Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

14 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

1(ახ.14) იანვარი


წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი; წმიდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (+379); მოწამე ბასილი ანკვირიელი (+დაახლ. 362 წ.); წმინდა ემილია, ბასილი დიდის დედა (IV).


ახალი წელი (სამოქალაქო). იანვრის ძველი სახელია აპნისი. იანვარი ამ თვეს ძველმა რომაელებმა უწოდეს წარმართული ღვთაების, იანუსის სახელის ნუხედვით. თვით იანუსის კერპი ორსახოვანი იყო. მისი წინა სახე (ახალგაზრდა) შორს, სივრცეში იყურებოდა, უკანა სახე (მოხუცებული) კი, ვალმოხდილი და ჩაფიქრებული, თითქოს ძველისა და ახლის, დასაწყისისა და დასასრულის ერთობას წარმოადგენდა. ქრისტეს შობალმდე ცოტა ხნით ადრე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან დაიწყეს – ეს იყო სახალხო დღესასწაული რომისათვის დამახასიათებელი წელიწადის ათვლას 1 მარტიდან იწყებდნენ.

დროისა და ქვეყნიერების მიხედვით ახალი წელი იზეიმებოდა 1 მარტს (სამყაროს შექმნა), 25 მარტს (ხარება), 1 სექტემბერს (იესო ქრისტეს ტაძარში შესვლა; ლკ. I, 18-19), 27 სექტემბერს (იოანე ნათლისმცემლის მუცლადღება), 25 დეკემბერს (იესო ქრისტეს შობა)...

1954 წელს საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის ბრძანებით საფრანგეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 1 იანვრიდან, რაც შემდგომ თანდათან გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. საეკლესიო ტიპიკონით, ახალი წელი ყოველთვის ხსნილია. საქართველოს ყოველ კუთხეში თავისებურად ხვდებიან ამ დღესასწაულს: ახალი წლისათვის ინახება საშობაოდ დაკლული ღორის თავი, რომლის ირგვლივ გაწყობილი სადღესასწაულო კერძებისა და ჭირნახულის სიმრავლე იმედით ავსებს ოჯახს, აცხობენ განსაკუთრებულ პურებს - `ბასილის კვერებს~ (ბასილი დიდის ხსენების პატივსაცემად), ამზადებენ ჩიჩილაკს `ბასილის წვერებით...


ეკლესია ამ დღეს ლოცულობს, `რათა უფალნამ ღმერთმან ჩუენმან აკურთხოს დასაწყისი და გადასვლა წლისა... აკურთხოს გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა თვისითა და დააცხრის ჩვენს შორის ყოველი მტრობა, უწესობა, ურთიერთს ბრძოლა და მოგვანიჭოს მშვიდობა, მტკიცე და პირუთვნელი სიყვარული, კეთილსახიერებითი თანხმობა და სათნოებით ცხოვრება~.

სამოქალაქო ცხოვრებაში ახალი, გრიგორიანული კალენდრის დამკვიდრებამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია ერში. ახალი სტილით 1 იანვარი საშობაო მარხვაში ხვდება და ქრისტიანების დიდი ნაწილი ნებსით თუ უნებლიეთ, სახსნილო საჭმლით თუ არა, მარხვისთვის მიუღებელი მხიარულებით მაინც იზიარებს ახალი წლის აღნიშვნის თანამედროვე ტრადიციას, `ძველით ახალი წლის~ ზეიმი კი ხელმეორედ აღნიშვნით თითქოს უფერულდება.

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაცვეთა უფლის მიერ მამამთავარი აბრაამისა და მისი შტამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგეონებლად შეს. 17,10-14; ლევ. 12,3). შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა (ლუკა, 1,31-33; 2,21). იესო მაცხოვარს ნიშნავს მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა (კოლ. 2,11-12).
ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.


 

წმიდა ბასილი დიდი


ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმინდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.
ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანამ იქნა შერაცხილი: ბასილი, მარკინე (ხს.9 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს. 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (9 იანვარს) და ღირსი თეოზვა დიაკონისა (10 იანვარს).
სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: `რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოისა სწავლისა და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაი~. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინოპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით ცნობილ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მამთა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.

მეუღლის სიკვდილის შემდეგ წმიდა ბასილის დედა უფროს ასულ მარკინესთან და რამდენიმე ქალწულთან ერთად მდინარე ირისის ნაპირას, საგვარეუო მამულში განმარტოვდა და ასკეტური ღვაწლის იტვირთა. ბასილი კი მოინათლა და კესარიელი ეპისკოპოსის, დიანის კურთხევით მედავითნედ იქნა დადგენილი.

მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად ბასილიმ იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა, მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა, შემდეგ კი ემილიასა და მარკიანესთან ახლოს, მდინარის მეორე ნაპირას ძმათა საცხოვრისი დაარსა. თავისი წერილებით ბასილი დიდმა უდაბნოში მიიზიდა გრიგოლ ღვთისმეტველი. ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ სენაკებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავნდენ უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს... მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან. ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი წსავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს საშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული `ფილოკალია~ (`სიკეთისმოყვარება~). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ. იმპერატორ კონსტანციუსის (337-361) მეფობაში გავრცელდა არუიზუს ცრყსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახუი მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელე მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსები კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გამოითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებას ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსებიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმინდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმინდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსების თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა, ფაქტიურად, ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ – დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურგიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები `ექუსთა დღეთათვის~, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - `ასკეტიკონი~ (ეფრემ მცირის თარგმანით - `სამოღვაწეო წიგნი`) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიუსის წინააღმდეგ.

ევსები კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმინდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას თერთმეტი პროვინციის ორმოცდაათი ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილისმაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმინდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილები ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.

იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანელობას. ამავე მიზნით ჩავიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. ` შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნიხ გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არც ერთ ადგილს არ ვარ მიჯაჭვული: ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ – სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი~.მმართველი გაოგნებული უსმენდა. `ალბათ არასდროს შეხვედრიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმინდანი, - თორემ მისგანაც უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ მშვიდნი და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღდგნენ მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ~.

როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: `დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა!~ ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შტაბეჭდილება მოახდინა ვალენტინზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო