Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

10 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

28(ახ.10.01) დეკემბერი


მოციქული ნიკანორი _ სამოცდაათთაგანი (+340); წმიდანი ორნი ბევრნი (ოცი ათასი) მოწამენი, ნიკომიდიას დამწვარნი და სხვანი, მასვე ქალაქსა შინა მომწყდარნი (+302); ღირსი სვიმეონ მირონდმინარე (+1287).

დაწვრილებით...
 

9 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

27(ახ.9.01) დეკემბერი

 ღირსი სტეფანე ხირსელი (VI)



მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე (+34); წმიდა თეოდორე _ კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+დაახლ. 686); ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე _ გამომეტყველნი (+დაახლ. 840).

დაწვრილებით...
 

6 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

24(ახ.6.01) დეკემბერი


ღირსმოწამე ევგენია და მის თანა მოწამენი: პროტიოსი, იაკინთე და კლავდია (+დაახლ.262); ღირსი ნიკოლოზ მონაზონი (IX).

ღირსმოწამე ევგენია წარმოშობით რომაელი იყო, მაგრამ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი _ ფილიპე იმპერატორმა კომოდუსმა (180-192) ეგვიპტის ეპარქოსად გაამწესა. წმიდანმა მშვენიერი განათლება მიიღო, ამასთან ზნეკეთილობითა და მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. ბევრი დიდებული ჭაბუკი ეძებდა მის ხელს, მაგრამ ნეტარს გათხოვება არ სურდა.

დაწვრილებით...
 

უწმინდესი

ელფოსტა ბეჭდვა PDF


 

5 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

23(ახ.5.01) დეკემბერი


ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოფილე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზეტიკე, პომპოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი (III); ღირსი ნიფონტი _ კვიპრელი ეპისკოპოსი (IV); ღირსი პავლე _ ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (IV).

დაწვრილებით...
 

4 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

22(ახ.4.01) დეკემბერი

წმიდა დიდმოწამე ანასტასია


დიდმოწამე ანასტასია მწამვლელობათა დამხსნელი (+დაახლ304); მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი (+დაახლ.304).

დაწვრილებით...
 

3 იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

21(ახ.3.01) დეკემბერი



წმიდა მაკარი მმარხველი, ხახულის მონასტრის წინამძღვარი (XI); მოწამე თემისტოკლე (+251); მოწამენი: იულიანა და მის თანა ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა, ნიკომიდიას წამებულნი.(+304).


დაწვრილებით...
 

იანვარი

ელფოსტა ბეჭდვა PDF


                               მღვდელმოწამე ეგნატე                                            

                                                                                           ღმერთშემოსილი(+107)

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო - სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ).

დაწვრილებით...
 

წმიდისა იოანე ოქროპირი საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე

წმიდისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისა


ვიტყვით რასმე ამჟამინდელ დღესასწაულზე. ბევრი დღესასწაულებს აღნიშნავენ და მათი სახელწოდებანიც იციან, მაგრამ არ უწყიან რა მიზეზის გამო არიან ისინი დაწესებული. ასე მაგალითად ის, რომ დღევანდელი დღესასწაული ღვთისგანცხადებად იწოდება, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როგორი ღვთისგანცხადებაა იგი და ერთია თუ ორი, ეს არ იციან. სირცხვილია, ყოველ წელს დღესასწაულობდე და არ იცოდე დაწესების საბაბი.

დაწვრილებით...
 

31 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

18(ახ.31) დეკემბერი

წმიდა მოწამე სებასტიანე


მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული (+დაახლ. 287; მოდესტოსი _ იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი (+633-634); ღირსი ფლოროსი_ამიელი ეპისკოპოსი (VII); ღირსი მიქაელ აღმსარებელი (+დაახლ. 845).
  

დაწვრილებით...
 

30 დეკემბერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

17(ახ.30) დეკემბერი

წინასწარმეტყველი დანიელი

სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი


წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსი დანიელ აღმსარებელი (X).

წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი. ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან `ხილვით შუენიერი~ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა.

ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები _ დანიელი, ანანია, აზარია სა მისაელი, რომელთაც საჭურისთმთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბენდაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაგუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძენები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარის, არამედ მისი სიმბოლორი მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შესასრულებლობისათვის სამი ყრმა _ ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთიტ აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა (`მანე, თეკელ, ფარეს~), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის, `რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე~.

დაწვრილებით...
 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

ფირნიშები

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო