Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ეპარქიის ისტორია

ელფოსტა ბეჭდვა PDF

გურიის ანუ შემოქმედის ეპარქია



არის ვარაუდი, რომ პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი XV საუკუნის მეორე მეოთხედში მოღვაწეობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვინაობა ცნობილი არ არის (ასევე ითქმის მომდევნო ეპისკოპოსებზე).

შემოქმედელი მღვდელმთავარი, ისტორიულ წყაროებში, XVI_XVII საუკუნეებში მოიხსენიება-ეს გახლავთ მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე).

ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე (1635 წლამდე) იყო. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე, იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა 1628 წლამდე. 

შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა.

მიტროპოლიტი იაკობი, შემოქმედის ეპისკოპოსის ტახტზე მალაქია გურიელმა შეცვალა, რომელიც ეპარქიას 1684 წლამდე უძღვებოდა. 

1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს მალაქია გურიელი ისევ დაუბრუნდა შემოქმედის ეპარქიას, ამავე დროს, მან გურიის სამთავრო ტახტიც დაიკავა, მაგრამ, მამია გურიელთან წარმოშობილი წინააღმდეგობის შემდეგ, მან ორთავე ტახტი დათმო.

მამია III გურიელმა, შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1689-1719). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე 1713 წლამდე ბრძანდებოდა. 

1713-1776 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო, რომლის შემდეგ, 1777 წლიდან მიტროპოლიტად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს. იგი შემოქმედის კათედრას 17 წლის განმავლობაში განაგებდა და 1788 წლიდან ჯუმათის კათედრაც შეითავსა.

იოსებ შემოქმედელის გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა.

1797 წლიდან 1827 წლამდე შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარი ნიკოლოზ შერვაშიძე- ერისთავი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა. რუსეთის ცარიზმს არ სურდა გურიაში ეპარქია ქართველ მღვდელმთავართ ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად გამიზნული იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს.

ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილი) ეპარქია ჩააბარეს და ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას მანამ, სანამ 1833 წელს , გურიის ეპარქია იმერეთის ეპარქიას არ შეუერთეს. 

ასე გაგრძელდა 1844 წლის 1 აპრილამდე, შემდეგ კი გურიაში სრულიად ახალი საეკლესიო კათედრა- გურიის საეპისკოპო შემოიღეს. მაგრამ ამ კათედრამ მხოლოდ 41 წელი იარსება და 1885 წელს , ოდიშის ეპარქიასთან შეერთებით დასრულდა.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელდასხმულ იქნა პირველ შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. შემდგომ შემოქმედისა და ბათუმის ეპარქიები გაერთიანდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიად. 1995 წლის 4 აპრილის წმიდა სინოდის განჩინებით კვლავ აღსდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რიონებს.

1995 წლის 7 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად იკურთხა და ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე) დაინიშნა.


გურია


გურია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ეგრისის “ლაზეთი” ადრე ფეოდალური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიშვა.

ჯუმათის წმიდა გიორგის ხატის ასომთავრულ წარწერაში იკითხება: “ახოვანო მხედარო ქრისტესაო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ-ერისთავსა ვარდენ ვარდენის ძესა. ამინ”. ვარაუდობენ, რომ ეს წარწერა X_XI საუკუნეებითაა დათარიღებული და ამიტომაც მიიჩნევენ, რომ გურიის პირველი მთავარი ვარდენ ვარდენიძეა.

ერისთავთ-ერისთავს გურიის მხარის ერისთავები ემორჩილებოდნენ. გურიის ერისთავთ-ერისთავების რეზიდენცია იმ დროს (IV საუკუნეში) ლეხოური იყო- ვარაუდობენ დღემდე შემონახულ მეცხრე საუკუნის ციხეს, რომელშიც იყო კარის ეკლესია და ოდნავ მოშორებით საგვარეულო საძვალე.

საისტორიო წყაროებში ხშირად იხსენიებენ ვარდანიძეებს. ერთ-ერთი გამოკვეთილი პიროვნებაა სუთმონ გურიელი, რომელიც ზარზმის ფრესკის
(სამცხე) წარწერაში სვანთა ერისთავადაც მოიხსენიება.

ზარზმის ფრესკაზე გურიელი მოხუცებულობის ასაკშია გამოსახული-ჭაღარა წვერით და სახის ნაკვთებით. ეს ფრესკა ადასტურებს, რომ სუთმონ გურიელი, ამ დროისათვის (XIII საუკუნის 30-40-იან წლებში) პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამ ოშორებულა და ბერად აღკვეცილა (ამას ბერის სამოსელი ადასტურებს).


გურიის საეპისკოპოსოების დაარსება


მე-15 საუკუნის საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და საზოგდოების სოციალიურმა კრიზისმა გამოიწვია ქვყნის სამეფო-სამთავრობოებად დაშლა. `საქართველოს ერთიან ცენტრალურ ხელისუფლებას გამოეცალა ეკონომიკურ-სოციალური საფუძვლები. ქვეყნის გამაერთიანებული ძალების, ქალაქების, ვაჭრობა-აღებ-მიცემობის დაცემამ გააძლიერა პროვინციულ-თემობრივი განკერძოებულობა~.მოიშალა საეკლესიო ერთობა, რომელიც ცენტრალიზებული სამეფოს მძლავრი იარაღი გახლდათ. თავის დროზე სწორედ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიურად გაერთიანებამ მისცა დასაბამი ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებასაც. ამ შემთხვევაში კი უკუპროცესები ვითარდებოდა. ჯერ კიდევ საქართველოს სამეფო-სამთავრობოებად დაშლამდე იყო ჩამოყალიბებული მცხეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები. ეს უკანასკნელი, როგორც `უმრწემესი ძმა~ მცხეთის კათალიკოსს ემორჩილებოდა. აფხაზთა კათალიკოსის უფლება-მოვალეობებს საგანგებოდ შეეხო აკადემიკოსი ბერძენიშვილი. მისი დასკვნით, ჯერ კიდევ მე-15 საუკუნემდე აფხაზთა კათალიკოსს ჰქონია მისწრაფება მცხეთის კათალიკოსთან გათანასწორებისა. მისი განდიდება-აღმატების სურვილები მარჯვედ გამოიყენეს გახელმწიფება- გამთავრების გზაზე მდგარმა დასავლეთ საქართველოს სეპარატისტმა ფეოდალებმა. იმერეთის ერისთავი ბაგრატი, დადიანი და გურიელიც კარგათ გრძნობდნენ, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საჭირო იყო მხარდაჭერა ისეთი მძლავრი ორგანიზაციისაგან, როგორიც ეკლესია გახლდათ.
ალბათ აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე ლოგიკურიც იყო, რომ გურიელებს თავიანთ სამთავროში ახალი საეპისკოპოსოები დაეარსებინათ. მართლაც, გურიის სამთავროში სამივე საეპისკოპოსო: შემოქმედის, ჯუმათის და ხინოწმინდის მათ მიერ იყო დაფუძნებული. სავსებით მართებულად შენიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი, როდესაც ამბობს: `ხოლო გურიელთაგან დაიდგინეს სამნივე ესე ეპისკოპოზნი თვისისა დიდებისათვის~. იგივე ფაქტის შეფასებისას დავით რექტორი აღნიშნავს: `ოდეს საქართველო განიყო და სამ სამეფოდ განსქდა... და აგრეთვე ხუთ სამთავროდ მაშინ ყოველთავე მეფეთაცა და მთავართაც თვის-თვისად სარდრები განიწესეს... ეგრეთვე დიდების მოყვარებისათვის რომელიმე ახალნი ეპისკოპოსნი დასხნეს~, გურიელთა ამგვარი საქციელი სავსებით პასუხობდა იმ პერიოდში შექმნილ სიტუაციას.
გურიაში, მე-XV საუკუნეში ხდება ახალი ეპარქიების დაარსება. მანამდე ეს ტერიტორია ეკლესიურად `ქუთათელის სამწყსო იყო~. ბუნებრივია, აღზევებული გურიელების ინტერესებში არ შედიოდა, ეკლესიურად იმერეთის მეფის პოლიტიკის გამტარებელ ქუთათელს დამორჩილებოდნენ. გურიელის იმერეთის მეფესთან უთანხმოების შემთხვევაში, ქუთათელს სრული უფლება ექნებოდა თავის სამწყსოში შემავალი გურიის ეკლესიები დაეკეტა, მისი სამღვდელოება შეეჩვენებინა და განეკვეთა, რის შემდეგაც ფაქტიურად შეწყდებოდა მნიშვნელოვანი ქრისტიანული რიტუალების შესრულება. მსგავსი მოვლენები კი ხალხში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა, რაც გურიელთა პოლიტიკურ თვითნებობას აღკვეთდა.
გურიაში საეპისკოპოსოების დაარსება გურიელთა ინიციატივით მოხდა.
გურიაში საეპისკოპოსოების დაარსების თარიღად მე-XV საუკუნეს აღიარებდა აკად. ნ. ბერძენიშვილიც. იგი აღნიშნავდა: `გურიაში საეპისკოპოსო კათედრები არ უნდა იყვნენ ძველი. კერძოდ, შემოქმედის შესახებ გარკვეული ცნობაც არსებობს, რომ საეპისკოპოსო კათედრა იქ მხოლოდ მე-XV საუკუნეში დაარსდა. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ს.კაკაბაძეს, მას მიაჩნდა, რომ შემოქმედის საეპისკოპოსო 1570-1590 წლებში უნდა დაეარსებინათ.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურიის სამთავროში სამი საეპისკოპოსო არსებობდა: შემოქმედის, ჯუმათის და ხინოწმინდის ა. ლამბერტის მიერ შედგენილ საქართველოს საეპისკოპოსოთა ნუსხაში, რომელიც მ. თამარაშვილმა გამოაქვეყნა გურიის სამთავროს ეპარქიების შესახებ შემდეგი ჩამონათვალი არსებობს: 1. წმ. მაცხოვრის შემოქმედელი, 2. წმ. ღვთისმშობლის ბლაელი; 3. წმ. იოანე ნათლისმცემლის ხინოწმინდელი.
როგორც ვხედავთ, აქ ჯუმათელი ნახსენებიც კი არ არის, ხოლო ბლაელი, რომელიც ღვთისმშობლის სახელობის კათედრას განაგებს აფხაზეთის საეპისკოპოსოთა ნუსხაშიც არის დასახელებული. ლამბერტის იგივე ტექსტის ბეჟან გიორგაძისეულ თარგმანში აღნიშნულია: `გურია საქართველოს პროვინციებს შორის ყველაზე მცირეა, ამიტომ შედარებით ნაკლები ეპისკოპოსი ჰყავს, რიცხვი სამი: პირველი ეპისკოპოსი შემოქმედელია, ეკლესია წმინდა მაცხოვრისადმია მიძღვნილი. მეორე ეპიკსოპოსი ჯუმათელია, მისი ეკლესია მიძღვნილია წმინდა მიქელ-ანგელოსისადმი, მესამე ხინოწმინდელია, მისი ეკლესია იოანესადმია მიძღვნილი~.
ამრიგად, მე-XV საუკუნეში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მოვლენებმა ხელი შეუწყო საეკლესიო სეპარატიზმის გაღვივებასაც. მეფე-მთავრები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის დაექვემდებარებინათ ეკლესიის ინტერესები. გამთავრების გზაზე მდგარმა გურიის ერისთავებმაც იმერეთის სამეფოსაგან სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საეპისკოპოსო კათედრები დაარსეს. გურიაში ტრადიციულად სამი საეპისკოპოსო არსებობდა, თუმცა გარკვეულ პერიოდში აქ ჩანს ადგილნაცვალი მღვდელმთავრის კათედრა, ან გურიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტულს იღებს ადგილნაცვალი ეპისკოპოსი.


გურიის ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი


ამრიგად, ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში შემოქმედელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი წარმოგვიდგება შემდეგნაირად:
ბესარიონ მაჭუტაძე, მთავარეპისკოპოსი _ XVI საუკუნის მე-2 ნახევარი.
მაქსიმე მაჭუტაძე XVII საუკუნის დასაწყისი _ XVII საუკუნის 40-იანი წლები (აფხაზეთის კათალიკოსი)
იაკობ დუმბაძე, მიტროპოლიტი _ 1647, 1687, 1696.
მალაქია გურიელი, ძე ქაიხოსრო 1-ისა, მიტროპოლიტი 1658 წელი, 1689 _ დაახლ. 1703
დავით ნემსაძე _ XVI საუკუნის 70-იანი წლები, (აფხაზეთის კათალიკოსი)
იოანე არქიეპისკოპოსი _ დაახლ. 1703-1713 წწ.
ნიკოლოზ I გურიელი ძე მამია III ისა _ დაახლ. 1713-1775 წწ.
იოსებ თაყაიშვილი, მიტროპოლიტი 1777-1788 წწ. ხოლო 1788-1794 წწ. შემოქმედელ-ჯუმათელი.
ნიკოლოზ II შერვაშიძე, შემოქმედელი მიტროპოლიტი, ჯუმათელი ეპისკოპოსი _ დაახლ. 1811-1821 წწ.



ჯუმათელი ეპისკოპოსები


სიმონ I ჩხეტიძე XVI საუკუნის 30-60-იანი წლები.
მალაქია I გურიელი ძე გიორგი II-ისა _ XVI საუკუნის დასაწყისი _ 1639 წ.(აფხაზეთის კათალიკოსი)
ნიკოლოზ I მანველიშვილი _ XVI საუკუნის 40-იანი წწ.
მალაქია II გურიელი, ძე ქაიხოსრო I-ისა _ XVI საუკუნის 50-იანი წწ.
სესიაშვილი _ დაახლ. 1658-1660 წწ.
მაქსიმე I მაჭუტაძე _ XVI საუკუნის 60 წწ. _ 1676, შემდეგ ჯუმათელ-ბოვნელი.
მაქსიმე II შარვაშიძე, 1677-1685წწ.
იოანე ბერიძე 1687 წ.
გაბრიელ ჩიქოვანი XVII საუკუნის დასაწყისი ჭყონდიდელ-გენათელ-ჯუმათელი.
ექვთიმე შარვაშიძე 1736 წ. 1767 წ.
მაქსიმე III შარვაშიძე _ XVII საუკუნის 40-50-იანი წწ.
სიმონ II აბაშიძე _ 1777-1778 წწ. იოანე ხინოწმინდელყოფილი 1780-დაახლ. 1788 წ.
იოსებ თაყაიშვილი _ 1788-1794 წლები, შემოქმედელ-ჯუმათელი მიტროპოლიტი.
მაქსიმე IV ნიჟარაძე _ 1794-1810 წლის 11 სექტემბერი ან 1811 წლის 13 სექტემბერი.
ნიკოლოზ II შარვაშიძე _ 1811-1827 წწ.


ხინოწმინდელი ეპისკოპოსები



მაქსიმე I _ XVI საუკუნის მეორე ნახევარი.
ექვთიმე ართუმელაძე, არქიეპისკოპოსი _ XVII საუკუნის დასაწყისი.
მაქსიმე II, მიტროპოლიტი _ XVII საუკუნის 50-იანი წლები.
იოანე წუწუნავა _ XVII საუკუნის 60-70-იანი წლები.
დავით წერეთელი _ XIX XVII საუკუნის დასაწყისი.


გუშინ...



1987-დან 1995 წლამდე გურიაში ხუთი ეკლესია-მონასტერი მოქმედებდა: შემოქმედის, ლიხაურის, კვირიკეთის, ჯიხეთის დედათა მონასტერი (ლანჩხუთის რაიონი); ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტერი.


დღეს...


დღეს წირვა-ლოცვა გურიის ეპარქიის 150-ზე მეტ ეკლესია-მონასტერში აღევლინება. 

მამათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:

ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი)
 


უდაბნოს (ჩოხატაურის რაიონი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე). 


შემქმედის  (ოზურგეთის რაიონი) მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი ელიზბარი (ბაბუხადია)


გრიგოლეთის (ლანჩხუთის რაიონი) გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი. იღუმენი ზაბულონი (ხუბეკელაშვილი)

აცანის (ლანჩხუთის რაიონი), წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი. იღუმენი გაბრიელი (კახელაშვილი). 

ლიხაურის (ოზურგეთის რაიონი) ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი. იღუმენი იოსები (ღლონტი).

ოზურგეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი ნოე (გოგიტაური).

გორთაფონის (ჩოხატაურის რაიონი) მამამთავართა სახელობის მამათა მონასტერი. მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). კეთილმოწესე მღვდელმონაზონი მიქაელი (დოლიძე)

დედათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:

ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და  წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე).

ჩოხატაურის საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმ. იოაკიმე და ანას სახელობის დედათა მონასტერი. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). მონასტრის იღუმენია სოსანა (ნიკოლაშივილი).

სამება-ჯიხეთის (ლანჩხუთის რაიონი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერი. არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი), იღუმენია ირინე (სულაკაძე).

ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი. იღუმენია მარიამი (ფოჩხუა).


აჭის წმ. გიორგის (ოზურგეთის რაიონი). იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია). 

მთისპირის (ოზურგეთის რაიონი) ფერიცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი პეტრე (ანდღულაძე).და იღუმენია ევდოკია. () 

სამრევლო ეკლესია -150_180
მღვდელმსახური -70


სასულიერო განათლების კერები:
ოზურგეთის წმ. ნინოს სასულიერო გიმნაზია
რექტორი - შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები
მოადგილე - დეკანოზი ბასილი (გოგოტიშვილი)

ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზია
რექტორი - შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები
მოადგილე - დეკანოზი მირიანი (ფირცხალაიშვილი)

ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის სკოლა გიმნაზია
რექტორი - შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები
 

ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის რეალური პროფესიული სასწავლებელი 
დირექტორი - დეკანოზი მათე (გორდელაძე) 

სოფ. ცხემლისხიდის სამგალობლო სკოლა
რეგენტი -  
სოფ. მაკვანეთის სამგალობლო სკოლა

ოზურგეთის საოჯახო ბავშვთა სახლი 
დირექტორი - ხათუნა ცერცვაძე

ლანჩხუთს საოჯახო ბავშვთა სახლი 
დირექტორი - ხათუნა ცერცვაძე

ოზურგეთის ბავშვთა აღმზრდელობითი დღის ცენტრი 
დირექტორი - ხათუნა ცერცვაძე



საქველმოქმედო დაწესებულება:
უფასო სასადილო უპოვართათვის ჩოხატაურში (50 კაცისათვის)

საგამომცემლო ორგანოები:
ჟურნალი „ანი და ჰოე“
გამოდის 2002 წლიდან. რედაქტორი - დეკანოზი ვასილ კვირჩილაძე
გაზეთი „ხარება“. გამოდის 2000 წლიდან

text-align: justify;

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო