Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა ხატთა თაყუანისცემისთვის წამებულთა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა
ხატთა თაყუანისცემისთვის წამებულთა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


ჭეშმარიტებისა მოწამეთა და მართლმადიდებლობისა ქადაგთა, ვარსკულავთა ეკლესიისათა მრავალ-ბევრთა შეგასხამთ მორწმუნენი ქებითა საღმრთოჲთა და ვედრებასა ამას შევსწირავთ თქუენდა, გალობანი ჩუენნი მიითუალეთ, მარტჳლნო, და ნუ მოგვაკლებთ შეწევნასა თქუენსა, არამედ ნათლითა ბრწყინვალებათა თქუენთაჲთა განგუანათლეთ და წყუდიადი უმეცრებისაჲ განსდევნეთ მგალობელთაგან თქუენთა: გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳ-ნნო ტფილის-ქალაქისანო!

იკოსი 1


კუალად შეიმოსა ეკლესიამან სამკაული სიხარულისაჲ და ბრწყინვალებითა სისხლთა თქუენთაჲთა დაიდგა გჳრგჳნი შუენიერებისაჲ და დიდებისაჲ სიმჴნითა თქუენითა, რამეთუ დაჭრიდენ რაჲ ჴორცთა თქუენთა, სისხლი თქუენნი უბრალოჲ შეიწირვოდეს წინაშე ღმრთისა, ვითარცა იგი სისხლი აბელ მართლისა, რომლისათჳსცა მარადის აღმოაცენებს კურნებასა ადგილი წამებისა თქუენისაჲ და ყოველთა აღგვძრავს შეწირვად გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ძმანო და დანო საკჳრველნო, ქრისტეს საკრველითა ერთ-ზრახვად შეკრულნო;
გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულნო;
გიხაროდენ, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო;
გიხაროდენ, კეთილსახიერებისა ტრფიალებითა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილნო;
გიხაროდენ, სპარსთა მიერ უწყალოდ აღსრულებულნო;
გიხაროდენ, ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულნო;
გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტჳლთაჲთა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაბრწყინვებლად ივერიისა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოჴურვებულნო;
გიხაროდენ, ვარდნო მეწამულნო, ღმრთივ-დანერგულნო;
გიხაროდენ, სისხლთა ნაკადულითა ურთიერთას აღრეულნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 2


რაჟამს ჯალალედინ სულტანი ხუარასნისაჲ და მეფჱ ყოვლისა სპარსეთისაჲ, მლტოლვარე იქმნა მონღოლთაგან, უწყოდა რაჲ სიმაგრჱ ქუეყანისა ჩუენისაჲ და სიმჴნჱ ქართველთა ნათესავისაჲ, განიზრახა ქმარ-ყოფად რუსუდანისა და მეფე-ყოფად თავისა თჳსისა, გარნა აუწყეს რაჲ რუსუდანს თქმული, მიუმცნო, არცა თუ სმენად საქმისა ამისა, მაშინ განძჳნდა სულტანი, ვითარცა ლომი მძჳნვარეჱ, და გარემოადგა ტფილისსა, რომლისაცა მცველნი განმჴნობილნი ბრძოლად ჴმობდენ ძლევისა გალობასა: ალილუია.

იკოსი 2


მაშინ აღიჭურნეს მცველნი ქალაქისანი და იქმნა ბრძოლაჲ ძლიერი, და ბრწყინვალჱ ძლევაჲ აჩუენეს ქართველთა, გარნა მას ღამესა იდუმალ განახუნეს კარნი ქალაქისანი უკეთურთა მათ შინა-განმცემელთა, სპარსთა ტფილელთა და შევიდეს რაჲ ხუარაზმელნი შინაგან ქალაქსა, საშინელითა აღსპობითა განურჩევლად მოსწყუედდეს ყოველთა, ხოლო თქუენ, მკჳდრნო ტფილისისანო, არა შეირყიენით, არამედ განემზადენით ღუაწლად, რომლისათჳს ღირს გვყუენით მადლთა თქუენთა საღმრთოთა გალობად:

გიხაროდენ, სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო;
გიხაროდენ, მნათობნო ქუეყანისა და სარწმუნოებისანო;
გიხაროდენ, საღმრთონო სუეტნო მართლმადიდებლობისანო;
გიხაროდენ, მთიებნო ბრწყინვალენო მზისა სიმართლისანო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტნო ქადაგნო კეთილმსახურებისანო;
გიხაროდენ, მახჳლნო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისანო;
გიხაროდენ, ძეგლნო სიმჴნისა და ახოვნებისანო;
გიხარდენ, უძლეველნო ბანაკნო ზეცისა მეუფისანო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტეს ვენახისანო;
გიხაროდენ, დაუჭნობელნო ყუავილნო საცნაურისა სამოთხისანო;
გიხაროდენ, წარუტყუეველნო ბჭენო ივერთა ქუეყანისანო;
გიხაროდენ, გოდოლნო, ძალნო და სიმტკიცენო ეკლესიისანო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 3


არა იკმარა უკეთურმან სიონისა გუმბადისა დარღუევაჲ და მას ზედა ბილწისა ტახტისა აღშენებაჲ, და ბრძანა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისა ხატთა სიონითგან მოყუანებაჲ, საშუალ მეტეხისა ხიდისასა პირაღმართ დადებაჲ, და ყოველთა პყრობილთა ქრისტეანეთა მიერ პატიოსანთა ხატთა დათრგუნვაჲ, ხოლო უკუეთუ არა ჰყონ ესე, თავთა წარკუეთაჲ, გარნა თქუენ სჯულისდებასა ცრუჲსა მის მუჰამედისასა არა შეიწყნარებდით და კიდესა მას ხიდისასა მდგომარენი, ჴელ-განპყრობით ქრისტესა ადიდებდით: ალილუია.

იკოსი 3


მაშინ ბრძანებულისაებრ ჰყვეს ყოველი მტარვალთა და მოჰყვანდეს მამანი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად, გარნა უმრავლესთა ქრისტესთჳს პყრობილთა საკჳრველი სიმჴნჱ აჩუენეთ და შეურაცხებაჲ წმიდათა ხატთაჲ, და შჯულისა დატევებაჲ არა თავს-იდეთ, არამედ კადნიერებითა და ახოვნებით აღიარეთ ქრისტე ღმერთი და თავისუფლებისა და პატივისა წილ გჳრგჳნი მარტჳლობისაჲ მიიღეთ, რომლისათჳსცა ვიქადით მორწმუნენი და ერთ-ჴმობით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, სარწმუნოებისა უბიწოდ დამმარხველნო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მცნებათა გულსა შინა თქუენსა დამდებელნო;
გიხაროდენ, გულისა ამპარტავნებისა დამთრგუნველნო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველნო;
გიხაროდენ, ახოვნებითა გონებისაჲთა გუემათა დამთმენელნო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა მტერისა აღლესულისა მახჳლისა დამლეწველნო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა საჴუმილისა დამშრეტელნო;
გიხაროდენ, თქუენდა მომართ მოლტოლჳლთა გზასა ზედა მცნებათა უფლისათა დამაყენებელნო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა მტერისაჲთა დამჴსნელნო;
გიხაროდენ, სანთელნო, გონიერთა განმანათლებელნო და უგუნურთა დამწველნო;
გიხაროდენ, დაჴსნილთა კეთილზნეობითა აღმძვრელნო;
გიხაროდენ, სულთა არა წმიდათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 4


მას ჟამსა შინა წარჩინებულნი ერისანი, ვითარცა შუენოდა მპყრობელსა მაშინდელსა, რომლისა ცოდვითა დაისაჯა ღმრთისაგან სამეფოჲ მისი, აფროდიტისა და დიონისის* საეშმაკო-ჲსა ბომონისა იყუნეს თაყუანისმცემელნი და საქმითა ბილწებისაჲთა განარისხეს შემოქმედი თჳსი, ეგრეთვე აწ ჩუენზედა არს მოწევნული ესე ძვირი, მცირედღა და ერსა ჩუენსა ზედა კუალად მოიწევის განსაცდელი, რომლისათჳს, მოწამენო, მჴურვალედ გევედრებით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, რაჲთა განგჳმრავლოს რჩეულნი და ბრძენნი წინამძღუარნი, და მოგუცეს მეფჱ ღმრთისა მიმართ დავითისაებრ სიმდაბლითა მგალობელი: ალილუია.

იკოსი 4


წინა-მდებარეთა საშინელთა სატანჯუელთა რაჲ ხედევდით, ჩინებულნი ეგე რჩეულნი უშიშითა გონებითა მიუგებდით: „ნუ სდროებთ აღსრულებად ბრძანებულსა თქუენდა, რამეთუ არა შეურაცხ-ვჰყოფთ ჩუენ ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და უხრწნელისა დედისა მისისასა, არამედ ძრწოლით თაყუანის-ვჰსცემთ, რომელსა ჰშუენის თაყუანის-ცემაჲ და პატივი“, და სიხარულითა წარუპყრენით მახჳლსა ქედნი თჳსნი, ამისთჳსცა მართლმადიდებელისა ეკლესიისა შჳლნი განკჳრვებითა ჴმა-ვჰყოფთ და ვიტყჳთ:

გიხაროდენ, ანგელოზთა წესთა მობაძავნო;
გიხაროდენ, საჭურველითა სიტყუათა თქუენთაჲთა მტანჯველთა მომწყულელნო;
გიხაროდენ, ბელიარის ზრახვათა მომსრველნო;
გიხაროდენ, ძლევისა გჳრგჳნისა მომგებელნო;
გიხაროდენ, ვნებათა სიმწარისა და გემოჲსა მომაძაგებელნო;
გიხაროდენ, სიყუარულისაგან შუებათა წუთიერისა და მსწრაფლ-წარმავალისა მომაქცეველნო;
გიხაროდენ, კეთილნო შუა-მდგომელნო და მზაკურებათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან გამომჴსნელნო;
გიხაროდენ, მტერისაგან მოწყლულთა განმკურვნელნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა ცრუ-შჯულისდებისა საცთურისა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა სულთა საცნაურად განმანათლებელნო;
გიხაროდენ, ცოდვილთათჳს ღმრთისაგან წყალობისა გამომთხოველნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 5


ჵ, სანატრელი ყოფაჲ თქუენი გონიერი, რამეთუ შინებასა და ლიქნასა მძლავრთასა არა უარჰყავით თქუენ ქრისტე, შემოქმედი ჩუენი და უფალი, არამედ მოყუასი მოყუასსა განაძლიერებდით მეტყუელნი: „დავითმინოთ ერთ-გზის საშინელი სიკუდილი და მოვიღოთ მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთანა უკუდავებაჲ დაუსრულებელი“, და განმაძლიერებელსა თქუენსა ჴმა-ტკბილად ადიდებდით: ალილუია.

იკოსი 5


თანა-მოწამე იქმენით და თანა-ზიარნი ურთიერთარს და ერთობით მიხუედით ასპარეზსა ვნებისასა, არა ყოველნი მამაკაც, არამედ რომელნიმე დედაკაც, გარნა ერთ ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ქრისტჱს მიერ ნათელღებულთა და ქრისტე შემოსილთა შორის არა არს რჩევაჲ მამა-კაცისაჲ და არცა დედა-კაცისაჲ, რომლისათჳსცა აწ ენასა ჩუენსა, უძლურად მეტყუელსა, მოეცით ძალი შემკობად ღუაწლისა თქუენისაჲ:

გიხაროდენ, ნაკადულნო მრავალ-ბევრნო, ერთისა დაბეჭდულისა წყაროჲსანო;
გიხაროდენ, ურჩეულესნო ჭურნო სიწმიდისანო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალენო წინამბრძოლნო ჭეშმარიტებისანო;
გიხაროდენ, დამტევნელნო საღმრთოჲსა ბრწყინვალებისანო;
გიხაროდენ, გონიერნო ანდამატნო მოთმინებისანო;
გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველნო სუეტნო სიმჴნისანო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველნო საღმრთოჲსა უღლისანო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მძლეველნო უშიშარნო მჴედარნო ქრისტეს ღმრთისანო;
გიხაროდენ, მტჳრთველნო ერთისა მის მძჳნვარისა განსაცდელისანო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელნო მძლავრთა უღმრთოებისანო;
გიხაროდენ, შემწენო და მფარველნო ქართველთა მჴედრობისანო;
გიხაროდენ, დიდებულნო სამკაულნო ზეციერისა და ქუეყნიერისა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 6


მაშინ უშურველად მადლი ღმრთისაჲ განეფინა ბაგეთა თქუენთა და შიშისაგან ძლეულთა ესრეთ განამჴნობდით: „ჵ საწყალობელნო და უბადრუკნო თანა-მოქალაქენო, ნებსით განმცემელნი თავთანი ნუ დააკლებთ თავთა თჳსთა გჳრგჳნისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად“, და დაუდუმებელითა ფსალმუნებითა და ლოცვითა არა დასცხრებოდით დიდებისმეტყუელებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6


არა ერთისა წესისა ქუეშე პყრობითა შეცულ იყვენით, ღუაწლისა-მძლენო, არამედ რომელნიმე თქუენგანნი ეპისკოპოს, რომელნიმე მღდელ, რომელნიმე დიაკონ და მსახურ ეკლესიისა, რო-მელნიმე მონაზონ და მოწესე, და რომელნიმე მსაჯულ და განმსჯელ ერისა, რომელნიმე მჴედართა შორის უპირატეს და რომელნიმე მჴედარ, გარნა ყოველნი შემწირველნი თავთა თჳსთა საკურთხეველსა ზედა ვნებისასა, ქრისტჱს ღმრთისა მიმართ, რომლისათჳსცა კრძალვით შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა თქუენსა და მოგართუმევთ ჴმასა საღმრთოჲსა ქებისასა:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველნო;
გიხარდენ, სასოებისა თქუენისა ღმრთისა მიმართ დამდებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა ამღებელნო და სარკინოზთა ძირს დამკვეთელნო;
გიხაროდენ, ზუარაკნო წმიდანო და უბიწონო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველნო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მამულისა და მოყუასის შეუორგულებელისა სიყუარულისა დამნერგველნო;
გიხაროდენ, სიბრძნითა სულისაჲთა მძაფრთა სატანჯველთა ახოვნად დამთმენელნო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დამაყენებელნო;
გიხაროდენ, უცხო თესლთა საცთურისა კადნიერად დამამჴობელნო;
გიხაროდენ, გულის-სიტყუათა ბოროტთა დამთრგუნველნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა აღმსთობილთა და კეთილმავალთა სიბრძნითა დამცველნო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა საკრველთაგან დამჴსნელნო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 7


ქრისტჱსთჳს პყრობილთა მათგან არცა ერთისა ჰასაკისანი იყვენით, ახოვანნო, არამედ რომელნიმე ყრმაჲ, რომელნიმე ჭაბუკ, რომელნიმე მჴცოვან, რომელნიმე ბერ, და რომელნიმე უხუცეს, გარნა ყოველნი მიიწიენით ერთობითა სარწმუნოებისაჲთა სრულად საზომად ჰასაკისა სრულებასა მის ქრისტჱსისა, რომლისათჳსცა გიგალობთ ერთობასა შეერთებულსა სულისა მიერ წმიდისა და დიდებასა და ქებასა აღვავლენთ წინაშე მეუფისა და ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 7


სანატრელ ხართ თქუენ, ღმერთშემოსილნო, რომელნიმე მთავართაგან ჩინებულთა, რომელნიმე აზნაურთაგან, რომელნიმე ვაჭართაგან და რომელნიმე გლახაკთა, გარნა ყოველნი შობილ სულითა ღმრთისაგან, რომლითა სძლიეთ სოფელსა და ბაძვითა პირველ ვნებულთა თქუენთა მოწამეთაჲთა, ისწრაფდით ქორწილსა მას სიძისა შუენიერისა და უკუდავისასა, რომლისათჳსცა გიგალობთ თქუენ, მოწამენო, ჩუენ ცოდვილთაგან დიდად სანატრელნო, და მოგიძღუნით სადიდებელსა ამას ძლევისასა:

გიხაროდენ, სიმდაბლითა გულისაჲთა ღმრთისა სახიერებისა მადიდებელნო;
გიხაროდენ, ჯუარისა ძლიერებისა შემმოსველნო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველნო;
გიხაროდენ, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებით მგალობელთა მაკურთხეველნო;
გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა ლაშქართა და სპათა დიდად მწყალობელნო;
გიხაროდენ, ყოველთა მჴურვალედ მვედრებელთა თქუენთა მაცხოვნებელნო;
გიხაროდენ, მედროვეთა და მზაკუვართა, უარისმყოფელთა წინაპართა ჩუენთა ღუაწლისა ძლევით მამხილებელნო;
გიხაროდენ, უსასყიდლოჲსა მარგარიტისა მომვაჭრებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს ნებისმყოფელთა შემწენო და შესავედრებელნო;
გიხაროდენ, უკეთურთა სულთა მძლენო და შემმუსრველნო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა სიხარულითა შემცვალებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 8


მხილველი მძლავრი უშიშოებისა თქუენისაჲ და მსმენელი ლოცვისა თქუენისაჲ, სიმტკიცემან თქუენმან აღაბორგა და მტარვალნი განმაშიშვლებელნი მახჳლთანი მძჳნვარედ დაჭრად და აღსპო-ბად თქუენდა დაადგინა, გარნა თქუენ, მჴნენო, არად შერაცხეთ განრისხებაჲ უშჯულოთაჲ და არცა ყოვლად ზარ-განხდილ იქმენით, არამედ ვნებას მისრულნი სამებასა წმიდასა გალობითა მრავალჴმოვანითა ადიდებდით: ალილუია.

იკოსი 8


დაღათუ იყვენით თქუენ მართლისა სარწმუნოებისა აღმსაარებელნი, გარნა არა ყოველნი ქართველნი, არამედ რომელნიმე უცხონი, უცხოჲთა შჯულითა მოსრულნი და ქრისტჱს, ჭეშმარიტისა ღმერთისა შემმეცნებელნი, და სანატრელთა მათ მოწამეთა: შუშანიკისა, რაჟდენისა და ჰაბოჲსა მიბაძვითა, მისთჳს თავისა შემწირველნი, რომლისათჳსცა ერნი საქართველოჲსანი ტაძრად თქუენდა მოვისწრაფვით და გაქებთ შემოკრებულნი ყოველნი:

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა და ბნელისა მოძღურებისა სიტყუათა თქუენთა შურდულითა განმთხეველნო;
გიხაროდენ, უშჯულოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა სულიერად განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა ეკლესიისა განმაბრწყინვებელნო;
გიხაროდენ, მტერთა ზახებისა განმაბნეველნო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მოსავთა თქუენთა განმანათლებელნო;
გიხაროდენ, არა-ცხოველისა და ნელტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელნო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელნო;
გიხაროდენ, ცუარითა მით საღმრთოჲთა მორწმუნეთა განმაგრილებელნო;
გიხაროდენ, შეგინებულისა გონებისა ჩუენისა აღმადგინებელნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა წარუალისა ნათლისა მომღებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 9


ჵ, ერთ-გონიერებაჲ ძმათაჲ, ჵ, სიყუარული მოყუასთაჲ, ჵ, მამაკაცთა და დედაკაცთა ურთიერთარს შეთქმულებაჲ, რამეთუ ჴმანი ესე მოყუასთაგან მოყუასთა მიმართ ყოველთა განსწუთებოდა და მსმენელი ამისი ათ-ბევრობაჲ იგი ბრწყინვალითა ჴმითა ჴმობდა: „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, შეგჳწყალენ ჩუენ და წარმართე სრბაჲ ესე ჩუენი, და მიითუალენ სულნი ჴელთა შინა შენთა“, და ვითარცა ყრმანი ძუელად საჴუმილსა შინა, მადლობით აკურთხევდენ ყოვლისმპყრობელსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9


მაშინ უგუნურნი ქრისტეს მბრძოლნი, ურიდად შეგერინეს, ვითარცა კრავთა, და ერთი ერთსა უსწრობდეს, რომელნიმე მახჳლითა გცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შეგჩხუპდეს და ჴორცთა თქუენთა უწყალოდა დასჭრიდეს, და რომელნიმე დანებითა განგაპებდეს და გვამსა თქუენსა ქუეშე ხიდისასა, მტკუარსა შინა ჩაჰყრიდეს, და რაჟამს სრულ-იქმნა წამებაჲ თქუენნი, გჳრგჳნსა დაუჭნობელსა მიემთხვიეთ, და აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვეთ ჩუენთჳს, რაჲთა სიხარულითა გულისაჲთა გნატრიდეთ:

გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველნო;
გიხაროდენ, უმოწყალოჲსა სიკუდილისა მადლობითა მიმღებელნო;
გიხაროდენ, სისხლითა თქუენითა მართლისა სარწმუნოებისა განმადიდებელნო;
გიხაროდენ, წამებისა თქუენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელნო;
გიხაროდენ, ერისა ჩუენისა სულიერად განმაბრწყინვებელნო;
გიხაროდენ, ტფილისის სანახებთა ღუაწლითა თქუენითა განმაშუენებელნო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელნო;
გიხაროდენ, სნეულებათა და წყლულებათა განმამრთელებელნო;
გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაჲთა შეპყრობილთა განმამჴნობელნო;
გიხაროდენ, უღმერთოებითა და უშჯულოებითა დაბრმობილთა გულისჴმისმყოფელნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, პატივისმცემელთა თქუენთა მსწრაფლ-შუამდგომელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 10


ჵ, გულისჴმისყოფაჲ უბიწოჲ, რომელი პირველ მწყობრთა შორის გამობრწყინდა და ვიდრე უკანაჲსკნელადმდე განგრძელდა, რომელთამე ისნისა, კალაჲსა და ტფილისისა მკჳდრთა და რომელთამე ჟამსა განსაცდელისასა გარემო სოფელთაგან, ვითარცა უმტკიცესსა ციხესა შემოვედრებულთა, რომლისათჳსცა მოგიჴსენებთ მკჳდრად დედა-ქალაქისა, სადაცა საბანელმან მეორედ შობისამან აღმოგშუნათ სიმრავლჱ ბევრთაჲ, და სამადლობელსა გალობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10


რაჟამს იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ წმიდათა გუამთა თქუენთა მიერ აღმოვსებულ და პორფირად ღებულ, ხოლო სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ თქუენდა, მაშინ ღამესა მას უნათლეს მზისა გაბრწყინდა გარემოჲ კიდეთა მის მდინარისაჲთა დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა, რომელსაცა ყოველი ხედვიდა, ამისთჳსცა დიდებულსა ჴსენებასა თქუენსა სამეუფოჲ ქალაქი ჩუენი უნივთოჲთა სიხარულითა შეიმკუების და კურთხეულითა ენითა ქართულითა ღაღად-ჰყოფს წადიერად:

გიხაროდენ, სულისა თქუენისა უშფოთველად ღმრთისადმი გარდამცემელნო;
გიხაროდენ, სისხლთა თქუენთა დათხევითა ხიდისა მის და ალაგთა მეტეხისთა წმიდა სავანედ გარდამქცეველნო;
გიხაროდენ, დიდისა მის მდინარისა მტკუარისა განმწმედელნო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელნო;
გიხაროდენ, დაბნელებულისა გონებისა ჩუენისა განმაცისკრებელნო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელნო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა თქუენთაჲთა მორწმუნეთა განმამჴნობელნო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელნო;
გიხაროდენ, ვნებათა სიმრავლისა, ვითარცა ღუარძლისა აღმომფხურელნო;
გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა ამამაღლებელნო;
გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა ზეცად აღმყუანებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 11


ოდეს თავნი თქუენნი წარკვეთილნი ხიდსა მას ზედა ჰგორვიდიან, მახლობლად მისა, სადა იგი დაწვეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსნი, მიერითგან ურიცხუთა ჭირთა ტფილისელთასა მრავალ-გზის დამჴსნელ იქმენით, რომლისათჳს გევედრებით, მოწამენო, დაიცე-ვით ქალაქი ჩუენი, რომელი აწ მძჳნვარედ იღელვების და დააცხრეთ ღელვანი იგი ვნებათანი და ალმური წუალებისა, რამეთუ თქუენ ხართ სიქადულ მისა, რაჲთა არა განუდგეს წმიდასა სამოციქულოსა ეკლესიასა მთავარნი და განმგენი ჩუენნი და იყუნეს მარადის ქრისტეს მადიდებელნი: ალილუია.

იკოსი 11


ჵ, კეთილმსახურებისა სიმჴნითა დიდებულნო, რომელთა უძლურებაჲ დედობრივი განიოტეთ და ღუაწლსა მამაკაცებრ ახოვნად შეკადრნეთ, აწ დაშრიტეთ ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და დედანი და დანი ჩუენნი, ხატნი და ბეჭედნი მამულისა ყოფისანი, იჴსენით ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარეთ, რაჲთა ქრისტეს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჴსენებასა თქუენსა ადიდებდენ და დაუცხრომელად გნატრიდენ:

გიხაროდენ, ზეცისა იერუსალჱმისთჳს ტანჯვათა დამთმენელნო;
გიხაროდენ, ხრწნილებისაგან ცოდვათასა განმარინებელნო და ვნებათა ჩუენთა თავსმდებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისა კაცთა შორის დამნერგველნო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა ძალთა დამცემელნო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისაგან დამჴსნელნო;
გიხაროდენ, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა და მწყემსმთავართა განმწურთნელნო;
გიხაროდენ, ეშმაკისა კადნიერებისა დამამჴობელნო და საშინელთა მზაკუვარებათა მისთა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მოშურნეთა და ცილისმწამებელთა დამამდაბლებელნო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყნიერისა ზრუნვისა დამტევებელნო;
გიხაროდენ, სულიერისა მღჳძარებისა ზარისა დამარისხებელნო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა წყლულებისა დამაცხრობელნო;
გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა დამაწყნარებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 12


დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენნეთ ჴორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უჴორცოთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდათ სიკუდილი, რომლითა მიხვედით უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა თქუენისაჲთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ შუენიერად მეწამულ-ყავთ, ამისთჳსცა თაყუანის-ვჰსცემთ და უგალობთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა, რომელმან მოსცა ესევითარნი მეოხნი და მფარველნი დედისა თჳსისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა: ალილუია.

იკოსი 12


მოწამეთა გჳრგჳნისა მოღებაჲ გსუროდათ, და სიმჴნისა მადლისა ზეცით მომღებელთა არა ჰრიდეთ ფიცხელსა მას სატანჯველსა და სიკუდილსა, ვითარცა საშუებელსა კეთილსა, და წარკუეთითა თავთაჲთა, ნეტარნო, დაამხუეთ მრავალ-ღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ, ამისთჳსცა განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი, მოვიღებთ შეწევნასა, თქუენ შორის მკჳდრისა საღმრთოჲსა მადლისასა და ძალისაებრ ჩუენისა შეგასხამთ ქებასა:

გიხაროდენ, საკჳრველნო და ჭეშმარიტად ახოვანნო მჴედარნო ზეცათა მეუფისანო, რომელთა უღმრთოთა რისხვაჲ სიმჴნით თავს-იდეთ და დიდებაჲ ქრისტესი განაბრწყინეთ;
გიხაროდენ, გუნდო პატიოსანო, რამეთუ სიმრავლემან გუამთა თქუენთამან და სისხლთა ყოვლად წმიდათა თქუენთა, ერთად დიდ-მდინარედ გამოსრულმან განაკჳრვა ძალნი ზეცისანი;
გიხაროდენ, უხრწნელებითა შემოსილნო, რამეთუ სხურებითა სისხლთა თქუენთაჲთა დაშრიტეთ ნაკვერცხალნი საცთურისანი;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალენო, რამეთუ სანატრელისა მის მოწამისა ჰაბო ტფილელისა თანა მარადის თქუენ ხართ მცველნი და მფარველნი ტფილის-ქალაქისანი;
გიხაროდენ, ცხოვართაებრ დაკლულნო, რამეთუ მდინარენი სისხლთა თქუენთანი მორწყავენ ქართველთა ეკლესიასა და წმიდა-ჰყოფენ სიმრავლესა მართლმადიდებელთასა;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათჳს დამაშურალნო, რომელთა სძლეთ ცრუ-შჯულისდებისა მოძღუართა;
გიხაროდენ, მნათობნო დაუვალნო, რამეთუ უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდით სასუფეველსა შინა ზეციერისა მამისასა;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სასანთლენო, რამეთუ განაცისკროვნეთ ღამჱ სპარსთა საცთურებისაჲ;
გიხაროდენ, უმჴურვალესად ქრისტჱსთჳს თავდადებულნო, რამეთუ მიიღეთ სასყიდელი იგი მუშაკობისაჲ;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთათჳს ზეცით მონიჭებულნო სიმტკიცენო, რამეთუ ზღუდედ მოცემულ ხართ თქუენ ერისათჳს ჩუენისა;
გიხაროდენ, ზეცისა ქალაქისა მოქალაქენო, რამეთუ სიმჴნენი თქუენნი განამჴნევებს ქართველთა;
გიხაროდენ, ძლევანო და დიდებანო მამულისა ჩუენისანო, რამეთუ კურნებათა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ აქუთ თქუენ ივერთა ერსა;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 13


ჵ, ნათესავნო რჩეულნო, სამეუფონო და სამღდელონო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველნო, ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისა განანათლებს სოფელსა, ეგრეთვე ჴსენებაჲ თქუენი, ნეტარნო, ყოველთა მარტჳლთმოყუარეთა ქართველთა, რამეთუ მადლსა მას კურნებათასა მიანიჭებთ, მოწამენო, და მცხინვარებითა საკჳრველებათაჲთა განანათლებთ ქრისტჱს მიმართ მჴურვალედ მგალობელთა : ალილუია.

ეს კონდაკი ითქმის 3-გზის, შემდეგ

იკოსი 1


კუალად შეიმოსა ეკლესიამან სამკაული სიხარულისაჲ და ბრწყინვალებითა სისხლთა თქუენთაჲთა დაიდგა გჳრგჳნი შუენიერებისაჲ და დიდებისაჲ სიმჴნითა თქუენითა, რამეთუ დაჭრიდენ რაჲ ჴორცთა თქუენთა, სისხლი თქუენნი უბრალოჲ შეიწირვოდეს წინაშე ღმრთისა, ვითარცა იგი სისხლი აბელ მართლისა, რომლისათჳსცა მარადის აღმოაცენებს კურნებასა ადგილი წამებისა თქუენისაჲ და ყოველთა აღგვძრავს შეწირვად გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ძმანო და დანო საკჳრველნო, ქრისტეს საკრველითა ერთ-ზრახვად შეკრულნო;
გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულნო;
გიხაროდენ, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო;
გიხაროდენ, კეთილსახიერებისა ტრფიალებითა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილნო;
გიხაროდენ, სპარსთა მიერ უწყალოდ აღსრულებულნო;
გიხაროდენ, ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულნო;
გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტჳლთაჲთა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაბრწყინვებლად ივერიისა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოჴურვებულნო;
გიხაროდენ, ვარდნო მეწამულნო, ღმრთივ-დანერგულნო;
გიხაროდენ, სისხლთა ნაკადულითა ურთიერთას აღრეულნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 1


ჭეშმარიტებისა მოწამეთა და მართლმადიდებლობისა ქადაგთა, ვარსკულავთა ეკლესიისათა მრავალ-ბევრთა შეგასხამთ მორწმუნენი ქებითა საღმრთოჲთა და ვედრებასა ამას შევსწირავთ თქუენდა, გალობანი ჩუენნი მიითუალეთ, მარტჳლნო, და ნუ მოგვაკლებთ შეწევნასა თქუენსა, არამედ ნათლითა ბრწყინვალებათა თქუენთაჲთა განგუანათლეთ და წყუდიადი უმეცრებისაჲ განსდევნეთ მგალობელთაგან თქუენთა: გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳ-ნნო ტფილის-ქალაქისანო!


სავედრებელი ლოცვა


ჵ, არომატნო ნელსაცხებელნო უსასყიდლონო სულნელებანო ქრისტესნო, მცველნო და მფარველნო ქალაქისა ჩუენისანო, მეოხნო და შუამდგომელნო ქართველთა ნათესავისანო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, რიცხვით ათნო-ბევრნო მოწამენო!

ჵ, ვარსკულავნო მრავალ-ბევრნო განათლებულნო, ნათლითა მზისა სიმართლისაჲთა განმაბრწყინვებელნო ქუეყანისა თქუენისანო! მოგჳჴსენეთ წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული ერი ჩუენი იჴსენით ოხითა თქუენითა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ საშჯელი კადნიერებისაჲ, რამეთუ აღჳრიენით ერთა უცხოთა რჯულთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძჳთა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. კუალად განგვიახლეთ თქუენებრ მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, სიყუარული კეთილმსახურისა მეფისაჲ და ერთგულებაჲ ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაჲ, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა, და დაშრიტეთ საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ, რომელ არს წმიდისა იგი შემბილწველი „საძაგელი მოოხრებისაჲ“. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ მამული ჩუენი - საქართველო - ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყვენით ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაიცევით დედაქალაქი ჩუენი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტჱსმოყუარე მჴედრობანი, და კეთილისმყოფე-ლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. ევედრენით, ყოვლადბრწყინვალენო მარტჳლნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური, და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჵ, კრებულო საღმრთოო, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეკრებულო ათბევრობაო მოწამეთაო! იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ ... აწ და ...

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო