Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

20 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

7(ახ.20) იანვარი


კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. მართლადიდებელ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტში. იოანე უდიდესი იყო წინასყარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინაასწარმეტყველება: ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი~. წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარ ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა (ლკ. 1,13-17). წმიდანის დედა – ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან მიდგომილი ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში (ლკ. 1,41). იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა.



ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელტა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ფელური~ (მთ. 3,4).
 ოცდაათი წლის იყო უფლის წინამორვედი, როცა პურიასტინის უდაბნოში გავიდა სინანულის საქადაგებლად, შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა(მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღსრულებდნენ სჯლს, გულით კი განშორებულ იყვნენ ღმრთისაგან: ნაშობნო რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი.

უკანასკნელი წინასწარმეტყველება, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მიდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ.
 წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ მისთა ტვირთად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა (მთ. 3,11). იოანემ შერიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მიმავალი ტარიგი უფლისა, მე მიქმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალა? (მთ. 3,14), მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მონათლა მაცხოვარი და მის თავზე ელის შეხებით თვითონაც მოინათლა. იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის, ანტიპა პეროდეს უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: სიხარულითა ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა.



 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო