Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

31 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

18(ახ.31) დეკემბერი

წმიდა მოწამე სებასტიანე


მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული (+დაახლ. 287; მოდესტოსი _ იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634); ღირსი ფლოროსი_ამიელი ეპისკოპოსი (VII); ღირსი მიქაელ აღმსარებელი (+დაახლ. 845).
  

დაწვრილებით...
 

30 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

17(ახ.30) დეკემბერი

წინასწარმეტყველი დანიელი

სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი


წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსი დანიელ აღმსარებელი (X).

წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი. ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან `ხილვით შუენიერი~ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა.

ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები _ დანიელი, ანანია, აზარია სა მისაელი, რომელთაც საჭურისთმთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბენდაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაგუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძენები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარის, არამედ მისი სიმბოლორი მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შესასრულებლობისათვის სამი ყრმა _ ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთიტ აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა (`მანე, თეკელ, ფარეს~), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის, `რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე~.

დაწვრილებით...
 

29 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

16(ახ.29) დეკემბერი


წინასწარმეტყველი ანგია (500წ. ქრისტეს შობამდე); მოწამე მარინი (III); ნეტარი დედოფალი თეოფანია (+893-894).

წინასწარმეტყველი ანგია ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ლევიტელთა ტომიდან იშვა და სპარსეთის მეფის, დარიოსის ზეობისას (ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ) მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე მთელი თოთხმეტი წლით შეეწყვიტათ. უფალმა თავისი რჩეული ერტი ანგია წინასწარმეტყველის პირით გაამხნევა და გამოუცხადა მათ, მეორე ტაძარი დიდებული იქნებოდა (ანგია,2).

დაწვრილებით...
 

28 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

15(ახ.28) დეკემბერი


მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი (II); მოწამე ელეფთერი (+305-311); ღირსი პარდოს განდეგილი (VI); ღირსი პავლე ლატრელი (+995).

მოწამენი: ელეფთერი, დედა ამისი ანთია და კორივ ეპარქი. ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერს თხუთმეიტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) ოგო დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი _ მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალ წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებას და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.

დაწვრილებით...
 

მიტროპოლიტი ონოფრე ილია მეორეს

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მიტროპოლიტი ონოფრე ილია მეორეს: თქვენ მიერ ჩუმად ნათქვამს სულიერი ჭექა-ქუხილის ძალა აქვს



25 დეკემბერი. 2016. 17:34




საპატრიარქოში, საქართველოში სტუმრად მყოფი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს დაემშვიდობა.



დაწვრილებით...
 

27 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

14(ახ.27) დეკემბერი


მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251); მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287).

მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლოვკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ლაქაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს. ამ დროს თვირსე რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ...ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე. ამ სასწაულმა კუმბრიკიუსი გონს მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსე შეებოჭათა და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ღამით ღვთაებრივმა ძალამ უფლის რჩეული სატუსაღოდან გაათავისუფლა. წმიდანმა დაუყონებლივ ქალაქის ეპისკოპოსს მიაშურა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა.

დაწვრილებით...
 

26 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

13(ახ.26) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი


მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (+284-305); მოწამე ლუკია (+304); ღირსი არსენი (VII-IX).

მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და, რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან _ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ.

დაწვრილებით...
 

25 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

12(ახ.25) დეკემბერი

ღირსი იოანე ზედაზნელი


ღირსმოწამე იოანე, ზედაზნის წინასმძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX); მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი (+251); მოწამე სინეზი (+270-275); წმიდა სპირიდონი, ტრიმითუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348).

ღირსი იოანე _ ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX). ზედაზნის მონასტერი დაარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნული ცხოვრების ასაღორძინებლად. თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.

არაბთა შემოსევების შემდეგ მონასტერი სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოანე. არსენ II-ის მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში (`სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა~) მოხსენებულია იოანე, `რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახვილითა~. საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.


დაწვრილებით...
 

პარაკლისი სავედრებელი წმიდათა მოწამეთა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი სავედრებელი წმიდათა მოწამეთა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დაწვრილებით...
 

24 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF


11(ახ.24) დეკემბერი

ყოველნი წმიდანი
საქართველოში წამებულნი და ღირსნი მამანი და დედანი


ხსენება ყოველთა წმიდათა _ საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა; ღირსი დანიელ მესვეტე (+489-490); მოწამე მირაქსი (VII); მოწამენი: აკეფსი და აითალე; ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე (+დაახლ. 970-980).

ყველა წმიდა _ საქართველოში წამებულნი და ღირსნი მამანი და დედანი. ქართველი აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს იტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. კაცთაგან არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ სენაკებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭამდნენ საქართველოს ეკლესიისა და ერის მომავალს.

დაწვრილებით...
 

შობის მარხვა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.

დაწვრილებით...
 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

ფირნიშები

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო