Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

17 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

4(ახ.17) იანვარი


ღირსნი მამანი ევარგე (VI) ელია დიაკონი (VI) და სხვანი; კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა რომელნი იყვნენ იაკობ – ძმა უფლისა, მარკოზ და ლუკა მახარებლები, კლეოპა, სვიმეონი – ნათესავნი უფლისა, ბარნაბა, იოსია (იოსტოსი), თადეოზი, ანანია, სტეფანე პირველმოწამე, ფილიპე, პროხორე, ნიკაწორი, ტიმონი და პარმენი – შვიდთა დიაკონთაგანი, ტიმოთე, ტიტე, ფილიმონი, ონისიმე, ეპაფრასი, არქიპო, შილა, სილოვანე, კრისკენტი, კრისპე, ეპენეტი, ანდრონიკე, სტაქო, ამპლი, ურვანი, ნარკისი, აპელი, არისტობულე, იროდიონი, აბაგო, რუფე, ასინკრიტე, ფლეგონტი, ერმი, პატროვი, ერმი, ლინე, გაიოზი, ფილოლოფი, ლუკი, იასონი, სოსიპატრე, ოლიმპი, ტერტი, ერასტი, კვარტი, ებოდი, ონისიფორე, კლიმენტი, სოსთენი, აპოლო, ტვიქიკე, ეპიფროდიტე, კარპე, კოდრატე, მარკოზი, ზინა, არისტარქე, ჰუდი, პროფიმე, მარკოზი (ბარნაბას ძმისწული), არტემი, აკვილა, ფორტუნატე და აქაიკი, დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი (I); ღირსმოწამე ზოსიმე მონოზონი და მოწამე ათანასე (III-IV). ღირსი თეოქტისტე – სიკელიის კუკუმოს იღუმენი (+800); ღირსი ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი.

ღირსი ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი




ღირსი ევარგე იყო მთავარი ციხედედისა. ღვშისმსახურ და მორწმუნე მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ერთხელ ევარგე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს და ყველიერის ხუთშაბათს) მოღვაწეობდა. ნადირობისასა მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი. რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: `კაცი ვარ უცხოი და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაითა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხოვრებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა~. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: `ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა~. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთებდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: `დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო~.
ღირსმა შიომ წმინდა ევაგრეს, კვერთხი მისცა და უბრძანა: `კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ ხმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზაგცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი~. ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმინდანი მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.
სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.

ღირსმა შიომ წინასწარ განჭვრიტა, რომ უდაბნოში მოღვაწე ბერები გამრავლდებოდნენ და ღვთის მიერ მინიშნებულ ადგილას ეკლესია ააგო. მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცდადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი სპასპეტის ბერად აღკვეცა, ძალიან ეწყინა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევაგრე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლიებინა, მაგრამ ღირსმა მამა მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: `ჰოი მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევურაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე~. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვაბული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვირველი ბერის წინაშე დაიჩოქა.
ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა ოთხი დაბა, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა საჭურჭლე შესწირა ღირსი შიოს მონასტერს, შესაწირავთა შორის იყო აგრეთვე წმინდა ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარებაც.
ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო, მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ.
როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: `გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათვის; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შტასვლა მღვმესა შინა, რომელი შევმზადე საყოველთაოდ და საფლავად ჩმედა~. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმინდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია. მშვიდსა და გულით მდაბალ ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა: `ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მიაძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა~, - შეევედრა იგი წმინდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: `უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვდრო დიდებასა მას უხილავსა~. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს.
წმინდა ელია დიაკონი იყო წმინდა იოვანე ზედაზნელის (ხს.7(20)მაისი) უახლოესი მოწაფე და მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზნის მთაზე. ზედაზენი ტყიანი და უწყლო ადგილი იყო, მრავალი განსაცდელების დათმენა და წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდათ წმინდა მამებს. მკაცრ მარხვასა და განუწყვეტლივ ლოცვასთან ერთად მათ მძიმე ფიზიკური შრომაც უწევდათ. ელია დიაკონი შორი მანძილიდან ეზოდებოდა წყალს. იოვანეს ლოცვით ღმერთმა მათ საცხოვრისთან ახლოს წყარო აღმოაცენა. `დღესა ერთსა ნეტარი ელია დიაკონი მოვიდა წყაროსა მას ღმრთივმოცემულსა მოღებად წყლისა და მუნ დგა წყაროსა მის თანა დათვი... და შეეშინდა ფრიად ნეტარსა ელიას და გარე-იქცა და უთხრა დიდსა იოვანეს~. იოვანეს ლოცვით დათვი მოშინაურდა და ნეტარი ელიას ანამსახურად იქცა. მამების სიწმიდემ მხეცთა ბუნებაც კი შესცვალა. გადმოცემით, ამის შემდეგ ზედაზნის ტყეში მცხოვრები დათვები აღარ ვნებენ შინაურ პირუტყვს და არც არავინ ნადირობს დათვებზე ზედაზნის ტყეში.
ზედაზნის მთაზე მცხოვრები მამების სიწმიდემ და მათ მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა უამრავი ადამიანი მიიზიდა მათთან. წმინდა ელია დიაკონი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა და მშვიდობით აღესრულა, მისი სულიერი მოძრვრის გარდაცვალების შემდეგ.
ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნის და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლოდ ღმერთა უწყის იქ მოღვაწე წმინდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმინდა ელია დიაკვნის სახით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმინდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან.
კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაშI დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ პატივისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან სამოცდაათი გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება. 4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ სამოცდაათთავე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ.

წმიდა დიონისე არეოპაგელი


 წმინდა დიონისე არეოპაგელი ათენში ცხოვრობდა, იქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლისში განისწავლა ასტონომიაში. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფანთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას, - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე არეოპაგის – ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს უცნაური ღმერთის~ განკაცება ახარა და ქრისტიანული სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი მოციქულმა პავლემ მას ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

 ჯერ კიდევ ყოვლადწმინდა ქალწულის სიცოცხლეში, ათენიდან იერუსალიმში საგანგებოდ მის სანახავად ჩასული დიონისე პავლე მოციქულს წერდა: ღმერთი მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიზიარებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე – ცის კაბადონზე, ყოვლადწმინდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი ბაგრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფროვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე~.
პავლე მოციქულის აღსრულების შემდეგ დიონისე, დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, დიონისე და მისი ორი თანმხლები ხუცესი უსტიკი და დიაკონი ელეფთერი შეიპყრეს. ღამით დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მიიტანა და იქ დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.
დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით საღმრთოთა სახელთათვს ზეცათა მღვდელთმთავრობისათვის


საეკლესიოისა მღვდელთმთავრობისათვის, საიდუმლო ღვთისმეტყვეკებსათვს, და ათი ეპისტოლით. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI-ს-ის I ნახევრამდე, წმინდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. დიონისე არეოპაგელის თხზულებები Xისს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე მთლიანად თარგმნა ეფრემ მცირემ.
 სვიმეონ ნიგერი იმდენად წარემართა მოციქულებრივ ღვაწლში, რომ მას უფლის 70 რჩეული მოწაფის გვერდით აყენებენ. ცნობებს მის შესახებ `მოციქულთა საქმეებში~ ვხდებით. იყვნეს ანტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინასწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სვმეონ, რომელსა იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კვირინელი და მანაინ, რომელი – იგი იყო ძუძუის-მტე ჰეროდე მეფისაი და სავლე~ (საქ. 13,1).
ღირსი ზოსიმე მონაზონი და ათანაზე წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმინდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ (ღირსი ზოსიმეს ხსენებას ეკლესია 19 სექტემბერსაც აღნიშნავს).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო