შემოქმედის ეპარქია

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
შემოქმედის ეპარქია

მთავარი

Email Print PDF

დაემატა კატეგორია მეცნიერება და რელიგია!


 E-Mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

(ადმინისტრაცია

 

18 მაისი

Email Print PDF

5(ახ.18) მაისი


დიდმოწამე ირინე (I_II); მოწამე საგდუხტ ქალწული.

წმიდა დიდმოწამე ირინე


დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მიგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად, თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მიდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე_მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა მისი გათხოვება გადაწყვიტეს. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ: მტრედი _ ზეთისხილის რტოთი, არწივი _ გვირგვინით და ყვავი _ გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა _ მორჩილების, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო _ მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა _ სულიერი სიმაღლის სიმბოლომ _ მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიადნს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქულ ტიმოთეს ხელით და ირინე ეწოდა. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოსტეხა და ფეხებით გათელა. წმიდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და სამი ათასმა ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა, იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც ათი დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უსლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: `სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?~ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ირინეს კი წყლულები გაუმრთელდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააძევა. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა ათი ათასი წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალიპოლისში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით, თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელიღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლიდან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს. სხვა ცნობით, წმიდა ირინე თესალონიკში დაწვეს; არსებობს გადმოცემაც, თითქოს მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით გადაესვენებინოთ კონსტანტინოპოლში, სადაც მის სახელზე რამდენიმე დიდებული ტაძარი ააგეს.

 

 

დეკანოზი დავით ციცქიშვილი

Email Print PDF

სასოწარკვეთილების ვნება


ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე მწუხარების და გულგატეხილობის ვნებებია, რომელთა ყველაზე მძაფრ გამოხატულებასაც სასოწარკვეთილება წარმოადგენს. როგორც დიდი წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე“ და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის, უბრალო ერის ხალხზეც.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და ერთი შეხედვით მრავალი მიზეზი არსებობს სასოწარკვეთილებითი ფიქრების, განცდების აღმძვრელი. ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ვ.ფრანკლის მიხედვით საშუალოდ ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის, ვიდრე დადებითს და მართლაც რომ დავუკვირდეთ, რაც არ უნდა კარგად იყოს ამქვეყნად ადამიანი მოწყობილი, ცხოვრობდეს ფუფუნებაში, ჰქონდეს დიდძალი ფული, როგორც სურს, ისე ატარებდეს დროს, საბოლოო ჯამში მისი არსებობა მაინც უფრო ტანჯვაა, სიძნელეთა გადალახვა, გაჭირვების დათმენა, ვიდრე ლხენა, სიხარული თუ ნეტარების განცდა.

მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: „სახარებაში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს უნდა მე მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მარკ 8,34). რას ნიშნავს ეს? უფალი ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს საკუთარი ჯვარი? როგორია ისინი? ჯვრები სხვადასხვაა, სრულიად განსხვავებული, რადგანაც თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი.

მეტად მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ჯვარი და უნდა ზუსტად ის ავიღოთ, რომელიც უფალმა განგვიკუთნა. ძალიან საშიშია თავად გამოვიგონოთ იგი. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება... მეტად დიდი უმრავლესობისთვის ისეთი ჯვრებია მომზადებული, რომელთა ტარებასაც ხალხი მათ ზიდვას არ უძახის და ატარებენ რა ჯვარს, ვერც კი იგებენ, რომ ამას აკეთებენ.

Read more...
 

დიდი მარხვა - ზეიმი სულისა

Email Print PDF

ერთხელ უფალთან ეშმაკეული მიიყვანეს და შესჩივლეს, რა არ ვიღონეთ, სად არ მივიყვანეთ, არაფერი გამოგვდის, შენმა მოწაფეებმაც ვერაფერი მოუხერხეს და იქნებ შენ გვიშველო რამეო.

უფალმა გულისტკივილით ამოიოხრა და განკურნა ეშმაკეული. როცა მოწაფეები შეეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება, უპასუხა:

- ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო - გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

- ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება - დაამატა მან და ამით მოგვცა ადამიანებს ბოროტ ძალებთან საბრძოლველი იარაღი.

ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.

წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს:

- კაცი პატივსა შინა იყო და არა გულის-ხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

რა პატივი ხვდა წილად ადამიანს და რა არ გულის-ხმა-ჰყო?

პასუხი აქვეა, დავითის სიტყვების მეორე ნაწილში.

- ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მას.

დიახ! უგუნურებით მიჰბაძა პირუტყვს და დაემსგავსა მას.

ესე იგი გონიერება ყოფილა დიდი პატივი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს და ამით განასხვავა იგი ყოველი სხვა ქმნილებისაგან, სწორედ გონებით აამაღლა იგი, შექმნა რა თავის ხატად და მსგავსად.

პირუტყვის ქცევები რითაა განპირობებული?

მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი სურვილებით. სწყურია - უნდა დალიოს, შია - უნდა ჭამოს, ეძინება - უნდა დაიძინოს, სირბილი უნდა - დარბის. მას არც სირცხვილი გააჩნია - ყველაფერს ბუნებრივად აღასრულებს, არაფერია მისთვის მოსარიდებელი.

Read more...
 

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან

Email Print PDF

საუბარს რწმენის შესახებ მსჯელობით დავიწყებთ. რწმენას ხშირად რელიგიის ცნებას უკავშირებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა გაცილებით მრავლისმომცველია. წმ. წერილში - ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სარწმუნოება განსაზღვრულია, როგორც "საქმეთა მამხილებელ არახილულთა" (ებრ. 11,1). რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ითქვას რომ, რამდენადაც ღმერთი უხილავი და განუჭვრეტელია, რწმენის ცნება პირველ რიგში, სწორედ მასთან არის დაკავშირებული. მაგრამ არსებობს საგნები, რომელთა მიმართაც ჩვენ ისეთი მტკიცე რწმენა არა გვაქვს, როგორიც მორწმუნეს აქვს ღვთის არსებობის მიმართ.

მახსოვს, ერთხელ ტაქსის მოლოდინში სასტუმროსთან ვიდექი. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მითხრა - "კაბის მიხედვით თუ განვსჯით, თქვენ მორწმუნე ხართ, მღვდელი". - "დიახ". მივუგე მე. - "აი, მე კი ღმერთი არ მწამს..." მე შევხედე მას და ვეუბნები - "ძალიან სამწუხაროა"! - "როგორ შეძლებთ, რომ ღმერთის არსებობა დამიმტკიცოთ?" - "რა დამტკიცებაზე მელაპარაკებით, ან რა სახის მტკიცებულება გჭირდებათ?" - "აი, როგორ... დამანახეთ ხელისგულზე თქვენი ღმერთი და დავიჯერებ მის არსებობას". მან ხელი გადმომიშალა და ამ დროს თითზე საქორწინო ბეჭედი დავუნახე. "დაქორწინებული ხართ?" - "დიახ, ვარ." - "შვილები გყავთ?" - "დიახ, მყავს." - "ცოლი გიყვართ?" - "რა თქმა უნდა, მიყვარს." - "შვილები თუ გიყვართ?" - "დიახ." - "აი, მე კი ეს არ მჯერა!" "- როგორ არ გჯერათ?! მე ხომ გეუბნებით!" - "დიახ, მაგრამ მაინც არ მჯერა, დამიდეთ თქვენი სიყვარული ხელისგულზე, შევხედავ და დაგიჯერებთ..." იგი ჩაფიქრდა - "დიახ... ამ პოზიციიდან სიყვარულისთვის არ შემიხედავს..."

თუ სარწმუნოების ცნებას განვავითარებთ, როგორც შინაგან გამოცდილებას, მაშინ შესაძლებელია, იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ რწმენა არის რაღაც გაცილებით ბევრისმომცველი, ვიდრე უბრალოდ - რელიგიური შემეცნება. ვიღაც მიყვარს, ან ვიღაცას ვუყვარვარ მე, როგორ შეიძლება, აქ ძებნა დაუწყო რამენაირ მტკიცებულებას, როგორ შეიძლება, ხელისგულზე დაიდო და ვინმეს აჩვენო სიყვარული?!. ახალგაზრდამ საუბარი განაგრძო და მეუბნება: - "მაგრამ მე შემიძლია, დაგიმტკიცოთ ცოლისადმი ჩემი სიყვარული... ხშირად საჩუქრები მიმაქვს მისთვის, შვილებზე ვზრუნავ!.." - "მაგრამ ეს სულაც არ ამტკიცებს სიყვარულს. ყოველივე ეს შეიძლება, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ თქვენ ცოლის გეშინიათ, ან საზოგადოებრივ აზრს ითვალისწინებთ. მაგრამ ეს საქციელი აუცილებლად სიყვარულზე არ მეტყველებს."

Read more...
 

უძღები შვილის კვირა

Email Print PDF

უძღები შვილის კვირა
სახარება ლუკასაგან (15, 11-32)

სახარება ლუკასაგან (15, 11-32)„11. მერმე იტყოდა (უფალი იგავსა) და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. 17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. 22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. 25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.“

Read more...
 

წმიდა გრიგოლ პალამა – სიყვარულისათვის

Email Print PDF

იესო ქრისტეს ერთ-ერთი პირველწოდებული მოციქულის იოანე ქალწულ-მახარებლის ხსენებას ვდღესასწაულობთ დღეს და ვადიდებთ ქრისტეს როგორც მოციქულთა მამას, უკეთ რომ ვთქვათ, იმათ პატრიარქს, “რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.”(იოანე, 1.13). ვითარცა იაკობის სხეულიდან იშვა თორმეტი პატრიარქი, მშობელნი ისრაელიანთა თორმეტი შტოსი, ასევე სულიერად შვა ქრისტემ თორმეტი მესაიდუმლე. მან ცოდვით დაცემულ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ციდან პატივი მიაგო დიდ პავლეს და მოციქულად შერაცხა. ამიტომ პატრიარქთაგან ნაშობნი თუ რაოდენობრივად აშკარად არ უთანაბრდებიან მოციქულებს, ამაში არც არაფერია გასაკვირი. რამეთუ სულიერი მადლი განუყოფლად განიყოფება.

ადამიანს, მართალია, გრძნობათა ხუთი ორგანო აქვს, მაგრამ როდესაც საქმე სულს ეხება, იგი წარმოადგენს რაღაც ერთიან, განუყოფელ შეგრძნებათა ერთობლიობას, თუმცაღა სახეობრივად ხუთ ორგანოში ნაწილდება. წყლის თორმეტი ნაკადი, რომელთა ნაპირებზეც დაესახლნენ უდაბნოში მოგზაურობის დროს მწყურვალე ისრაელიანნი მოსეს წინამძღოლობით (გამოსლვ. 15.27), ამ თორმეტ მოციქულს განასახიერებდა წინდაწინ. რამეთუ ეს იყო ბრბო, რომელსაც კერპთაყვანისმცემლობის წყალობით თავსდამტყდარი წყურვილი სულიერმა სარწყავმა მოუკლა, ოდეს უღმრთო კაცობრიობის მოდგმა თვალუწვდენელი უდაბნოების გავლით მოემართებოდა დასაბამიდან. შემდგომ თორმეტი ქვა, ისუ ნავესის მიერ ბანაკში დადებული იორდანეს საკვირველი გადალახვის ნიშნად (ისუ ნავ. 4.8), კვლავ წინასწარ ამ თორმეტს განასახიერებდა. ისინი სამარადისოდ შეგვახსენებენ, რომ ჭეშმარიტმა იესომ გზა გადაუღობა ცოდვის ნაკადს, რომელსაც დაეტბორა სამყარო და მორწმუნეებს მისცა მეუფება, გზა ცხოვრებისა გალიონ უშფოთველად, ვითარცა ისრაელიანებს შეაძლებინა ოდესღაც იორდანე გადაელახათ ისე, თითქოს ხმელეთზე გაევლოთ.

Read more...
 

წმიდა გრიგოლ პალამა – ლოცვისა და ფსალმუნებისათვის

Email Print PDF

ღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსაზღვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებში ამბობს: “რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?” (ფს. 115.3). რაკიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობაზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისგან ებოძა გაჩენის შემდგ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული?
ცა და დედამიწა, მთლიანად გარესამყარო და ცოტაოდენი, შესაძლოა, ზესამყაროსეულიც, რასაც სული ჩვენი გულისათვის შთაბერა. რამეთუ ყოველივე ეს ადამიანის შექმნამდე არსებობდა და არაფრისაგან ქმნილი, ჩვენთვის წინდაწინვე კაცთმოყვარულად იყო განმზადებული. რატომ არის, რომ უპირველესად იგი ეძლევა ამქვეყნად მოსულ ყოველ ძეხორციელს საარსებოდ და შესატკბობად? ეს ხომ არც ჯილდოა რაიმე დამსახურების წილ, არც საზღაური, არამედ გაღებულია უანგაროდ, ვითარცა საჩუქარი ყოვლად სულგრძელი და მრავალმოწყალე ღვთისაგან, რომელსაც განურჩევლად ყველას დამწყალობება ხელეწიფება. “რაჲ გაქუს?” – კითხულობს პავლე მოციქული – “რომელი არა მიგიღებიეს?” (I კორ. 4.7), “ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?” (რომ. 11.35). ასე რომ, თავს ვიკავებ ეგზომ მრავლისმომცველსა და ესოდენ მრავალმნიშვნელოვან საკითხში ჩაღრმავებისაგან და მხედველობაში მაქვს მხოლოდ სამყარო, მასში არსებულით და ზესამყარო, ხოლო ჩვენ, შემყურეთ ამა წყალობათა, რომლითაც ღმერთმა გაჩენის დღიდანვე დაგვასაჩუქრა, საგონებელში გვაგდებს, თუ ვითარ შეიძლება ამის წილ სანაცვლოდ მიგება.

Read more...
 

წმიდა გრიგოლ პალამა – ყოვლადწმინდა მარიამის, ქალწულისა და დედა-ღმრთისმშობლის შობისათვის

Email Print PDF

ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14).

რასაკვირველია, ძნელია ზუსტად მივანიშნოთ სულის მაცხოვნებელი დრო და ჟამი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაცხოვრის შობიდან თითქმის ყოველი ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის სულის გადასარჩენად. როგორც კი ირიჟრაჟებს და მზე თავის ცხოველსმყოფელ სხივებს მოჰფენს არემარეს, ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას იწყებენ. დავით მეფე წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: “აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე” (ფს. 103. 22-23). ასევე, ოდეს აღმობრწყინდება მზე სიმართლისა, ყოველი წუთი სულიერი ცხოვრების დასაწყისია.

მეფე-დავით წინასწარმეტყველი უფალს ესავს და ღაღადებს: “ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე” (ფს. 117. 22-24).

გრძნობადი მზე ჩამავალია, ღამის წყვდიადი ისადგურებს ამ მზის ჩასვლისთანავე. ადამიანი ხომ დილიდან საღამომდე ფუსფუსებს. მზე სიმართლისა კი, წმინდა პავლე მოციქულის თქმით, აბრწყინვებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად და “ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ” (იაკ. 1.17).

ცნობილია, რომ ამქვეყნად ყოველგვარ საქმიანობას შესაფერისი დრო და ჟამი აქვს. არის ჟამი თესვისა და არის ჟამი მკისა, არის ჟამი დასვენებისა და არის ჟამი მოსავლის აღებისა. ასევე, ქველმოქმედებისა და სათნოებისათვის, სულის საცხოვნებლად ადამიანებს ღვთისაგან აქვთ ბოძებული შესაფერისი დრო-ჟამი.

Read more...
 

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - ლუკას სახარების განმარტება

Email Print PDF

1-11 თავები
თავი პირველი
[ თ. 1, მ. 1-4]

1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.

ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ ჭეშმარიტია, სრულიად მართალია და სავსებით დასაბუთებადი, და როგორაა, გვითხარი ლუკა, ეს დასაბუთებადი? „ვითარცა იგი მომცეს ჩვენ, რომელნი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნენ სიტყვისა მის“. აქედან ჩანს, რომ ლუკა თავიდანვე კი არ იყო მოწაფე, არამედ შემდგომში გახდა. ვინაიდან სხვები იყვნენ მოწაფენი „სიტყვისა მის დასაბამიდანვე“, მაგალითად პეტრე და ზებედეს ძენი (მათე 4; 18-22). სწორედ მათ გადასცეს ლუკას ის, რაც მას არც უნახავს, არც მოუსმენია. „რაჲთა სცნა, რომელთათვის - იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“. ეს მესმის მე ორგვარად, ჯერ - ერთი ასე: ადრე მე თეოფილე წერილის გარეშე გმოძღვრიდი, ახლა კი, გადმოგცემ რა დაწერილ სახარებას, განვამტკიცებ შენს გონებას, რათა არ დაივიწყო ის, რაც წერილის გარეშე გადმოგეცი; მეორეც ასე: ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვაქვს ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე დაუწერლად გვეუბნება რაიმეს, ვიეჭვოთ, რადგან შეიძლება ის ტყუილსაც გვეუბნებოდეს, მაგრამ როცა წერს, გვწამს იგი არ დაწერდა მტკიცედ რომ არ იყოს დარწმუნებული თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მახარებელიც ასე ამბობს: იმიტომ დაგიწერე სახარება, რომ მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რაც წერილის გარეშე გასწავლე, გექნება რა ახლა ჩემს მიმართ მეტი ნდობა, მაშინ, როდესაც მე იმდენად ვარ დარწმუნებული წერილის გარეშე გადმოცემულის ჭეშმარიტებაში, რომ იგი წერილითაც გადმოვეცი. არ უთქვამს „რათა იცოდე“, არამედ „რათა სცნა“, ანუ ორჯერ მეტი ცოდნა მიიღო და ამასთან მტკიცედ დარწმუნდე, რომ არ ვტყუი.

Read more...
 

აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა - კაცობრიობის გადარჩენის საღვთო განგებულება

Email Print PDF

ამაღლების შემდგომ საღვთო მზრუნველობა კაცობრიობაზე ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასის – სულიწმინდის გარდამოსვლით გაცხადდა. ამ დღეს დაედო დასაბამი იმ საღვთო კრებულის არსებობას, რომელიც ქრისტემ თავისად განიკუთვნა. ამ კრებულს ეკლესია ეწოდა. ამ დღეს დაარსდა ის კრებული, რომლის წიაღში არსებობაც აუცილებელია საიმისოდ, რომ ქრისტეს გამომსყიდველი ვნებანი თითოეულ ადამიანს პიროვნულად შეეხოს. დიახ, მაცხოვარმა თავისი სიკვდილითა და აღდგომით გამოისყიდა ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება და ამის შემდგომ უკვე პიროვნული გამოხსნისათვის უნდა იღვწოდეს თითოეული. ცხადია, ამ პიროვნული ხსნისათვის ცოდვის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი საშუალება ღვთის შეწევნაა, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია თავად ადამიანის პირადი მოღვაწეობაც. თავად ადამიანმა, პიროვნებამ უნდა დაიწყოს და აწარმოოს ბრძოლა ცოდვასთან. მას უკვე ამის საშუალება მიცემული აქვს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაცხოვარმა თავისი ყოვლადწმინდა, უბიწო სისხლით გამოისყიდა ადამიანის ბუნება. ეკლესია, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს დაარსდა, ამ პიროვნული გამოხსნისათვის აუცილებელ ძალებს იძლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არა ეკლესია, ადამიანი პირადულ ხსნას ვერ განახორციელებს.

სულთმოფენობის დღესასწაულის სიღრმისეულად გააზრებისათვის გადავხედოთ საღვთო ისტორიას, რომელიც ნელ-ნელა ამზადებდა კაცობრიობას ამ დიდებული დღისათვის. ჯვართამაღლების დღესასწაულზე დადებულ საეკლესიო საკითხავში გვხვდება ასეთი სიტყვები: “საწამებლად ჯვრისა, ოდესმე კვერთხი გამოსჩნდა, რაჟამს ნაყოფმან მისმან აღაყვავილა პატივი მღვდლისა და ეკლესიისა, და ბერწყოფილმან გამოიღო სიმტკიცე და სიქადული” (ჯვრის ამაღლების საცისკრო კანონი, III გალობა, სძლისპირი). “ბერწი ეკლესია” აქ ძველი აღთქმის ეკლესიას მიანიშნებს, რომელიც სინას მთის ძირში დაფუძნდა პასექისა და ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს.

მოგვიანებით, როდესაც ძველი ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევა, ღმერთი მას ხშირად შეახსენებს, რომ ის თავის დროზე არ იყო მრავალრიცხოვანი ერი და რომ მან ამოირჩია ეს ხალხი, რათა თავის ერად ექცია იგი. ჩვენს დროს ცოტა უცნაურია ამისი მოსმენა, რადგან ჩვენთვის ერი, გარდა სხვადასხვა ნიშნისა, სწორედ რომ მრავალრიცხოვან ხალხსაც გულისხმობს, მაგრამ ბიბლიის ენაზე მრავალრიცხოვანი ხალხის ბრბოა, რაღაცა მასაა ხალხისა, ხოლო ერი ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც რაღაცა სტრუქტურით არის ჩამოყალიბებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საღვთო ერი ნიშნავს ადამიანების იმგვარ ჯგუფს, რომელიც ღვთის მიერ მოცემული ნიშნით არის ჩამოყალიბებული, აღიარებს თავის მბრძანებლად უფალს და ეს ჯგუფი წარმოადგენს საეკლესიო ორგანიზმს. ჩვენ გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აღიარებენ ღვთის არსებობას, მაგრამ მისი ეკლესიის წევრები არ არიან. უფრო მეტიც, ისინი ამის საჭიროებასაც ვერ ხედავენ. მათ მართლაც შეუძლიათ ირწმუნონ ღმერთი, მაგრამ ღმერთი ხომ ეშმაკებსაც სწამთ, ოღონდ ერთია – მათ სიყვარული არ შეუძლიათ. ისინი კი, რომლებიც შეიყვარებენ უფალს, ღვთის ერად ქცევის, მის ეკლესიაში ყოფნის სურვილი უჩნდებათ. ისინი უფალს თავის უზენაეს მბრძანებლად მიიჩნევენ. ამ ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ იმის რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, საკმარისი არ არის. ამისთვის მინდობა, მორჩილება და სიყვარულია აუცილებელი. გახდე ღვთის ერი ნიშნავს – საეკლესიო სტრუქტურაში მყოფი აღიარებდე იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც ეკლესია აყენებს, უარს ამბობდე საკუთარ ეგოისტურ ამბიციებზე და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის გქონდეს განკუთვნილი. ეს ეხება ყველას, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირს, ანუ ყველას, რომელიც წმიდა ნათლისღებით ეშვილა უფალს.

Read more...
 
  • «
  •  Start 
  •  Prev 
  •  1 
  •  2 
  •  3 
  •  4 
  •  5 
  •  Next 
  •  End 
  • »


Page 1 of 5

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-Mail: iosshemoqmedeli@gmail.com

eparchy.of.shemoqemdi@gmail.com

Tel: (+995) 9296 7-60-88

Mob: (+995) 99 15-77-67


ეპარქიის ბანკის ანგარიში:

 ProCredit Bank:

ბანკის კოდი: 220101922

ანგარიში: 360801014600076


VTB Bank Of Georgia:

ბანკის კოდი: 220101643

ანგარიში: ge33vt4300000000700347


ვებ გვერდს ემსახურება მონა ღვთისა ირაკლი ვაჩნაძე, მხევალი ღვთისა ანი მამულაიშვილი.

E-Mail: vachnadze.irakli@gmail.com 

Tel: 555-74-87-87 (ირაკლი)

Tel. 557-11-84-11 (ანი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.



შემოქმედი 360

Banner

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.

 

imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო

www.wsa.ge