწამა კეთილმსახური იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და მხნედ აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს წმიდანი, შემდეგ კი მახვილით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავისი ქრისტიანობა და მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათ სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.

მოწამე დანატქი ცხოვრობდა II საუკუნეში და წიგნის მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო: მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს; როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.
 


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო