Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

19 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

6(ახ.19) იანვარი

ტროპარი:


რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა



კონდაკი:


განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

 ● წმიდისა იოანე ოქროპირი
საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე

ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ებრაელები ასრულებდნენ წყლით განწმენდის წესს, არაწმიდა (მკვდრის შემხებელი, არაწმიდის მჭამელი...) წყლით უნდა განბანილიყო.
იოანე ნათლისმცემელმა ხალხს სინანულის ნათლისღებისკენ მოუწოდა `შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა~, - ქადაგებდა იგი. მასთან მისული ხალხი აღიარებდა ცოდვებს და წყლით იწმინდებოდა, მაგრამ ამ ნათლობას არ ჰქონდა ცოდვათა მიტევების ძალა, ის თავისი მადლითა და შინაარსით იუდეურ და ქრისტიანულ ნათლობებს შორის იდგა. წმიდა იოანე ამხელდა მასთან შეუნანებლადმისულებს: `ნაშობნო იქედნეთანო, ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სიანულისა... რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიკუეთოს და ცეცხლსა დაედვას~.
ხალხში იმდენად დიდი იყო წმინდა იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრი მას მესიად თვლიდა, იოანე კი ყველას ეუბნებოდა, რომ ის არ იყო მესია: `მე უკუე ნათელ-გცემ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვამლთა მისთა ტვრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა~. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ეს იყო ხალხის მესიასთან შესასხვედრად მომზადების საუკეთესო ფორმა. იაონემ აღასრულა ესაიას წინასწარმეტყველება – გნამზადა გზანი უფლისანი (ეს. 40,3; მთ 3,3).

ალხმა გაიგო, რომ შემდგომად იოანესა მესია მოვალს და ყველა ელოდებოდა მხსნელის გამოჩენას. `მაშინ მოვიდა იესუ გალილეათ იორდანედ იოავანესა ნათლის-ღებად მისგან~. იოანე, რომელიც ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა, შეკრთა. ღვთის განებით, მან იცნო მესია და აღარ იცოდა, რა ეთქვა მისთვის. რა უნდა შეენანა უცოდველს, რაში სჭირდებოდა განწმენდა მას, ისაც თვითონ უნდა განეწმინდა ყოველი?! `მე მიქმს შენ მიერ ნალის-ღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა?~ - შიშით ჰკითხა მასთან მისულ ღმერთ-კაცს შეძრწუნებულმა იოანემ. `აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის აღსრულებად ყოველი სიმართლე~, - ბრძანა მაცხოვარმა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამ ადგილის განმარტოებისას ამბობს, რომ სიმართლის აღსრულება არის მცნებების დაცვა, და რაკი კაცობრიობამ მცნებები ვერ შეასრულა, თვით უფალი მოვიდა `აღსრულებად ყოველი სიმართლისა~. უფრო მეტი სიცხადისათვის წმიდა მამა კაცობრიობას ადარებს დიდი ვალის გადაუხდელობისათვის სიკვდილმისჯილს, ხიკი ქრისტეს გვისახავს ჩვენი ვალის გადამხდელად. ქრისტემ `იორდანეს შინა ნათლისღებაი თავს იდვა ჩუენისა ცხოვრებისათვის~.
ნათლისღება განცხადებაც იწეოდა, რადგან ამ დღეს განცხადდა ქრისტე ღმერთი, როგორც წმიდა სამების ერთ-ერთი პირი. ნათლისღების დღესასწაული ლიტურგიკულ კრებულებში მოხსენიებულია როგორც გაცხადება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო