Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

ლანჩანოს სასწაული

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ქრისტეშობიდან VIII საუკუნეში იტალიის ერთ-ერთ ძველ ქალაქში სან-ლეგონციაში ევქარისტიის საიდუმლო სრულდებოდა. მაგრამ ერთ მღვდელმსახურს, რომელიც იმ დღეს ლიტურგიას აღასრულებდა, უეცრად ეჭვი გაუჩნდა, მართლა ხდებოდა თუ არა პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაქცევა. ქრონიკებმა არ შემოგვინახეს ამ მღვდელმონაზვნის სახელი, მაგრამ მის გულში ჩასახული ეჭვი გახდა საბაბი ევქარისტიული სასწაულებისა, რომელიც დღემდე გამოუცნობია.

მღვდელი ეჭვების გაფანტვას ცდილობდა, მაგრამ ისინი დაჟინებით უბრუნდებოდნენ. „რატომ უნდა დავიჯერო, რომ პური პური აღარ იქნება, ღვინო კი სისხლად იქცევა? ვინ დამიმტკიცებს ამას? მით უმეტეს, რომ ისინი გარეგნულად არაფრით იცვლებიან და არც არასდროს შეცვლილან. ალბათ, ეს მხოლოდ და მსოლოდ სიმბოლოა, უბრალოდ გახსენება საიდუმლო სერობისა...“

დაწვრილებით...
 

როგორ დავიწყოთ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?

პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.

რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მცირედმორწმუნეობაში ხშირად თვით მოციქულებსაც ამხელდა, მათ, ვინც მისი მრავალრიცხოვანი სასწაულები იხილა და ვინც - მისგან ბოძებული სულიწმიდის მადლითა და წყალობით - თავადაც სასწაულებს აღასრულებდა. „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის" (მთ. 17,20). ჭეშმარიტი სარწმუნოება ღმერთის მადლია. ეს მადლი მას ეძლევა, ვისაც გულწრფელად სწყურია მისი მიღება. „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მთ. 7,7).

დაწვრილებით...
 

ღვთის მართლმსაჯულება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მამა პაისი მთაწმინდელი

–წმიდაო მამაო, რა არის საღვთო მართლმსაჯულება?
–საღვთო მართლმსაჯულება ეს მრავლისმოთმინებაა, რომელიც საკუთარ თავში სიმდაბლესა და სიყვარულს შეიცავს; ღმერთი უაღრესად კეთილია, მაგრამ ამავე დროს ის მეტად თანამგრძნობელია და მისი თანამგრძნობლობა მის სამართლიანობას აჭარბებს. შენთვის გსაგები რომ გახდეს, ასეთ მაგალითს მოვიტან: თუკი ადამიანს არასოდეს მისცემია კეთილი შესაძლებლობა, რომ ღვთის შესახებ რამე სმენოდა, ღმერთი მას ამ მდგომარეობის მიხედვით კი არ განსჯის, რომელშიც ის ამ შემთხვევაში იმყოფება, არამედ, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა, ღმერთის შესახებ რომ სცოდნოდა. სხვაგვარად, ხომ ღმერთი სამართლიანი ვერ იქნება. საღვთო სამართალს თავისი მათემატიკური კანონები აქვს. ზოგჯერ ერთს პლუს ერთი ორს ნიშნავს, ზოგჯერ კი ორ მილიონს
–წმიდაო მამაო, რანაირად აღესრულება საღვთო სამართალი იმ ადამიანზე ვინც ცოდვა ჩაიდინა?
–ადამიანური სამართალი ამბობს: „ცოდვა ჩაიდინე და უნდა დაისაჯო!“ ხოლო საღვთო სამართალი იტყვის: „ აღიარე შენი შეცდომა და ინანიებ? მაშ შენდობას მიიღებ.“ განა ასე არ ხდება: როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, თუ იგი გულწრფელად მოინანიებს და აღიარებს ჩადენილს, თუნდაც მასზედ მცირედი ეჭვიც კი არავის ჰქონდეს, თვით ადამიანური სამართალი ასეთი კაცის მიმართ უაღრესად შემწყნარებელია ხოლმე. და თუ შემცოდე შემწყნარებლობით განისჯება კაცთაგან, რამდენად დიდი იქნება მისდამი შემწყნარებლობა ღვთისა, რომელიც მართალი და თანამგრძნობელი მსაჯულია.

დაწვრილებით...
 

ცხოვრების შეცვლა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

იმისათვის, რომ ცოდვით დაცემა აიცილოს თავიდან, ადამიანი ყოველივე იმას უნდა გაურბოდეს, რაც მასში ცოდვის ამ პროვოცირებას ახდენს. მაგალითად, თუკი ლოთს სურს, რომ სმას თავი დაანებოს, მაშიმ მან ყველანაირად უნდა მოარიდოს თავი ისეთ ადგილს, სადაც სასმელია. აუცილებელია მცირეოდენი მონდომება და კეთილი განწყობა; ასეთ დროს კი სახიერი ღმერთი სირთულეების გადალახვაში დაგვესმარება. მაგალითად: ადამიანი რაღაც ვნებით არის შეპყრობილი: ის აღიარებს ამ ვნებას, მის მოსაკვეთად იღწვის, ინანიებს, თავს იმდაბლებს, ყველანაირად განწყობილია, რომ მისგან განთავისუფლდეს. ეს განწყობა იცის ღმერთმა და ამიტომ ეხმარება მას. მაგრამ როგორ მიანიჭებს უფალი მადლს იმ ადამიანს, რომელიც თავად არ ცდილობს, რომ შეიცვალოს და ცოდვის აღსრულებას განაგრძობა?! ღვთის მადლი არ ეკარება იმ ადამიანს, ვისი მდგომარეობაც არასწორია, რადგანაც ეს მას ვერაფერს არგებს. მადლი რომ ასეთ შემთხვევაში ვინმეს შველოდეს, მაშინ ხომ ღმერთი მას ეშმაკსაც უწყალობებდა.

დაწვრილებით...
 

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ფოსტალიონ ილია კ.-ს - ღმერთის არსებობის დამადასტურებელი საბუთების შესახებ



ერთი თქვენი მეგობარი გამუდმებით ამტკიცებს: ღმერთი არ არსებობს! მისი სიტყვები თქვენ გტანჯავთ და მათრახის მსგავსად გხვდებათ. საკუთარი სიცოცხლისა და სულისათვის იბრძვით, თქვენ სწორედ გესმით, რომ თუკი არ არსებობს ყოვლადძლიერი ცოცხალი ღმერთი, რომელიც სიკვდილზე ძლიერია, მაშინ ერთადერთი ყოვლადძლიერი ღმერთი სიკვდილია. და ყველა ცოცხალი არსება დედამიწის ზურგზე ყოვლისშემძლე სიკვდილის ხელში უბრალოდ სათამაშოა, ისევე, როგორც თაგვი - მშიერი კატის კლანჭებში. ერთხელ თქვენ, განერვიულებულმა თქვენს უბედურ მეგობარს უთხარით: „ღმერთი არის, ეს შენ არ არსებობ!“ არ შემცდარხართ, რამეთუ იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო იყო განშორებული მასთან - ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ არსებობდე საერთოდ.

თქვენს ადგილას მე მას ასე ვუპასუხებდი:

არამართებულად ამბობ მეგობარო: „ღმერთი არ არსებობსო“. უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა: „მე არ გამაჩნია ღმერთი“, რამეთუ თვითონაც ხედავ, რომ მრავალი ადამიანი შენს ირგვლივ შეიგრძნობს ღმერთის არსებობას და ამბობს: „ღმერთი არსებობს!“ შესაბამისად, ღმერთი არ გყავს შენ და არა - საერთოდ არ არსებობს, როგორც შენ გგონია. 
შენ იმგვარად ლაპარაკობ, ავადმყოფს რომ ეთქვა: „არ არსებობს ქვეყანაზე ჯანმთელობა“. მას უტყუარად მხოლოდ იმის თქმა ძალუძს, რომ თვით არ გააჩნია ჯანმრთელობა, მაგრამ თუკი იტყვის რომ: „დედამიწაზე ჯანმრთელობა საერთოდ არ არსებობს“, იცრუებს. 
შენ იმგვარად ლაპარაკობ, ბრმას რომ ეთქვა: „დედამიწის ზურგზე სინათლე არ არსებობს!“ არის სინათლე, მთელი ქვეყნიერება სინათლითაა სავსე, მაგრამ ის, საცოდავი უსინათლო მას ვერ ხედავს. მაგრამ თუკი მართებულად იტყოდა, ამგვარად იტყოდა: „თვალისჩინი არ მაქვს“.

დაწვრილებით...
 

წმიდა ალექსი ბერი (შუშანია), ლექსები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)
ლექსები


სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ
და იმავე დღეს მისგან თქმული

აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე,
ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე;
გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე,
და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე.

აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო;
ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო,
ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო,
ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო!

დაწვრილებით...
 

„ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის


ცხოვრების დაძაბული და შფოთიანი რიტმით დაღლილი ხალხი ხშირად ეძებს ისეთ გარემოს, სადაც დამშვიდდებიან და თავს კარგად იგრძნობენ. ამ ძიებაში ზოგჯერ მთელი სიცოცხლე გადის, რადგან ისინი არასწორად ეძიებენ - ეძიებენ გარეთ, სიმშვიდე კი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ. წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს: „ადამიანები, რომლებიც საკუთარ მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ“. მართლაც ასეა - ადამიანები იტანჯებიან და არც კი იციან, რატომ.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საიდან მოდის ჩვენი აზრები, ვინ არის მათი წამქეზებელი. მაგრამ როგორ გავიგოთ ეს?

დაწვრილებით...
 

სინანულის საიდუმლო (დავით ციცქიშვილი)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სინანულის საიდუმლო


„არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, - ამბობს დიდი ათონელი ბერი მამა პაისი, - ის მეტად დიდი რამ არის. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ, მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარაა და დიდი. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს“.

დაწვრილებით...
 

თავისუფალი ნება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

თავისუფალი ნება


ეკლესიური გაგებით ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორს თუ მცდარს, საითკენ გადავიხრებით, ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევისკენ, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.

დაწვრილებით...
 

ჩვენი არსებობის მიზანი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ჩვენი არსებობის მიზანი


ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ამქვეყნად ადამიანის მოვლინების უმთავრესი მიზანი, რა დანიშნულება აქვს მის არსებობას. როგორც წესი, ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, მიწიერი პრობლემებით დაკავებულნი, რომ რატომღაც არ სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს ყოფას? როდესღაც, ცხოვრების რაღაც წუთებში ალბათ ყველას გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომ არც არის სათვალავში მისაღები. ასეთ მოკლე ხანში პასუხსაც ვერ იპოვნი და თან ვინ ინტერესდება გაიგოს, თუ რა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დროს ეს არის! მისთვის თავის შეწუხება, როცა ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ზედმეტად დროის ხარჯვად, რაღაც აბსტრაქტულ, განყენებულ კითხვაზე უნაყოფო ფიქრად, ერთგვარ არანორმალურ გადახვევადაც კი შეიძლება მოჩანდეს ამგვარი წიაღსვლები. არადა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის არ არსებობს: რისთვის შვა უფალმა ადამიანი?

დაწვრილებით...
 

ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ბერი და ანგელოზი


ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

დაწვრილებით...
 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

ფირნიშები

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო