Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

18 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

5(ახ.18) იანვარი


წინასწარმეტყველი მიქეა (IXს. ქრისტეს შობამდე), მღვდელმოწამე: თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და თეონა მოგვყოფილი (+303); ღირსი დედა სვინკლიტიკია ალექსანდრიელი (+დაახლ. 350); ღირსი აპოლინარია (+დაახლ. 470); წმინდა ფოსტირიოს მეუდაბნოე და მინა მონაზონი (VI); ღირსი გრიგოლ აკრიტელი (+დაახლ 820).


წმინდა წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაათავისუფლეს. მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.
წმინდა თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმინდა თეოპემტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს (284-305) დროს. უს გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თავის კარზე იხმო მართმლადიდებლობის ქადაგი და მოსთხოვა, აპოლონის კერპისათვის ეცა თაყვანი. პასუხად მტკიცე უარის მიღების შემდე თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით ეტანჯათ იგი. ამგვარმა სისასტიკემაც ვერაფერი დააკლო უფლის რჩეულს. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარს თეონას სთხოვა შემწეობა.
 მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამი უძლური აღმოჩნდა მღვდელმთავრის სიწმიდის წინაშე. მაშინ ჯადოქარმა სცნო თავიცი ბილწი მფარველის უძურება და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმინდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც გაბრძნობილს~ ნიშნავს. დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემპტს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან ქრისტეს უარყოფა. წმინდანი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ გამხეცებული მარვალის ბრძანებით ენითაუწერელი სატანჯველებით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმინდა თეონაც მოწამეობრივად აღესრულა: მან უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.
ღირსი დედა სვინკლიტიკია ალექსანდრიელი შეძლებული გავლენიანი ოჯახის ასული იყო. მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს.
მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დამკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმიანდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სვინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმინდანს მძიმე სენი შეეყარა. ახოვანმა მოსაგრემ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოთმინებით გაუძლო განსაცდელს და გარდაიცვალა 350 წელს, 83 წლის ასაკში.

ღირსი აპოლინარია


ღირსი აპოლინარია იყო ასული ანთემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება მოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა. შემდეგ ქალწული, უფლის მინიშნებით, მაკარი მეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრებით.

აპოლინარიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ იგი ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა სნეულ, ბერ დოროთეს (წმინდა აპოლონარიას) მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა იგი. სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ბოროტი. ეშმაკმა თავის ჭურჭელს ურსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნე სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს. წმინდა აპოლინარია მეომრებს მშობლიურ სახლში გაჰყვა, საკუთარ დაში დაბუდებული ბოროტი სული განდევნა, გამოეცნაურა დედ-მამას, სთხოვა არავისთვის არ ეთქვათ ამ საიდუმლოს შესახებ და ისევ სავანეს დაუბრუნდა. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო. წმინდანის ცხედარი დაკრძალეს წმინდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში.

ღირსი ფოსტირიოს მეუდაბნოე მაღალ მტაზე მოსაგრეობდა ავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაივა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.
ღირსი მინა მოღვაწეობდა სინას მთაზე, იგი ორმოცდაათი წელი ცხოვრობდა მონასტერში და მშვიდობით აღესრულა VI ს-ის II ნახევარში.
ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კაგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმბრძოლობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.
ოცი წლის იყო წმინდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა, იქ თორმეტი წელი დაჰყო. იქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სინადელ ეპისკოპოსს (ხს. 23 მაისს), რომელმაც ან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოსაგრეობდა.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო