Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

22 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

9(ახ.22) იანვარი


წინასწარმეტყველი სამე (X ს. ქრისტეს შობამდე); მოწამე პოლიევქტო მხედარი (+259); ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი (IV); ღირსი ევსტრატი საკვირველთმოქმედი (IX); წმინდა ფილიპე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტიი, (+1569).

წმიდა პოლიევქტო



 წინასწარმეტყველი პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა. წმინდანი ქრისტიან მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, ნეარქმა პოლიევქტოს უთხრა: ძმაო, ცვენ მალე გავიყრებით: მე ქრისტესთვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე. პოლიევქტომ მიუგო, რომ ძილში იხილა ქრისტე, რომელმაც ახალი, ბრწყინვალე სამოსით შემოსა იგი. ამ წუთიდან, _ თქვა მან, _ მე მზად ვარ ქრისტეს სამსახურისათვის ~. პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხცელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია კერპები.
 პოლიევქტოს სიმამრს, მმართველ ფილოქსს, რომელსაც ევალებოდა მეფის ბრძანების შესრულება თავზარი დასცა სიძის საქციელმა. ახლა შენ უნდა მოკვდე! _ თქვა მან, _ წადი, გამოემშვიდობე ცოლ-შვილს~. ცოლი ტირილით ევედრებოდა წმიდანს, უარეყო ქრისტე, მაგრამ პოლიევქტოს ვერაფერმა შეაცვნევინა განზრახვა, _ მან სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს (+259).
მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. წმიდა პოლიევტქო ითვლება დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად.
წმიდა პეტრე სებასტიელი. მღვდელმთავრების _ ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხს. 1 და 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას _ მარკიანეს (ხს.19 ივლისს).
პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად. მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა 381 წელს კონსტანტინოპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.
ღირსი ევსტრატი ქალაქ ტარსოსში დაიბადა. ოცი წლისამ მან ფარულად დატოვა ოჯახი, ავგაროვის სავანეში (ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვიდრა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა: მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს. ხამბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში ღირსი ევსტრატი განერიდა დევნას და მთებსა და უდაბნოებში მოღვაწეობდა. წმიდანი მშვიდობი მიიცვალა, 95 წლის ასაკში.
მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში _ თეოდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო.
მოსკოვის მთავარმა ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიწვია ახალგაზრდა თევდორე. სამეფო კარის ატმოსფერო თრგუნავდა წმინდანს, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი, კარგა ხანი ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყემსობით ირჩენდა, შემდეგ კი თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკის მონასტერში მივიდა. იგი ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და ფილიპე უწოდა.
1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ფილიპე სოლოვკის სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასრისათვის: შეადგინა ახალი წესდება, ააგო ორი დიდებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელზე. თვითონაც რიგითი მუშაკივით მუშაობდა მშენებლებს შორის.
თვრამეტი წელი წინამძღვრობდა სოლოვკის სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირვემთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად მასაც სამართლიანად ვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: მეფე ივანე მრისხანემ გადაწყვიტა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე მესაჭედ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქმნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.

ფილიპე დიდხანს უარობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაეუქმებინა ოპრიჩნინა _ სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს წმიდა ფილიპე მოსკოვის მღვდელმთავარი გახდა.

 ივანე მრისხანე, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წინააღმდეგობრივი ისტორიული მოღვაწე, დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობდა: ის იყო ნიჭიერი მწერალი და ბიბლიოგრაფი, თავად ღებულობდა მონაწილეობას მატიანეები შედგენაში და თავადვე მოულოდნელად გაწყვიტა მოსკოვის ჟამთააღმწერლობის ჟაჭვი, კარგად ერკვეოდა სამონასტრო წესდებაში. ივანე მრისხანე თავისი მოღვაწეობის ყოველ ნაბიჯს, სასტიკ ზომებს, რომლითაც ცდილობდა რუსული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეულ გარდაქმნას, ისტორიაში ღვთIს ნების გამოვლინებად თვლიდა. ერთხელ, წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში ღვთისმსახურებაზე ჩასულმა მეფემ იღუმენიასა და ძმათა კრებულის წინაშე ბერად აღკვეცის სურვილი გამოთქვა და ფერხთით ჩაუვარდა წინამძღვარს. მანაც მონაზვნობის კურთევა მისცა მონანულ თვითმპყრობელს. ამ დღიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების მანძილზე მელანდება მე დაწყევლილს, რომ ნახევრად უკვე შავოსანი ვარ~, _ წერდა ივანე მრისხანე. თვით ოპრინჩინაც მას მონაზონთა ორდენის სახით ჰქონდა ჩაფიქრებული: მას შემდეგ, რაც იარალითა და საბრძოლო ღვაწლით სამსახურს აღასრულებდნენ, ოპრინჩიკებს მონაზვნური სამოსელი უნდა შეეემოსათ და ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებას დასწრებოდნენ, რომელიც დილის 4 საათიდან 10 საათამდე გრძელდებოდა. `ძმას~, რომელიც დილის 4 საათზე არ გამოცხადდებოდა ღვთისმსახურებაზე, მეფე-იღუმენი იპეტიმიას ადებდა.
თვითონ იოანე ვაჟიშვილებთან ერთად ლოცულობდა და საეკლესიო გუნდშიც გალობდა. ტაძრიდან ოპრიჩნიკები სატრაპეზოში მიდიოდნენ, ჭამის დროს მეფე თვალყურს ადევნებდა მათ. ნარჩენ სანოვაგეს მეომრები მაგიდიდან კრეფდნენ და სარაპეზოდან გამოსვლისთანავე გლახაკებს ურიგებდნენ. ივანე მრისხანე, დიდი მამების მიბაძვით, ცრემლებით ცდილობდა თავისი და თავია თანამებრძოლთა ცოდვების ჩამორეცხვას. იგი თავს ირწმუნებდა იმაში, რომ ყველაზე საშინელ და სასტიკ ქმედებებსაც კი რუსეთის საკეთილდღეოდ და მართლმადიდებლობის სადიდებლად სჩადიოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მეფის ბრძანებით, შეადგინეს მისი ოპრიჩნიკებისა და პირადად მის მიერ დახოცილთა სრული ნუსხა და დაგზავნეს რუსეთის მონასტრებში.
ივანეს ცრუმონაზვნობა, პირქუშ უღლად ქედზე რომ აწვა რუსეთს, აღაშფოთებდა წმიდა ფილიპეს. იგი თვლიდა, რომ არ შეიძლება მიწიერისა და ზეციურის აღრევა, არ შეიძლება ერთდროულად ემსახურო მახვილსაც და ჯვარსაც. მით უმეტეს, რომ წმიდა ფილიპე ხედავდა, თუ რამდენი მოუნანიებელი ბოღმა და სიძულვილი იმალებოდა ოპრიჩნიკთა შავი სამოსლების ქვეშ. მათ შორის იყვნენ პროფესიონალი მკვლელები, გამომძალველები და მძარცველები. მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.
 1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: მოღალატეები აპირებდნენ, ხელში ჩაეგდოთ მეფე და გადაეცათ იგი პოლონელებისათვის, რომლებიც რუსეთის საზღვარს მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს. ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა. საბოლოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის მოხდა 1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრინჩიკებთან ერთად შევიდა მიძIნების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრინჩიკების უსჯულოება. ივანემ მას რისხვით მიმართა: `ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!~ და დასძინა: `თქვენ მე ძალიან რბილად გეპყრობით!
 მეფე კიდევ უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრამ იმატა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანემ მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ საჯარო სასამართლო მოუწყვეს მიტროპოლიტ ფილიპეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოკის სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მისმიერ ელდასხმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც. მე, ჩემი წინაპრების მსგავსად, მწირი ვარ ამსოფლად _ მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის! _ აღუშფოთებლად პასუხობდა მღვდელმთავარი. მან უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე. წმიდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: მას შემდეგ, რაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურგია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბრს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, გამოაგდეს ტაძრიდან და დიდხანს აწამებდნენ. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა. 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო