Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

3 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

21(ახ.3.01) დეკემბერი



წმიდა მაკარი მმარხველი, ხახულის მონასტრის წინამძღვარი (XI); მოწამე თემისტოკლე (+251); მოწამენი: იულიანა და მის თანა ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა, ნიკომიდიას წამებულნი.(+304).



ღირსი მაკარი მმარხველი. ხახულის მონასტერი X საუკუნის მეორე ნახევარში აუგია დავით კურაპალატს. შემდეგ საუკუნეებში ის სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად იქცა. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ოდესღაც იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებად ეფნება საქართველო. იქ მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: ღირსი ბასილი ბაგრატ III-ის ძე (ხს. 27 მაისს), გიორგი მწერალი და მისი ძმა, საბა ხახულელი (ხს. 19 დეკემბერს), ღირსი ილარიონ თუალელი (ხს. 24 ივნისს) და უამრავი სხვა ღირსი და ღმერთშემოსილი მამა, რომელთა სიწმიდესა და მოღვაწეობას კეთილად წარმართავდა ხახულის მონასტრის ბრძენი წინამძღვარი მაკარი.

მაკარი უდიდესი ასკეტი და მასწავლებელი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისთვის ყრმა გიორგი _ შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა.

ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი `ვითარცა მთიები~ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ. ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.

მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა ღვთისმბრძოლი იმპერატორის, დეკიუსის (249-251) ზეობისას. თემისტოკლე მწყემსი იყო. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანმა ვინმე მართლმორწმუნე დიოსკორიდე შეიფარა სახლში, თვითონ კი მდევნელებს ჩაბარდა და საშინელი წამების შემდეგ სული უფალს შეჰვედრა (+251).

მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. იგი ცხრამეტი წლისა იყო, როცა ქალაქ ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დროს მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს ტარიგმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, ადიდა უფალი და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (+304).


buy Doxycycline online buy Doxycycline cheap Doxycycline Doxycycline online buy Actidox Ambroxol online buy Ambroxol buy Doxycycline online uk buy Ambroxol online order Doxycycline online buy Actidox online Doxycycline online pharmacy buy Actidox uk Doxycycline without prescription buy Doxycycline uk buy Doxycycline online canada Doxycycline without prescriptions buy Actidox online uk buy Doxycycline online cheap roaccutane online Actidox buy online buy Doxycycline accutane

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო