Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

25 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

12(ახ.25) იანვარი


მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი (+226-235); მოწამე მეორტი მხედარი (+2840305); მოწამე პეტრე რომელსა ეწოდა აბესალომ (+309-310); ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393); წმიდა საბა, სერბელი თავარეპისკოპოსი (+1237).

 წმიდა მოწამე ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი



მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასლიც ღვთის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულობა დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში.
როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერუსი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეიძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა, ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა.
გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა თვალები აეხილა მისი მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადადა დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ცაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან შინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქირსტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთისლურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგნი იქვე გარდაიცვალა.
წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდე, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარვალები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს, დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა.
როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძრვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში დააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები.
მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ცეცხლმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო.
ნეტარი დედისთვის `მაგიური ძალა~ რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხცერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დახვდათ. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.


მოწამე მეორტი მხედარი იყო. იგი ქირსტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს ()284-305 დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს. ამისთვის იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილლისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს ამოხდა სული.
მოწამე პეტრე რომელსაც ეწოდა რომელსაც ეწოდა აბესალომ პალესტინის სუფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხოვდა: `მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუღმერთებს მსხვერპლს არ შევწირავ!~ ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცლხში დაწვეს.

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას (ხს. 25 ივლისს) დეად იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონე, იმპერატორ თეოდოსი დიდს (379-395) ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა. მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. ბავშვმა მალე მონაზვნობის სურვილიც გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მოანსტრის იღუმენიამ, თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა.
ევპრაქსია-უფროსი ქველმოქმედებას განაგრძობდა, მარხვა გაამკაცრა, უმატა ლოცვას. განჭვრეტის ნიჭის მქონე დედა თეოდულიამ მას წინასწარ ამცნო აღსასრულის მოახლოება. ღირსმა ევპრაქსიამ მადლობა შესწირა უფალს, გამოემშვიდობა მონასტრის დებს, თავისი ასული კი უკანასკნელად ასე დამოძღვრა: `გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და მოწიწებით ძრწოდე მის წინაშე; დებს პატივი ეცი და იმის გაფიქრებასაც კი ნუ გაბედავ, რომ შენ მათზე მაღლა დგახარ და შეგიძლია ისინი იმსახურო; სულის სიგლახაკე მოიგე, რომ სულიერი საგანძურით სარგებლობა შეგეძლოს~. სამი დღის შემდეგ წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული და იმავე სავანეში დაკრძალეს, სადა მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა


წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა, ერობაში _ (რესტისლავ რასტკო), სერბეთის თვითმპყრობლის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. მშობლები ხედავდნენ შვილის საოცარ ნიჭიერებას და ფიქრობდნენ, თხუთმეტი წლის ასაკში ჰერცოგოვინის მმართველად დაედგინათ იგი, მაგრამ ღმერთი სხვა სარბიელისთვის ამზადებდა თავის რჩეულს: რორსტისლავს ბავშვობიდანვე ძლიერ იზიდავდა მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურება და თავს არიდებდა უქმისიტყვაობას, სიცისა და გართობას. ერთხელ სასახლეში მდიდრული ქეიფი იყო გაჩაღებული, სადაც მეფის ძე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას მხიარული ახალგაზრდობის გარემოცვაში ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე გულზე სევდა, მისი სული რაღაც სხვას თხოულობდა, სხვაგან ისწრაფოდა. ამ დროს ყმაწვილმა გაიგო, რომ მათთან სტუმრად რუსი ბერი მოსულიყო, უჩუმრად განერიდა მოქეიფეებს, თავის ოთახში გაიყვანა სტუმარი და დიდხანს უსმენდა მის მონათხრობს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზე. ამ დღეს, აქ მან ჰპოვა, რასაც ეძებდა, სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება და გადაწყვიტა, მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა თავი. მან მამას დაუბარა, სანადიროდ მივდივარო დიდი ხნით, შემდეგ მსახურები სხვადასხვა მხარეს დაგზავნა, თვითონ კი ათონზე გაემგზავრა, პენტელეიმონის რუსულ მონასტერში. ამ დროს მომავალი წმიდანი 19 წლისა იყო. როცა მამამ შვილის ადგილსამყოფელი გაიგო, სასწრაფოდ შეჰყარა ლაშქარი ერთგული მხედართმთავრის სარდლობით და იმ ოლქის გამგებელს, რომელშიც ათონი შედიოდა, შეუთვალა, ან შვილი დამიბრუნეთ, ან საომრად გაემზადეთო. მონასტერში ჩასულმა სარდალმა მეომრებს ბრძანა, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური როსტისლავისთვის, ამგრამ მათ ბერი ღვინო დალიეს, დათვრნენ და ჩაეძინათ. მეფისწულმა ისარგებლა შემთხვევით, ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა და ბერადაც აღიკვეცა საბას სახელით (1186წ). ახალნაკურთხმა ბერმა მშობლებს თავისი საერო ტანსაცმელი, მოკვეცილი თმები და წერილი გაუგზავნა.
 მეფე სტეფანემ ათონზე დიდძალი ოქრო გაგზავნა სავანეთა შესამკობად და გლახაკთათვის, მაგრამ ამის ღვთისმოყვარე ძეს მეტი სურდა: იგი ნატრობდა, მამაც მის გვერდით ეხილა, სულის საცხოვნებლად მოღვაწე ბერებს შორის. უფალმა ყურად იღო თავისი რჩეულის ვედრება და მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნად შEდგნენ: მამას მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნებად შედგნენ: მამას სვიმეონი დაექრვა, დედას კი _ ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერყ. წმიდა სვიმეონი მალე მიიცვალა. ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას. ამ წინასწართქმის აღსრულებამდე საბა განაგრძობდა ჩვეულ მოღვაწეობას: ნუგეშს სცემდა განდეგილ ბერებს, ზრუნავდა გლახაკებზე; მან შესძლო, ტყვედ წასხმული კარაკალის მონასტრის იღუმენი და ძმები სავანეს დაებრუნებინა. ხილენდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი _ მღვდლად. თესალონიკში წმიდანს არქიმანდრიტად დაასხნეს ხელნი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანე სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს.
სერბეთში წმიდა მამის მოღვაწეობას მრავალი ნიში და სასწაული ახლდა თან. როცა ღამისთევის ლოცვებისა და ლიტურგიის დროს საბა თავისი მამის უხრწნელ ცხედარს უკმევდა, ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა.
უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთის ომი გამოცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმიდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. წმიდა მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთის ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღწვოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა _ სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი _ რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმიდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღვდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და განამტკიცა მრევლი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში... ამის შემდეგ კი მღვდელ-მონაზონ არსენის დაასხა ხელი ეპისკოპოსად, დალოცა ყველა და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმიდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე დიდი მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.
სერბეთის ეკლესიის პირველმა მთავარეპისკოპოსმა თავისი ცხოვრება ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში დაასრულა (+1237). მალე საბას წმიდა ნაწილები სერბეთში გადაასვენეს. გადასვენებისას იმდენი სასწაული აღესრულა, რომ ბულგარელები განაწყენდნენ თავიანთ მეფეზე, როგორ თმობსო ასეთ საუნჯეს. წმიდანის ცხედარი მელეშობოს ტაძარში დაასვენეს. აქაც მრავალი კურნება მოხდა. სასწაულები აღესრულებოდა ტირნოვოში დარჩენილ საბას სერბელის მემკვიდრეობის მნიშვნელობა სლავებისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილენდარის მონასტერყ დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულისკანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცადა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეკლესია.

ხატი ღმრთისმშობლისა ძუძუსმაწოვებელი



12(25)_ხატი ღმრთისმშობლისა ,,ძუძუსმაწოვებელი”-ევედრებიან მეძუძური დედები, ასევე მშობიარობისას.
ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ძუძუსმაწოვებელი ეწოდება, ამჟამად ათონზეა<, ხილანდარის მონასტრის ერთ-ერთ ეკლესიაში იმყოფება. ზეპირი გადმოცემა იუწყება, რომ თავდაპირველად ეს ხატი ყოფილა კუთვნილება წმინდა საბა განწმენდილის ლავრისა, რომელიც იერუსალიმის ახლოს მდებარეობს. მონასტრის დამაარსებელმა წმ.საბამ იწინასწარმეტყველა, რომ მის სავანეს მომავალში მოილოცავდა მისი თანამოსახელე სერბეთიდან და ძუძუსმაწოვებელი ღმრთისმშობლის ხატი მონასტრიდან კურთხევის ნიშნად მისთვის უნდა მიეძღვნათ. წინასწარმეტყველება 8 საუკუნის შემდეგ ახდა, როდესაც პალესტინაში სერბელი ეპისკოპოსი საბა ჩავიდა ,სწორედ მას გადაეცა ღვთისმშობლის ,,ძუძუსმაწოვებელი” და ,,სამხელა” ხატები. სერბეთში დაბრუნებისას ეპისკოპოსმა საბა სერბელმა ათონი მოინახულა, სადაც ხილანდარის მონასტერი დააარსა და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი იქ დატოვა.



ტროპარი,ხმა3



ნებითა მამისაითა სულისაგან წმინდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნითგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყმასა მას, ეგრეცა დაუცადებელად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი.
ლოცვა
შეიწირე, დედუფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმინდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა და ღმერთსა ჩვენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმინდაო დედუფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, -ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსნენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა აღავსენ, რამეთუ აწ და მარადის შუამდგომელობითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღუთისაო,მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩვენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა..ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმინდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩვენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩვენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდვათა და უძლურებათა ჩვენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მმიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო