Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

5 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

23(ახ.5.01) დეკემბერი


ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოფილე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზეტიკე, პომპოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი (III); ღირსი ნიფონტი _ კვიპრელი ეპისკოპოსი (IV); ღირსი პავლე _ ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (IV).


ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულემ სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულნენ ქრისტესთვის. კუნძულ კრეტის მმართველი _ იმპერატორის თანამოსახელე _ სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჰეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალატები.

ღირსი ნიფონტი _ კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. ბავშვობაში იგი მშვიდი და კეთილი იყო, საეკლესიო მსახურებებზე დასწრება უყვარდა, მაგრამ სიჭაბუკეში თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს მოდიოდა, სულიერი თვალებით ჭვრეტდა თავისი დაცემის სიღრმეს და ძრწოლა იპყრობდა, მაგრამ უფლისგან შენდობის მიღების იმედი არ ჰქონდა, რის გამოც კვლავ უსჯულო ცხოვრებას უბრუნდებოდა. როცა წმიდანმა მიზეზი იკითხა, მეგობარმა უპასუხა: `ადრე არასოდეს მინახიხარ ასეთი - სახე ეთიოპიელივით შავი გაქვს~. ამ სიტყვებმა უფლის რჩეულს თავზარი დასცა, მიხვდა, რომ სრულიად დაეკარგა ღვთის ხატება. იგი მთელი ღამე ტირილით შენდობას სთხოვდა მაცხოვარს, დილით კი ტაძარს მიაშურა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მხურვალედ ილოცა. უეცრად ყოვლადწმიდა ქალწულს სახე არაამქვეყნიური შუქით გაუბრწყინდა და ზედ ღიმილი გადაეფინა.

ამის შემდეგ ნიფონტი დაუდუმებლად აღავლენდა ვედრებას ზეციური დედოფლის მიმართ. თუ ცოდვით დაეცემოდა, ღვთისმშობელი პირს აარიდებდა, მაგრამ გულწრფელი სინანულისა და ლოცვის შემდეგ კვლავ მოწყალე თვალით გადმოჰხედავდა. ბოლოს წმიდანმა სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი, ლოცვასა და სინანულში ატარებდა დროს. ერთხელ დასნეულებული ნიფონტი ღვთისმშობლის შემწეობით სასწაულებრივ განიკურნა, რის სემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, ბერად შედგა და ღვაწლი კიდევ უფრო გაამკაცრა. დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვებს წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავნდენ, მაგრამ იგი, ღვთის შემწეობით, სძლევდა საცთურებს.

ნიტონტი უკვე მხცოვანი იყო, როცა ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა, მას კვირპოსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმიდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია. ნეტარმა სამი დღით ადრე შეიტყო საკუთარი მიცვალების შესახებ. აღსასრულის წინ იგი მღვდელმთავარმა ათანასე დიდმა (ხს. 2 მაისს და 18 იანვარს) მოინახულა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი წმიდანი ანგელოზებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი შეიქნა.

ღირსი პავლე _ ნეოკესარიელი ეპისკოპოსი იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობის ჯამს ეწამა. მან სამსჯავროზე ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად გვემეს, ხელები გახურებული რკინით დაუწვეს და ეცფრატის ნაირას მდებარე საპყრობილეში გამოკეტეს. მას შემდეგ, რაც იმპერატორი კონსტანტინე I (306-337) რომის იმპერატორის ერთპიროვნული მმართველი გახდა (324 წ.) და პყრობილ ქრისტიანებს თავისუფლება მიანიჭა, წმიდა პავლე ეპისკოპოსიც სამწყსოს დაუბრუნდა. იგი მონაწილეობდა 325 წელს ნიკეაში გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებზე, რომელზეც ამხილეს არიანელთა ერესი და სარწმუნოების სიმბოლო დაამტკიცეს. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა პატივით ისტუმრა მისი მონაწილეები და მღვდელმთავარ პავლეს დამწვარ ხელებზე ემთხვია. წმიდა მეუფე დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.



 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო